მთავარი » საზოგადოება » მე მოვითხოვ … !

მე მოვითხოვ … !

დროის ცვლილებასთან ერთად გარემოც ასე თუ ისე ვითარდება. რაღაცები შედარებით სწრაფად იცვლება, რაღაცები კი – შედარებით ნელა. თავისთავად არაფერი ხდება, ხოდა ვისთვისაც რაა პრიორიტეტული, შესაბამისად, ყურადღებაც უფრო მეტად იმას აქცევს.
რო გვკითხო ყველას უზრუნველი ცხოვრება გვინდა, ბევრ სიკეთეებს ჩავიდენდით გასაქანი რომ გვქონდეს, მაგრამ ამ ცხოვრების….
რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ უზრუნველი ცხოვრების მოსაწყობად წინაპირობები შევიქმნათ?
ოცნებებში გვიყვარს ხეტიალი და პინაზე რომ არავინ მოგვართმევს მეტ-ნაკლებად ჩვენთვის სასურველ ცხოვრებას ამაზე ნაკლებად გვეფიქრება.
უნდა ვიყოთ აქტიურები, ყველაფერზე ჩვენი ცოდნისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე გვქონდეს ადეკვატური გამოხმაურებები, ვიყოთ ერთმანეთის გვერდი-გვერდ საყოველთაოდ საკეთილდღეო საქმეებში.

თუ კი რამე დისკომფორტს გვიქმნის, უკმაყოფილებას იწვევს, ვიღაცების მიმართ დისკრიმინაციულია, ვიღაცებს ჩაგრავენ, უსამართლოდ ექცევიან და სხვა უამრავი მსგავსი, ასეთ შემთხვევაში სიჩუმე და განზე დგომა (სხვისი ჭირი –  ღობეს ჩხირის პრინციპით) სამოქალაქო უპასუხისმგებლობას ნიშნავს.

ვიყოთ პროგრესზე ორიენტირებულები და მოვითხოვოთ!

მოვითხოვ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვას, მიუხედავად  საზოგადოებაში მათი სოციალური სტატუსისა  და მიუხედავად მათი მატერიალური შესაძლებლობებისა.

მოვითხოვ სოლიდარულ, შემდგარ, განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოების არსებობას!

მოვითხოვ მეტ იუმორის გრძნობას ადამიანებში. თვითკრიტიკის შედარებით მაღალ და სნობიზმის შედარებით დაბალ დონეს.

მოვითხოვ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისთვის კონცერტების გამართვას, მათთვის სწავლა-განათლების ხელმისაწვდომობას. რასაკვირველია ციხეში ნინო ბადურაშვილის და სტეფანეს მსგავსი ტიპები არ იმღერებენ, არამედ ისეთები როგორებიცაა:  Pornopoezia, The Georgians, Indutrial City, რობი კუხიანიძე….

მოვითხოვ ვერცხლისწყალივით მოუსვენარ, ამბოხებულ და კრიტიკულ ახალგაზრდობას!

მე მოვითხოვ…  მე მოვითხოვ… მე მოვითხოვ…

13 thoughts on “მე მოვითხოვ … !

  1. ყველაფერს რასაც მოითხოვ იმისთვის “ვერცხლისწყალივით მოუსვენარი, ამბოხებული და კრიტიკული ახალგაზრდობაა” საჭირო.

    რატომღაც დღეს ჩემს გარშემო ვინც არიან მხოლოდ 30% თუ იღწვის იმისთვის რომ რაღაც შეცვალონ. ამ 30-დან მხოლოდ 15%-ს ესმის თუ რისთვისაა ეს საჭირო. ჯერ კიდევ შორს არიან, ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ რომ მავანის პრობლემა შეიძლება თავისიც გახდეს და იქამდე უნდა მოაგვაროს სანამ მას მისწვდება ეგ პრობლემა.

  2. “მოვითხოვ მეტ იუმორის გრძნობას ადამიანებში. თვითკრიტიკის შედარებით მაღალ და სნობიზმის შედარებით დაბალ დონეს.”-მგონი ეს ყველაზე მთავარი მოთხოვნაა. თუ ეს იქნა, სხვა ყველაფერი აქედან გამოვა წესით:)

  3. კარგია რომ მოითხოვ. იქნებ მოგეცეს კიდეც. მე ცოტა პესიმისტურად ვუდგები ზემოთ ჩამოთვლილის რეალიზაციის საკითხს. რომელი ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრობ? როდის? გჯერა?

  4. მოვითხოვ, ამბიცია და შესაძლებლობები ცოტა მაინც მიუახლოვდნენ ერთმანეთს და ოდესმე იქნებ გაუტოლდნენ კიდეც … (ბოდიალ)

  5. მოვითხოვ მეტ იუმორის გრძნობას ადამიანებში. თვითკრიტიკის შედარებით მაღალ და სნობიზმის შედარებით დაბალ დონეს._________momewona :))

  6. ყველა რაღაცას მოვითხოვთ. ადვილი რამეა.
    ეგ, ჩემი სუბიექტური აზრით, ვერაფერს შველის.
    რა არის საჭირო? საქმე! სასაცილოა, ხომ? მაგრამ ასე მარტივად: საქმე.
    დამიჯერე ნიკა, იმდენი დაგეთანხმება, რომელიც თვითონაც მასეთია, ვერც წარმოიდგენ. ჩხეიძის ესეს ვკითხულობდი და იქ ეწერა, აბა მიდი რომელიმე ადამიანთან და კითხე, მკითხველი თუ ხარო, შეშფოთებულ/შეურაცხჰყოფილ სახეს მიიღებენ და გეტყვიან რას ბრძანებთ ბატონო, რას მკადრებთო. ეს ლირიული გადახვევა კია და მაინც ბევრს რამეზე მიუთითებს, არც–ერთი მიიღებს საკუთარ თავზე წაკითხულს და ჩათვლის, რომ დიახ! დიახ! მანაც უნდა მოითხოვოს, ყველამ უნდა მოითხოვოს და ყველაფერი მოგვარდება. რომ ეს მის გარდა ყველას ეხება და ისიც იმ 10–30%–შია, ვინც მართლა იღწვის საქართველოს პროგრესისთვის.
    და მაინც თუ მოთხოვნაა, ერთი რამეს ვიტყოდი: მოვითხოვ განათლებას! განათლებულ თაობას! და ყველანაირად ვცდილობ ხელი მევე შევუწყო, საკუთარი თავის განვითარებით.
    პს. ყველამ რომ საკუთარი თავის წინსვლაზე და ცვლილებაზე იდარდოს, ყველაფერი გამოვა, მაგრამ სხვებზე მითითება უფრო ადვილი საქმეა.
    :*

    • გეთანხმები აბსოლტურად. თუ ყველა საკუთარი თავით დავიწყებთ ყველაზე სწორი ეს იქნება

  7. roca ragacas itxov shesabamisad,ragac uda chado masshi…mativad roca ragacas yidulob puli unda gadaixado…amito roca gvaqvs abiciebi realobastan unda davakavshirot….nawili adamianebis rasac moitxos ese,uceb aqvt,bevrs ki shroma da tanjva chirdeba ro moitxovos,,,samwuxarod chven adekvaturoba gvaqvs dakarguli….moqmedaba cxovrebas dzalas adzlevs.ra tqma unda girebul moqmedebas vgulisxmob….mtavaria ar unda vizarmacot da sakutari shesadzleblobebis realizeba movaxdinot

    • ადამიანის უფლებები რომ დაცული უნდა იყოს ამას პოლიტიკური ნება ჭირდება.
      მითხარი ეხლა ამაში რა უნდა ჩავდო, რაც შენ იცი რომ არ მაქვს ჩადებული?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s