მთავარი » ბუნება » თუშეთის ნაკრძალი

თუშეთის ნაკრძალი

საქართველოში მცხოვრები ადამიანებისათვის ქართული ბუნების მრავალფეროვნების ამბავი სიახლეს არ წარმოადგენს. ერთ-ერთ ასეთ გნებავთ დასათვალიერებელ, გნებავთ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს თუშეთი. თბილისის სიცხის ფონზე, წარმომიდგენია, რა ნეტარება იქნება თუშეთში  რამდენიმე დღის გატარება.
მოკლედ, თუშეთის შესახებ:  ეს მხარე თავისი თოვლიანი მწვერვალებით, გაშლილი მდელოებით, კამკამა ნაკადულებით, მდინარეებით, ძველი სოფლებით მრავალმხრივ საინტერესო  გახლავთ. ნამდვილად მიმზიდველია ეთნოგრაფებისთვის, ტურისტებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, ბიოლოგებისთვის თუ უბრალოდ თავგადასავლების მოყვარულთათვის.

თუშეთის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, იქაური ფლორისა და ფაუნის დასაცავად 1980 წელს შეიქმნა თუშეთის ნაკრძალი, რომელიც ახმეტის ნაკლრძალის შემადგენლობაში შევიდა. 2003 წელს კი განახლდა თუშეთის დაცული ტერიტორიები და დღეისათვის ისინი თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს (10 694 ჰა), თუშეთის ეროვნულ პარკსა (83 453 ჰა) და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს (27 903 ჰა) აერთიანებს. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი მოიცავს პირიქით ალაზნის, გომეწრის ალაზნისა და ჭანჭახოვნის ხეობებს.

ფლორა და ფაუნა

თუშეთის მცენარეულობა ენდემიზმის მაღალი დონით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარეების გარკვეული სახეობები მხოლოდ მოცემულ ტერიტორიაზე გვხვდება და არსად სხვაგან. აღსანიშნავია თუშური ტილჭირი, კოწახური, მაჩიტა, თუშური ასკილი და სხვა. შედარებით იშვიათია ფართოფოთლოვანი ტყეები, სამაგიეროდ ბევრია ფიჭვნარი ზღვის დონიდან 2000-2200 მეტრამდე, ამ სიმაღლეზე შეხვდებით არყის ტყეებსაც, 2300 მეტრს მაღლა დეკის ხშირი ბუჩქნარებია.

ნიამორი

რაც შეეხება თუშეთის ფაუნას: ჩლიქოსნებიდან აქ ბინადრობენ კავკასიური ჯიხვი, არჩვი, ნიამორი, შველი, იშვიათად ირემი. მტაცებლებიდან:  ფოცხვერი, დათვი, მგელი, მელა, ტყისა და კლდის კვერნები. ფრინველები: კავკასიური შურთხი და კავკასიური როჭო, ორბი, მთის არწივი, ბატკანძერა, ბუ, ჩვეულებრივი კირკიტა, კაკაჩა, შავარდენი.

ტურისტული მარშრუტები 

1. მარშრუტი – ”ჭეშო”. საფეხმავლო, საცხენოსნო; მოგზაურობის ხანგრძლივობა 1 დღე. მარშრუტის სიგრძე – 8 კმ. მარშრუტის ფუნქციონირების პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
2.მარშრუტი – ”ქუე”. საფეხმავლო. მოგზაურობის ხანგრძლივოდა 1 დღე. სიგრძე – 8 კმ.  პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
3. მარშრუტი – ”კესელო”. საფეხმავლო. სიგრძე – 4 კმ. ხანგრძლივობა – 1 დღე. პერიოდი – ივნისი-ოქტომბერი.
4. მარშრუტი – ”დართლო”. საცხენოსნო, საფეხმავლო. ხანგრძლივობა 1 დღე. სიგრძე – 10 კმ. პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
5. მარშრუტი – ”ვეძა”. საფეხმავლო. ხანგრძლივოდ 1 დღე. სიგრძე 5 კმ. პერიოდი – ივნისი-ოქტომბერი.
6. მარშრუტი – ”დაქუეხი”. საცხენოსნო. სიგრძე (ერთი მიმართულებით) – 49 კმ. ხანგრძლივობა – 3 დღე. პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
7. მარშრუტი – ”დიკლო”. საცხენოსნო. ხანგრძლივობა – 3 დღე. სიგრძე – 36 კმ.  პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
8. მარშრუტი – ”წოვათა”. საცხენოსნო. ხანგრძლივობა – 5 დღე. სიგრძე – 65 კმ. პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
9. მარშრუტი – ”ორეთი”. საცხენოსნო, საფეხმავლო. ხანგრძლივობა – 2 დღე. სიგრძე – 23 კმ. პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
10. მარშრუტი – ”დოჭუ”. საცხენოსნო.  ხანგრძლივობა – 3 დღე. სიგრძე – 36 კმ. პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.
11. მარშრუტი – ”გონთაი”. საცხენოსნო. ხანგრძლივობა – 2 დღე. სიგრძე – 50 კმ. პერიოდი – ივლისი-სექტემბერი.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია: ახმეტის რაიონი, თუშეთი, სოფელი ომალო.

ბედნიერ და საინტერესო დასვენებას გისურვებთ!

8 thoughts on “თუშეთის ნაკრძალი

  1. ეჭვიც არ მეპარება რომ აქაურობა ნამდვილი სამოტხეა. ცემი მეგობარი რომ ჩამოვიდა ლამის დეპრესია ქონდა, აქ რა მინდა დავრჩენილიყავიო.. :))))
    სიამოვნებით ვნახავდი

    • კი ჭიამარია, ნაღდად მშვენიერია.
      სიამოვნებით წავიდოდი რამდენიმე დღით.

    • განხორციელებადი ამბავია ეგ. მონდომება + რამდენიმე მსურველი და ეგაა

      • სულ არ მჭირდება რამდენიმე მსურველი ^^
        1-ც სრულიად საკმარისია<3 თუ არა და მარტოც გენიალური იქნება.

  2. რა კარგიაა ♥♥ მომწონს ბუნებაზეც, რომ წერ აი მე ამ ბოლოდროს თავი გამოვიდე მის დაცვაზე და ჩემი ბლოგიც რავიცი რავიცი არაუშავს დღეშია

  3. Pingback: ბუნება (MaaR) | friends blogg

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s