მთავარი » ირონია » თანასწორთა შორის, მაგრამ მაინც პირველი!

თანასწორთა შორის, მაგრამ მაინც პირველი!

მოკლედ ამათი საშველი არ იქნება. თვითდამკვიდრების სურვილი იმდენად დიდია რომ რას არ მოგაფიქრებინებს, გაგაკეთებინებს, გნებავთ დაგაწერინებს, გნებავთ გალაპარაკებს ადამიანს.

ერთი სულელურ ვიდეოს იღებს, მეორე კილიმანჯაროდან დაჰყურებს ხალხს და თავი ღმერთკაცი, გენიოსი ჰგონია. მესამე ხელოვნების სიღრმეზე და სულიერ საზრდოზე საუბრობს ოღონდ რემბრანტის, ხო რემბრანტის მსუქანი ქალები მაინც და მაინც არ მოსწონს.   

ადრე ერთ-ერთ პოსტში მეწერა თვითირონიას უნდა მოუმატონ ადამიანებმა და ამპატრანობის დონე დაბლა დაწიონთქო, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. არც პირში თქმა შველის ადამიანს და არც პირს უკან. (ასეა ჩემო, ილია, და ვერაფერს ვიზამ მე)
თვითირონია კი არა იმ სიმაღლიდან გადმოსცქერიან სამყაროს გაგიკვირდება როგორ მოასწრეს იქ ასვლა?!

მესმის რომ შესაძლებელია განსხვავებულობისადმი რაიმე ველური მიდრეკილება გვქონდეს. გაცხოველებული ჟინი იმის, რომ შენ სხვანაირად ფიქრობ, იცვამ, საუბრობ, სხვანაირს უსმენ, სხვანაირად გიყვარს და კიდევ უამრავ განსხვავებული. რახან ასე თვლი ავტომატურად ნიშნავს რომ ეს ასეა? ნუ ეს ცალკე ამბავია. ვერავინ მოგედავება….

ხშირად აღნიშნავ რომ ძალიან თავისუფალი ხარ, ღირეულებებსაც ისეთს აჟღერებ ძალიან რომ ჰგავს დღევანდელ პოპულარულს. ყველას აზრს მოისმენ როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს შენთვის.  მაგრამ ეგოისტური, მაინც თავს წამოყოფს ხოლმე – მე შენზე მეტი ვარ!
დასაწყისშივე დაურთავ ხოლმე, რომ რასაც ეხლა იტყვი არავითარი მნიშვნელობა აქვს და არავის გაღიზიანება არ გინდა, მაგრამ შენ თანატოლებს შორის პირველმა დაიწყე კლასიკური როკის მოსმენა, იმიტომ რომ მამაშენი უსმენდა თურმე და მისი გავლენით მოხდა. აბა რა! რასაკვირველია! მამების თაობა განებივრებული იყო მსგავსი მუსიკის ხელმისაწვდომობით, რამდენიმე წკაპი ტორენტზე და ნებისმიერი ჰიტი უკვე გრამაფონში იყო.

კარგი, მუსიკა გასაგებია. ეხლა სხვა მეტად მნიშვნელოვანი რამეები გაქვს საჯაროდ გამოსატანი. ტესტირებას რელიგიაზე, სექსუალური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებასა და გნებავთ ათეიზმზე გადიხარ. აქაც უკვე გაქვს წინასწარ მომზადებული ტექსტი. მიუხედავად იმისა რომ თინეიჯერი ხარ, ან სულ ახლახანს გაცდი ამ პერიოდს, შენ ბავშვობიდან იმდენი გამოცდილება მიიღე, რომ შენ გარშემო ყველა რელიგიური აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის თუ პროფესიის ადამიანები ირევიან და შენ ისეთი დიდი ხარ რომ ყველასთან შეგიძლია საერთო გამონახო. შენ შემოგევლე მე რამხელა ხარ! ჰომოსექსუალებზე დაცინვით საუბრობ თუმცა მათი უფლებების დამცავი ორგანიზაციის წევრი ხარ. 

მე არც არაფერს გიკრძალავ, არც რამეს მოგიწოდებ. როგორც გაგისწორდება ისე იყოს, ოღონდ ვერასოდეს შევეგუები ფარისევლობას შენი მხრიდან. იყავი ნაღდი და სადაც გინდა რაც გინდა ის გიკეთებია. სიყალბეს არასოდეს გაპატიებ.  საკმაო რაოდენობის სიყვარულით მე.

21 thoughts on “თანასწორთა შორის, მაგრამ მაინც პირველი!

  1. სხვა გზას არ მიტოვებ და ისევ ვუბრუნდები წინა ცხოვრების თემატიკას🙂 ზუსტად ეს მიტრიალებს თავში ეს დღეებია და ისე მომწყინდა ეს ყველაფერი, ვერც აგიხსნი.ეჰ, ნიიკ, კი ვიცი, რომ უმცირესობაში ყოფნა ერთგვარი პრივილეგიაა, მაგრამ არ შეიძლება ერთხელ ჩვენც ვიყოთ უმრავლესობაში?🙂 ყველაფერი სამარიაჟოდ იქცა ამ ქვეყანაში…

    • ”სხვა გზას არ მიტოვებ და ისევ ვუბრუნდები წინა ცხოვრების თემატიკას”
      – ჩვენ გენეტიკაზე კვლევა გვაქვს გასაკეთებელი🙂

      მთავარი მაინც რაა იცი? თუ მარიაჯობამდე მიდის ყველაფერი ხო? ეს ხო იმასაც ნიშნავს რომ ეს მარიაჟობა მოწონებული და წახალისებულია ძალიან ჩვეულებრიუვი ადამიანის მიერ, სამწუხაროდ ჩემო katerina

      • რა თქმა უნდა, წახალისებული და თან დაფასებულ-დაჯილდოებულიც სასურველი რეგალიით🙂. ყველაზე სასაცილო მაინც წიგნებით მარიაჟობაა :დდდდ ასე თუ გაგრძელდა ხელს ამაღებინებენ საბოლოოდ კითხვაზე🙂 რაც შენ ჩამოთვალე პრესტიჟული ბუტიკის ბრენდებით მარიაჟობას ჰგავს არა? კვლევაზე გეთანხმები, ღირს გასარკვევად🙂

  2. გეთანხმები აბსოლუტურად, ამიტომ მაგასთან დაკვშირებით აღარფეს დავწერ, რაღაცნაირად კომებტარებს უფრო მაშინ ვწერ, კამათი რომ მინდა :დ
    პ.ს. ვაღიარებ, რომ წეღან მთლად კარგი “გამგონე” მეც არ ვიყავი, ალბათ იმიტომ, რომ კარგად არ გიცნობ ან რამე მასეთი ოხუნჯობა :დდ

    • თუმცა შენი დაწერილიც კარგად აჯდება იმ სტატუსს, დამეთანხმები რო ასეა.
      გაიხარე ნათია

    • დიდწილად აღზრდაშია კი.
      მაგრამ უფრო შორს რო წავიდეთ აი ძალიან ძალიან ბევრ რამეს გამოვჩხრიკავთ.
      ინდივიდები ქმნიან გარემოს, მაგრამ გარემოში ხშირად ისეც ხდება რომ ინდივიდი აბსოლუტურად შორს დგას ხოლმე თავისი ნამდვილობისგან

      • ”მე არც არაფერს გიკრძალავ, არც რამეს მოგიწოდებ. როგორც გაგისწორდება ისე იყოს, ოღონდ ვერასოდეს შევეგუები ფარისევლობას შენი მხრიდან” — სხვას საყვედურობ, თითქოს არავისი გაღიზიანება და დაჩაგვრა არ გინდათ და მაინც საკუთარ აზრებს აფრქვევთო; თვითონაც იგივეს აკეთებ, აგერ ამბობ : ”მე არც არაფერს გიკრძალავ” და შემდეგ აშკარა
        აკრძალვა იკითხება: ”ვერასოდეს შევეგუები ფარისევლობას შენი მხრიდან”… მე ამაში გეთანხმები, ოღონდ, თუ მაინც უნდა აკრძალო რაღაც, არ ჯობია პირდაპირ აკრძალო და ის გამომრიცხავი და ანტონიმური ფრაზა მოაშორო?! მე, მაგალითად, შენს ერთ-ერთ პოსტზე ასე დავაკომენტარე:

        ”კაცი ქალთან უნდა წვებოდეს და პირიქით… სხვა ყველა კომბინაცია დასაგმობია და აღმოსაფხვრელია. სიამოვნებით მოვკრებდი ყველა ცისფერს და სადმე იზოლირებულ ადგილზე დავამწყვდევდი, რომ თავიანთი დაავადების პროპაგანდა არ მოახდინონ და იქ დატკბნენ თავიანთი უკანალების გამოყენებით პირადი მიზნებისთვის (უკვე მხოლოდდამხოლოდ შეწყალებას კი აღარ ითხოვენ, არამედ იმასაც, რომ ჰომოსექსუალიზმი კარგ რამედ მივიჩნიოთ — ურჩევნიათ ცოტაოდენი მოწიწება გამოიჩინონ)” — აბა, რას იტყვი? არის აქ რაიმე ორაზროვნება და შიში უკვე კარგად მომრავლებული ”უმცირესობის” მიმართ?

      • ყველას თავისი აზრი აქვს ნესტანდარეჯანო.

        არ შეგუება აკრძალვას არ ნიშნავს – ეს ისე ყოველი შემთხვევისთვის😉

        აი შენი კომენტარები, აბსოლუტურად ყველა ვნახე და შეგნებულად არაფერი მოგწერე.
        მარტივად რომ გითხრა, შენი აზრი სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით არაა სწორი. ვინ ვისთან დაწვება და რას იზამს თვითონ მიხედონ ამ საქმეს.

  3. მე მინდა ვიყო განსხვავებული, მაგრამ არ მინდა ამას ყოველ წამს მაძახებდნენ და მაყვედრიდნენ🙂 მე მინდა ვიყო გემოვნებიანი და მინდა ვიცნობდე ყველა გემოვნებიან ადამიანს თუნდაც იდიოტი იყოს😀 :*

  4. განსხვავება იმაშია, რომ ზოგს უნდა განსხვავებული იყოს და ზოგიც არის განსხვავებული … აი, ვინც არის, კაკ რაზ, ეგ არის ჭეშმარიტად განსხვავებული … ფაქტებს ვერ შევცვლით : ) … მათ კი, ვისაც უნდათ, რომ განსხვავებულები იყვნენ, უბრალოდ კარგად ესმით განსხვავებულად დაბადებულების და მათგან ითვისებენ რაღაცა უნარებსა და ასე შემდეგებს😀

  5. ასე მგონია, თითქოს ვიცოდე ვისზე წერ ამას. ალბათ ყველა იცნობს თითო ასეთ პიროვნებას. მეც მიჩნდება ხოლმე ეგეთი აზრები ზოგზე, მაგრამ მერე მაინც ვფიქრობ, რომ შეიძლება რამე არასწორად გავუგე. რაც არ უნდა იყოს, ადამიანები ვართ და ყველას ჩვენი ოფოფები გვყავს, ზოგს გამორჩეულობის სურვილი იმდენად შორს იტაცებს, უკვე გონება ებინდება და ვეღარ ამჩნევს რომ რაღაც ეშლება.

  6. განსხვავებულობა მართლაც ყველას მისწრაფება გახდა, მაგრამ ჩემი აზრით ადამიანები ამას ინტუიტურად აკეთებენ. მოკლედ, ამ ტენდენციას წინ ვერ აღუდგები, ვერც შენ და ვერც ნებისმიერი სხვა, რადგენ ეს ,,ეპოქის სულისკვეთებაა”. მაგრამ ალბათ პრობლემა სულაც არ არის ამაში, პრობლემა ამ ყველაფრიდან წარმოშობილი უნდობლობაა, რასაც ყველა განვიცდით. აი მაგალითად, როცა ამ ჩანაწერს ვკითხულობდი, ვფიქრობდი, რომ შენც გამორჩეულობა გინდა, მაგრამ მიზნის მისაღწევად ირიბი გზა აირჩიე და არა პირდაპირი.

  7. “iyavi nagdi”—-!!!!!!!!!! ra magari sityvebia da rogor aravin agar itvaliswinebs samwuxarod.:( adamianebis umetesobas xom nigbebis mteli koleqciebi akvt maragshi…

    • თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ მიაყოლებდი და ამ პოსტსაც წაიკითხავდი, გამიმართლე კიდეც : )

      აი თემას რაც შეეხება, ტეხავს, ძალიან ტეხავს ფარისევლობა და სიყალბე…

  8. ვისთანაც უნდათ იმათთან დაწვნენ, საწოლში ხომ ვერ შევუხტები და ხელს ხომ ვერ შევუშლი?! მაგრამ, უკვე შეწყალებაზე მეტს თხოულობენ ! თხოულობენ, რომ ჩვენ ჰომოსექსუალიზმი კარგ ტონად და ნორმალურობად აღვიქვათ და უახლოეს მომავალში მივსდიოთ უკვე პრაქტიკულადაც ! ახლა გულახდილობას მოვითხოვ შენგან —შენ ჰომოსექსუალიზმი დადებით ან რაიმენაირად კეთილთვისებიან მოვლენად თუ მიგაჩნია?
    შეგიძლია, ფეისბუქზე მომწერო, სიამოვნებით დაგიმეგობრებ — darine metreveli ვარ ! გელი !

  9. “შენ შემოგევლე მე რამხელა ხარ! “………………… (ბრჭყალებით და ბრჭყალების გარეშე) : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s