მთავარი » ლიტერატურა » გოგონა დრაკონის ტატუთი

გოგონა დრაკონის ტატუთი

სტიგ ლარსონი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ  სტიგ ლარსონის ე.წ. ”მილენიუმის ტრილოგიის” პირველი წიგნი – ”გოგონა დრაკონის ტატუთი” – გამოსცა. წიგნი საკმაოდ ვრცელტანიანია, თუმცა მკითხველს ყურადღების მოდუნების საშუალებას არ აძლევს. მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდება და სხვადასხვა საინტერესო ფაქტები სწრაფ-სრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს.
ისტორია იმდენად ჩახლართულია, იმდენი პიროვნების ვინაობა, მათი სოციალური სტატუსი თუ საქმიანობაა აღწერილი, რომ კითხვის დროს ხანგრძლივი პაუზის (3-4 დღე) გაკეთების შემთხვევაში წიგნის თავიდან წაკითხვა  იქნება საჭირო უკვე მიღებული ინფორმაციის აღსადგენად. ”გოგონა დრაკონის ტატუთი” დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებია და მასში მოქმედებები რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. სიუჟეტები ისე ენაცვლებიან ერთმანეთს თითქოს ორ სხვადასხვა ფილმს ერთდროულად უყურებ.

მოქმედება 2000-იან წლებში ვითარდება.  ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი ადამიანი ცდილობს გამოიძიონ 40 წლის წინანდელი მკვლელობა და დაადგინონ მკვლელის ვინაობა. საქმით დაინტერესებულია მულტიმილიონერი ჰენრიკ ვანგერი. მისი ვარაუდით ძმის შვილი ჰარიეტ ვანგერი შურისძიების მიზნით ოჯახის რომელიმე წევრმა მოუკლა.

პოლიტიკური ჟურნალის ცნობილმა ჟურნალისტმა მიქაელ ბლუმკვისტმა სასამართლო პროცესი წააგო მულტიმილიონერ ჰანს ერიკ ვენერსტრომის წინააღმდეგ. მას ცილისწამებაში დასდეს ბრალი. მისი იმიჯი შეირყა, ნდობა დაიკარგა და სამი თვით სასჯელის აღკვეთაც შეეფარდა. ჟურნალისტი ეკონომიკის მიმომხილველი იყო და მსხვილი კომპანიების ფინანსურ მაქინაციებს იძიებდა. ბლუმკვისტის არასახარბიელო მდგომარეობით ”ისარგებლა” ჰერნიკ ვანგერმა და საკმაოდ სოლიდური თანხა შესთავაზა ძმის შვილის მკვლელობის გამოძიების სანაცვლოდ. აქვე დაჰპირდა ვენერსტრომის წინააღმდეგ მტკიცე მასალების გადაცემასაც, რასაკვირველია გამოძიების დასრულების შემდეგ. ბლუმკვისტი დათანხმდა ვანგერის შეთავაზებულ წინადადებას.

მესამე პირი, რომელიც გამოძიებაში ერთვება გახლავთ ჰაკერი ლისბეთ სალანდერი – გოგონა დრაკონის ტატუთი. ლისბეთი გამორჩეულია არა მარტო მისი თანატოლებისგან, არამედ მთლიანად საზოგადოებისგან, რომელმაც ის გონებაშეზღუდულად გამოაცხადა. უემოციო. იშვიათად მომღიმარი. არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, ფიქრის პირდაპირი გამხმოვანებელი.

ბლუმკისტი საქმის მსვლლობისას, ჰაკერ გოგონას მოძებნის და გამოძიებაში დახმარებას თხოვს.
მათ საგამოძიებო საქმიანობას ვანგერის დინასტია და გამოცდილი პოლიციელი სკეპტიკურად უყურებენ.  თუმცა, ამის საპირისპოდ მათ უამრავი საინტერესო რამ აღმოაჩინეს, რაც 40 წლიანი გამოძიების მანძილზე მიჩქმალული იყო. საქმე ეხებოდა არა მხოლოდ ერთი გოგონას მკვლელობას, არამედ – ქალთა სერიულ მკვლელს.  ნელ-ნელა მიქაელი და ლისბეთი რწმუნდებიან რომ სწორ კვალზე დგანან რომ მკვლელს მალე გამოააშკარავებენ.

წიგნში ბევრია დაძაბული მომენტები, გასროლა, სექსი, დრამატული სიუჟეტები, საინტერესო მიგნებები… ერთი სიტყვით მკითხველს მთლიანად ითრევს, ხდება მოვლენების თანამონაწილე და დრო არ რჩება მოსაწყენად.

რაც ყველაზე მთავარია: გამოძიება სრულდება სრულიად მოულოდნელი შედეგით!

”გოგონა დრაკონის ტატუთი” – არის წიგნი დეტექტივების, ჩახლართული ისტორიების და ზოგადად წიგნის მოყვარულთათვის.

13 thoughts on “გოგონა დრაკონის ტატუთი

      • არა რატო, ერთი პერიოდი ისიც ვიფიქრე მეთქი ვაიდა იქნება ვცდები-მეთქი :დ მაგრამ სულ პირველად რაც გავიფიქრე ეგ იყო რა :დ

  1. ძალიან კარგია, მომეწონა პოსტი.
    წიგნს წავიკითხავ აუცილებლად ; )

  2. გუშინ წინ ვიყიდე და ერთ კვირაში დავიწყებ კითხვას. ვერ ვშოულობდი (იმ მაღაზიებში სადაც მე ვხვდებოდი არ იყო ) ხოდა ისე მიხაროდა ისე🙂 მადლობა ამ პოსტისთვის გზამკლვლევია თითქოს.

    • თუ გინდა რო პერსონაჟები არ გაგექცნენ გონებიდან, მინიმუმ მულტიმინიონერი ჰენრიკ ვანგერის ოჯახის წევრების ვინაობები ჩაიწერე, ვინ ვისი ვინაა🙂
      ნამეტანი მრავარიცხოვანი ოჯახი ყავს თინათინ

  3. გმადლობ რჩევისთვის🙂 მეგობარს ვათხოვე და ალღო ვერ ავუღეო , 50-ე გვერდამდე მივალ და თუ მომეწონა გავაგრძელებ თუარა დაგიბრუნებო :დ 50-ე გვერდამდე მისულმა ადამიანმა როგორ უნდა გაძლოს რომ არ გაიგოს ისტორია , ვერ ვხვდები. რთული საკითხავია ვგონებ და მხიბლავს მე ეს🙂

    • “50-ე გვერდამდე მივალ და თუ მომეწონა გავაგრძელებ თუარა დაგიბრუნებო :დ”
      – საქმეც ისაა რომ მერე იწყება ყველაფერი, მუღამიანი : )

      ”რთული საკითხავია ვგონებ და მხიბლავს მე ეს”
      – კი თინათინ, უბრალოდ რა არ უნდა გააკეთო კიდე იცი? კითხვის შუალედები არ უნდა გაწელო, და ერთ წაკითხცაზე მხოლოდ 10 გვერდსაც თუ არ წაიკითხავ, მაშინ მოვლენებსაც კარგად ადევნებ თვალყურს.
      მოკლედ, ბოლოს შთაბეჭდილებები დაიიწეროს იცოდე😉

    • meec egree damemarta samwuxaroot!!! : (( ase mgonia roo sadgac axlosaa da misi namdvilobis mjera!!! mgonii gavrekee : (( martlaaa:((( ori nawili maq wakitxuli da erti nanaxiii (( umagresiaa (

  4. არაჩვეულებრივია…უკვე მესამე ნაწილიც დაბეჭდილა. მაგრამ ადამიანნო გთხოვთ შვედურ ფილმებს უყურეთ ჰოლივუდი მიერ შერყვნილ რაღაცეებს ნუ დაუჯერებთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s