მთავარი » საზოგადოება » პოლიტიკა » არქიფო სეთური vs მიშა

არქიფო სეთური vs მიშა

ხელოვნების ნებისმიერ დარგში (იქნება ეს კინო, მუსიკა, ლიტერატურა თუ სხვა) შექმნილი სხვადასხვა ნამუშევარი არაერთი კრიტერიუმით ფასდება. შეფასების კრიტერიუმთა შორის, ვთვლი, რომ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პროდუქციის დროსთან მიმართება. ვგულისხმობ შემდეგს: რამდენად ასახავს ის არსებულ რეალობას, რამდენად აქტუალურია თემატიკა მოცემულ მომენტში,  რა დროის მანძილზე ინარჩუნებს ყურადღებასა და მნიშვნელობას – რამდენად უძლებს დროს.

XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს რეჟისორმა გიგა ლორთქოფანიძემ გიზო გაბისკირიასთან ერთად გადაიღო 7 სერიანი მხატვრული ფილმი ”დათა თუთაშხია”. არ ვარ კინოკრიტიკოსი, შესაბამისად, არც მაინც და მაინც კომპეტენტური კინოს სფეროში, რომ ფილმის მხატვრულ მხარეზე ვისაუბრო და მის ანალიზს მოვყვე. მინდა რამდენიმე ეპიზოდზე გავამახვილო ყურადღება და დღევანდელ ქართულ რეალობასთან გავავლო პარალელი.

დღესდღეობით ქართველი პოლიტიკოსები მმართველი პარტიიდან (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) ხშირად ჩაგვჩიჩინებენ ტელევიზიების მეშვეობით, რომ ავადსახსენებელი საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ ვაშენებთ დასავლური ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს. როგორც იქნა მოვწყდით ბოროტების დიდ იმპერიას. დავადექით განვითარების გზას და საკუთარი ნება-სურვილით ვწყვეტთ თუ როგორ წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება. მართალია სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების მხრივ დიდად არ ვართ წინ წასულები და ბევრიც არაფერი შეცვლილა იმასთან შედარებით რა მდგომარეობაც  იყო საბჭოთა საქართველოში.

”დათა თუთაშხიიდან” მინდა გავიხსენო არქიფო სეთურისა და კაკო თაბაგარის ეპიზოგი. დათა თუთაშხიასა და მის მეგობარ მოსეს მამასახლისი არქიფო სეთური ესაუბრება იმის შესახებ თუ როგორ ზრუნავს ის ადამიანების კეთილდღეობაზე. მისი დამოკიდებულება ხალხისადმი, ვფიქრობ, ძალიან ჰგავს დღევანდელ მდგომარეობას. არქიფომ კაცი იმის გამო გაალახვინა, რომ მან უკმაყოფილება გამოთქვა ბევრს გვართმევს და მხოლოდ იმდენს გვაძლევს შიმშილით რომ არ დავიხოცოთო.

არქიფო სეთური

სეთური ამბობს: ”კაცი შიშსა და მოკრძალებას რომ დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორედ. სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს ყოველგვარი გარყვნილება და უზნეობა.  კაცისთვის კარგი თუ გინდა არ უნდა გააძღო და გააღორმუცელო. უკმაყოფილება კი, სანამ გაიზრდება და მოღონიერდება იქამდე უნდა ჩაქოლო.  ხალხს თუ უთხარი ადამიანი ხარო რას გეტყვის თუ იცი? ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია შენი მაგივრობა გავწიო და გამოდი მანდედანო. ცხენი და სახედარი ხარ თქვა უნდა ელაპარაკო. ადვილად იჯერებენ ამას. იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. მარა, პირდაპირ კი არ უნდა უთხრა, შეფარვით, ქარაგმით.

მამასახლისი კლდეში ხალხს ტყუილ უბრალოდ გვირაბს ათხრევინებს. ეს ის გვირაბია, რომლის ბოლოსაც ძალიან მაგრად ბნელა. თუმცა, აქვს კი საერთოდ ბოლო?! ადამიანებს მიწას ზურგით ათრევინებს. ძნელი რომაა მაგიტო შეგიყვარდება საქმე. რაზედაც მეტ შრომას დახარჯავ და მეტს იზრუნებ მით უფრო მეტად შეგიყვარდებაო. გარდა საქმის სიყვარულისა ის ხალხს იმედს აძლევს. ეს მათი ბედნიერებისთვისაა საჭირო. იმედი თუ აქვს ხალხს ზედმეტს არ გაივლებს გულში არაფერს და იქნება ბედნიერი. იმედი კი ჭაში ჩაშვებული ყრუ-მუნჯი კაცია, რომელსაც ხელში ზარზე მიბმული თოკი უჭირავს. როდესაც გვირაბი ამ ჭაში გამოვა ისიც ჩამოკრავს ზარს. ხალხიც სწორედ ამის მოლოდინშია და გაფაციცებით ელოდებიან ზარის ხმას. თუმცა, რეალურად გვირაბი არასოდეს გამოვა ჭასთან. ხალხიც მუდმივი მოლოდინის რეჟიმშია და იმედიც სულ აქვთ. მშვენიერი მოფიქრებულია ვერაფერს იტყვი. სეთურის მრევლი ისეა დაბეჩავებული და გონებადაბინდული რომ ოდნავი კრიტიკის შეგრძნებაც კი არ უჩნდებათ ყოველივე ზემოთქმულთან, პირიქით, ერთი გადაკრული სიტყვა მამა-მარჩენალზე და მზად არიან დაუფიქრებლად გათელონ ნებისმიერი.

დაინახა და გაერკვა რა ყველაფერში დათა თუთაშხია, შეეცადა ხალხის გამოფხიზლებას თუ არა დაფიქრებას მაინც, მაგრამ ბრბომ ისე ჩაქოლა ის და მისი მეგობარიც რომ წარბიც არ შეუხრია.

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ქართველი, ვისაც ნანახი აქვს ”დათა თუთაშხია” და ახსოვს ეს ეპიზოდი, კარგად ამჩნევს ამ ადამიანების უსუსურ და უგუნურ მდგომარეობას. თუთაშხიას კი საქციელს ცალსახად მოუწონებს. დღევანდელ დღეს თუთაშხიებზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ კაცი რომელიც სიმართლეს იტყვის, ან გიჟად იქნება შერაცხული, ან ქვეყნის გამყიდველად, ან ხალხის მტრად. ესაა დღევანდელი პოლიტიკა.

ის რომ არქიფო სეთურის მრევლი დღეს მიშას მრევლით ჩანაცვლდა ამის დასტურად ამ ვიდეოებს გთავაზობთ. მოდით, ყველამ ერთად ვილოცოთ მიშაზე.

ისე კი, სანამ სხვა ნებისმიერ ადამიანს (მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა თუ მატერიალური მდგომარეობისა) საფუძველშივე ზე-არსებად განვიხილავთ, უპირობოდ მესიად გამოვაცხადებთ და თანასწორად არ ვუყურებთ, მანამდე სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბარი ყოვლად გამორიცხულია.

16 thoughts on “არქიფო სეთური vs მიშა

  1. ერთ რამეზე შევთანხმდეთ, სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისით დათა თუთაშხია დამნაშავე იყო და მისი ადგილი ციხეში იქნებოდა 21–ე საუკუნეში მიუხედავად იმისა, რომ ის საზოგადოებრივი მორალის დამცველი იყო.

    ისე მაგ წინგშიც და ფილმშიც არცერთი პერსონაჟი არაა, რომელიც კანონს ან თუნდაც მორალის პრინციპეს არ არღვევდეს. 🙂

    შედარება არც ისე სამართლიანი იყო 😉

    • “ერთ რამეზე შევთანხმდეთ, სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისით დათა თუთაშხია დამნაშავე იყო და მისი ადგილი ციხეში იქნებოდა 21–ე საუკუნეში მიუხედავად იმისა, რომ ის საზოგადოებრივი მორალის დამცველი იყო.”
      – სადმე მიწერია რომ დათა თუთაშხია კანონის წინაშე სუფთა იყო? მე მგონი არა Mr. Nomad.

      ”ისე მაგ წინგშიც და ფილმშიც არცერთი პერსონაჟი არაა, რომელიც კანონს ან თუნდაც მორალის პრინციპეს არ არღვევდეს.”
      – ცოტას აჭარბებ მგონი 🙂 თუმცა ეს ალბათ უბრალო აზრის დაფიქსირება იყო შენი მხრიდან.

      ”შედარება არც ისე სამართლიანი იყო”
      – შეგიძლია უფრო კონკრეტულად მითხრა რატო იყო არც ისე სამართლიანი?
      ჩისტად ინტერესის ამბავია, აზრი მაინტერესებს

      • მოდი ბოლოდან დავიწყებ:

        უსამართლო იმიტომ იყო, რომ საერთოდ არ მიმაჩნია მეც ისეთივე დადებილებული ვიყო, როგორიც ის ხალხი, სეთურს ვინც ემსახურებოდა და არ მიმაჩნია, მიშა ისეთი უგუნური მმართველი იყოს, როგორც არქიფო.

        მე არ მითქვამს, რომ შენ სადმე დაწერე თითქოს დათა უდანაშაულო იყოს. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეგ კაცი არც ისე კარგად აზროვნებდა, როგორც ჩვენ ვაღმერთებთ. მართალია, არ უყვარდა უსამართლობა (რითაც ნეტავ ბევრი მას ჰგავდეს), მაგრამ არც თვითონ აკეთებდა სწორს. ჩემი აზრით, სხვის პირადში ჩარევა სრულიად გაუმართლებელია.

        აბა რომელი იყო ანგელოზი მაგ წინგში ან თუნდაც კინოში? 🙂

  2. სეთური ყველა ტირანს განასახიერებს. რომელ ხელისუფალსაც მონები სჭირდება, ის ტირანია და რომელ საზოგადოებასაც გაღმერთებული ხელისუფალი უნდა, ის მონებისგანაა დაკომპლექტებული და არც იმსახურებს უკეთესობას. მე ვერ ვიტყოდი, რომ არასამართლიანი შედარება იყო. ამ დათას კრიმინალობაზე ხომ აღარ დამთავრდა საუბარი, მაგრამ მე ვფიქრობ ეს ფილმის ბრალია, წიგნში სულაც არ არის ამის შთაბეჭდილება. თუმცა ზარანდიასნაირ სამართლის დამცავს დათასნაირი დამნაშავე მირჩევნია მე პირადად 🙂

    • ”რომელ საზოგადოებასაც გაღმერთებული ხელისუფალი უნდა, ის მონებისგანაა დაკომპლექტებული და არც იმსახურებს უკეთესობას. ”
      – რეალურად ასეცაა katerina, თავისუფლების ცნება აპრიორი არ არსებობს, ის უნდა მოითხოვო და დაიმსახურო.

      ”თუმცა ზარანდიასნაირ სამართლის დამცავს დათასნაირი დამნაშავე მირჩევნია მე პირადად ”
      – მეც დაგეთანხმები ამაში

      • ზუსტად ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა და დამეთანხმებოდი, რადგან შენს პოსტსაც დავეთანხმე ყველაფერში და ასე თუ ისე მგონია, რომ გიცნობ და ცოტა მაინც ვიცი შენი შეხედულებები 🙂

      • მაგრამ ხომ შეიძლება არც დათა გვყავდეს და არც ზარანდია. მე არც ერთი მინდა საზოგადოებაში და არც მეორე. ეგ ორი სხვადასხვა უკიდურესობაა :))

  3. ფილმი არ მინახავს :/ ვერ მოვაბი უბრალოდ თავი. ნაწილები მაქვს ნანახი.

    მაგრამ, ძალიან მიყვარს წიგნიდან სეთურის ეპიზოდი, და მსჯელობაშიც გეთანხმები : ) ჭკვიანი კაცი იყო სეთური, სათავისოდ ჭკვიანი, იმჰო

      • ვიცი, მაგრამ სათავისოდ გამოიყენა. დალენჩებული ხალხი გამოიყენა, რომელიც თავადვე დაალენჩა და ხალხი იყო უსუსური რომ ვერაფერს ვერ ხვდებოდა. :/ უბრალოდ, სეთური თავის პონტში იყო მაგარი, თავისსას ისწორებდა ჯიგრულად :დ

  4. Mr. Nomad, არასამართლიან შედარებაზე რომ ვამბობდით.

    ისევ არასწორად უკეთებ ინტერპრეტაციას და რატომ:
    არქიფო სეთური იყო კონკრეტული სოფლის, კონკრეტული ადგილის მამასახლისი ხო ასეა?
    მის გარდა დანარჩენ საქართველოში იყვნენ ადამიანები ვინც რასაკვირველია არც ერთი წამით არ იზიარებდა მის ქადაგებას და არც მისი ყურმოჭრილი მორჩილები არ იყვნენ.
    რაც თავის თავად ხო გულისხმობს იმას რომ სხვაგან, სხვა სოფელსა თუ ქალაქში იყვნენ ადამიანები რომლებიც, როგორც შენ თქვი, არ იყვნენ დადებილებულნი. ასევეა დღესაც.
    შენ არ თვლი რომ ხარ იმ ადამიანებს შორის, მაგრამ ცოცხალი მაგალითი დავდე პოსტში ორი ვიდეოს სახით. მე მგონი გასაგებად გადმოგეცი სათქმელი : )

    რაც შეეხება ყველა ადამიანის კანონდამრღვევ ან მორალური პრინციპების უგულებელმყოფად გამოცხადებას:
    ეს ვიდეო გააბათილებს შენ ღიმილიან ნათქვამს ; )

  5. არქიფო სეთურის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას ბევრ რამეში ვეთანხმები , ხალხს კი საკუთარი აზრი არ გააჩნდა და ისინი ადვილად სამართავი იყვნენ რაც შეეხება დათა თუთაშხიას ის სამართლიანი კაცი იყო, მის გვერდით უსამართლობა მოხდა და იძულებული იყო სისხლი დაეღვარა და სამაგიერო მისი მასპინძლის გამო გადაეხადა. ნეტა რომელიმეს მისი ჭკუა და გონება მოგცათ, აყვავდებით სანამ სხვას გაკიცხავთ მასზე უკეთესები იყავით . გესმით?

    • მარიამ, შენ ისე გეტყობა, ჩრდილოეთ კორეაშიც სიამოვნებით გადახვიდოდი საცხოვრებლად, არა?

Leave a reply to გრაფინია კომენტარის გაუქმება