მთავარი » საზოგადოება » პოლიტიკა » რის საფუძველზეც დააპატიმრეს სანდრო ბარათელი

რის საფუძველზეც დააპატიმრეს სანდრო ბარათელი

ვარლამ არავიძე

ვარლამ არავიძე

გენიალური ქართველი კინორეჟისორის თენგის აბულაძის ტრილოგიის (ვედრება, ნატვრის ხე, მონანიება) ბოლო ნამუშევარია ფილმი ”მონანიება”. ფილმზე საუბარს არ დავიწყებ, ვინაიდან საკმაოდ ბევრია სასაუბრო.
გთავაზობთ მცირე ეპიზოდს ტოტალიტარული რეჟიმის იმ განუკითხაობისა და უსამართლობის შესახებ, რაც ფილმში საკმაოდ ცხადადაა გადმოცემული. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს მხატვარ სანდრო ბარათელის დაკავების ფაქტზე და იმ წერილზე, რის საფუძველზე ის დააპატიმრეს. სანდრო ბარათელი ღვთისმშობლის ტაძარში ლაბორატორიული ცდების ჩატარების წინააღმდეგი იყო. დაუყოვნებლივ ითხოვდა აღნიშნული ცდების შეწყვეტას და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისათვის შესაფერისი შენობის აგებას. გარდა ამისა, ვარლამ არავიძემ ჯერ კიდევ მაშინ აითვალწუნა მხატვარი, როდესაც მისი მერად არჩევის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლის დროს სანდრომ ფანჯრები მიუხურა ქალაქის თავს. მონაწილეობა არ მიიღო მის მიერ მოწყობილ სახალხო ზეიმში, მოკლედ არ გახდა მისი წარმატების თანაზიარი.

გთავაზობთ ზემოაღნიშნულ წერილს:

”ამ ბოლო დროს ზოგიერთი ვაი მხატვრის ნაჯღაბი ინდივიდუალიზმის ნიშნებს ატარებს. ეს ყოყოჩა, თავნება ვაი მხატვარი… კავშირი აქვს ანარქისტ პოეტებთან…
გუშინწინ, საღამოს ხუთ საათზე მოვიდა მხატვართა პარნასში და იმუქრებოდა – ვინც ღვთისმშობლის ტაძარს ხელს ახლებს იმ ხელს ძირში მოვაჭრი პაპაჩემის ხანჯლითო.

გასაკვირია, მაინც ვინ მფარველობს ამ ვაი მხატვარს და ვინ უწყობს გამოფენებს?

ანარქისტი ბარათელის ხელოვნება სამარცხვინო ლაქაა ჩვენი ქვეყნის კულტურისათვის და საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ნათელი საზოგადოებისათვის, რომლის მტერია ბარათელი.

თუ თქვენ არ მიხედავთ ამ საქმეს სიმართლეს გაარკვევენ სადაც ჯერ არს”.

სანდრო ბარათელი 

სანდრო ბარათელი

3 thoughts on “რის საფუძველზეც დააპატიმრეს სანდრო ბარათელი

  1. “თუ თქვენ არ მიხედავთ ამ საქმეს სიმართლეს გაარკვევენ სადაც ჯერ არს” – რა უწყინარი სიტყვებია ერთი შეხედვით და რამხელა მუქარა დევს🙂

    • კი, ძალიან მაგრად მიყვარს.
      საუკეთესოა ჩემთვის ”ნატვრის ხე”-სთან ერთად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s