მთავარი » ირონია » ”ვარლამის ქუჩა” ანუ არსად მიმავალი გზა

”ვარლამის ქუჩა” ანუ არსად მიმავალი გზა

მოკლედ, ბევრსიტყვიანი წინათქმისა და შესავლების გარეშე გადავალ სათქმელზე.
მივხვდი, რას ნიშნავს იყო ქვეყნის ურა პატრიოტი და მინდა ამის შესახებ ქვეყნიერებას გავაგებინო.
ბევრი ”ნაღდი”  კანონშემოქმედის, სხვადასხვა ”ღირსეული” ადამიანის ნიღაბი მოვირგო, შევიდე როლში და წარვსდგე საჯაროდ, ასე ”ამაყად” და ”თავმომწონედ”.
დიახ, მე ვარ ის ”ქვეყნისთვის დავდადებული” ჭანჭიკი  სახელმწიფოს მშნენებლობაში ჩაბმული, რომელიც სრულიად ამაღლებულად ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ მე ვემსახურები ჩემ ქვეყანას და ჩემ ხალხს.

რა უნდა გააკეთო რომ იყო ასეთი? მოგახსენებთ.

საბჭოთა კავშირი მარაზმატიკულ წარსულად გამოცხადდა, თუმცა ისევ იმ რელსებზე ვდგავართ, ოღონდ ლოკომოტოვია სახეცვლილი ცოტაოდენ.
მე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, მივედი იმ დასკვნამდე, რომ საქართველო მეორედ იშვა 2003 წლის ხავერდოვანი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ. აქედან უნდა დაიწყოს თანამედროვე დემოკრატიის შუქურად წოდებული საქართველოს მშენებლობა. ჩვენ ეპოქას ვქმნით და ნაღდ ქართულ ისტორიას ახლა ვწერთ. მეც მინდა ამ პროცესში ჩავება. გავისისხლხორცე, მთლიანად შევიმეცნე და გავითავისე ის გამოწვევები, აღვიჭურვე შესაბამისი მლიქვნელ-ჩვევებით, რაც საშუალებას მომცემდა მმართველი ”სასტავის” ძირითად შემადგენლობაში მოვხვედრილიყავი.

უფრო კონკრეტულად:
ჩემი ნეოკომკავშირული კარიერა სასკოლო ასაკიდან დაიწყო.  პატრიოტთა ბანაკებში დიდი ხალისით დავდიოდი. იქ მე ”ღირსეული” დამყოლი ტიპი გახლდით. თავს ინკუპატორიდან გამოჩეკილად ვგრძნობდი, რადგან ყველანი ერთმანეთს ვგავდით და ეს ძალიან მახარებდა. ჩემი  ლიდერის რიდიც მქონდა. ის ხომ ყოველთვის მართალია. შემდეგი ეტაპი იყო
უნივერსიტეტი. დიახ, მე ვიყავი თვითმმართველობის და ამავე დროს პარტიის ნორჩი,  ”სრულფასოვანი” და ”ღირსეული” წევრი. უნივერსიტეტში ჩვენთვის ყოველწლიურად ბევრი ფული იყო გამოყოფილი, რითაც უამრავ გასართობ ღონისძიებას ვუწევდით ორგანიზებას. ადვილი საქმე არ გეგონოთ თვითმმართველობის და რამდენიმე სტუდენტის გართობაზე ზრუნვა. პირდაპირ თუ ირიბად ნელ-ნელა დიდი პოლიტიკისკენ ვიკვალავდი გზას. ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. როგორც მორალურად ისე ფიზიკურად. საცემს ერთი-ორს მოვცხებდი, რაც ჩასაყლაპი იყო გადავყლაპავდი. უკნიდან შეხებასაც ვგრძნობდი, თავსაც ხშირად ვუხრიდი ”უფროსობას”, მორიდებული ვიყავი ჩინის წინაშე, მაინც მომავლისკენ ვიყურებოდი. გამჭრიახი ვარ და შორს მჭვრეტელი, დიახ. სხვაგვარად კომკავშირელი ვერ იქნები ჩემო ბატონო. დრო და დრო გავიზარდე. ჯერ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში  დავიწყე მსახური. 2 წლის შემდეგ მერიაში გადავედი არც თუ ისე დაბალ თანამდებობაზე.  ”მეგობრობა” რომ არსად იკარგება კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. მერია უფრო ნავაროჩენია.  ძალიან გამიხარდა.  მაგრამ რა ვიცოდი,  წინ თურმე უფრო მეტი პატივი მელოდა. რამდენიმე წლიანი ”მუშაობის” შემდეგ, პარტიამ ნამოღვაწარი დამიფასა და პარლამენტშიც ამოვყავი თავი. მიყვარს ჩემი პარტია. ჩემი გავლენაც სულ უფრო იზრდება. ვხარობ. ამაყი ვხდები. მიყვარს ყველაფერი ქართული. ვეამაყები ნათესავებსაც. სულ ჩემ წარმატებაზე საუბრობენ. ქორწილებში და ნათლობებში მეპატიჟებიან. ხშირად ბავშვს მანათლინებენ. ვგრძნობ ხალხის ”სიყვარულს”. ღიმილიანი სახით და კუდის ქიცინით მესაუბრებიან. ვგრძნობ რომ მაფასებენ.

უკვე სისხლში მაქვს გამჯდარი ყველაფერი პარტიული. ”ჩვენიანების” კანონპროექტებს უაპელაციოდ პლიუს ხმა აქვს ჩემგან. განსხვავებულ აზრს ვერ ვიტან. ან რა ასატანია პარტიისთვის მიუღებელი?! მომწონს საპატრულო პოლიციის გამჭირვალე ახალი შენობები. გულს მიჩუყებს ფილმი ”აგვისტოს 5 დღე”. საოცარი ნამუშევარია. ვისაც ეს ფილმი არ მოსწონს ის სახელმწიფოს მტერი და მოღალატეა. ვეთანხმები კობა ნაყოფიას, დიახ. მართალია ”ცოტათი” სხვადასხვა პროდუქტზე თუ სერვისზე ფასები კი იზრდება, მაგრამ ქვეყანაში რაღაც კეთდება და განვითარების და პროგრესის გზას რომ ვადგავართ ეს ცხადზე ცხადია. ოდესმე ხალხიც დასაქმდება და ხელფასებიც იქნება მაღალი. ჩამოუშლელ ეკონომიკას ვავითარებთ ჯერ კიდევ. ბათუმში სტინგი ჩამოვიყვანეთ, საოცარი კონცერტი იყო. გვიყვარს ქაჯობა. სასტუმროებს ვაშენებთ. აგენტებს ვიჭერთ. ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ. სამართლიანობას ვიცავთ. ”ცოტა” შეიძლება ვრეკეტიორობთ, მაგრამ ბიუჯეტი ხომ უნდა შევავსოთ. ამიტო ეს არაა საგანგაშო.
დიდი ამბავი რამდენიმე ადამიანი თუ უდანაშაულოდ ჩავსვით ციხეში. ათასების კეთილდღეობას ერთეულების სიცოცხლე უნდა შეეწიროს, აბა როგორ გინდათ, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?! შიში დანერგეთო გვაბრალებენ. ხალხს სიტყვის და ზრის გამოთქმის ეშინიაო. რა აქვთ კი მაგრამ სათქმელი? თქვან და ”დაისვენებენ სამუდამოდ”.

მოკლედ, მე თქვენი გამკვირვებია რომ კარგის დანახვა არ გინდათ. საქმის მეტი რა გვაქვს. ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, ხოდა ”გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთ”.
ამავე დროს, არ დაგავიწყდეთ რომ ”ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ, ასე რო მიფრთხილდით! მიფრთხილდით! ისე ხუმრობა გვერდით გადავდოთ და არსებითად ესაა ცხოვრება: ზოგი საპნის ბუშტებს უშვებს, ზოგიც ხალხის მტრებს დასდევს”.

25 thoughts on “”ვარლამის ქუჩა” ანუ არსად მიმავალი გზა

  1. საშინლად მეტკინა… უვი, მართალი ხარ… ერთი ჩემი ძველი ნაცნობი ამოვიცანი მაქ, ზუსტად, მომავალიც გაარტყი, წარსული და აწმყოც. მე მეცოდება ის ადამიანი დღეს, მას პრეზიდენტობა უნდა. უფრო სწორად, მას უნდა მიშა იყოს.

    მწარეა, მარა სიმართლეა. თან ისე ნათქვამი სიმართლე, აზრზე თუ ხარ კი უნდა გამოფხიზლდე კაცი, მინიმუმ რაღაც იგრძნო გულში. იგრძნო, რომ რაღაც მთლად ისე ვერაა…

    და მაინც, აქედან (და არამარტო) გამომდინარე, კვლავ ვიმეორბ, რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია. ჩემი, შენი და ჩვენი მეგობრების, ნაცნობების, ნათესავების…

    • ” მას უნდა მიშა იყოს”
      – აი მსგავს სურვილებში ერხევა ქართველობას ზუსტად. მე ვიცი ახალგაზრდობა რომელიც მიმიკებით, საუბრის მანერით და მარჯვენა მოკუმშულის ხელის ქნევითაც კი ბაძავენ მიშიკოს….

  2. აი, ძალიან , ძალიან მაგარი ხარ )) ახლა მივხვდი, რომ შენი ბლოგი მიყვარს❤

    სიმართლე წერია აბსოლუტურად, სამწუხაროა… ჩემ გარშემო ბევრ ასეთს ვხედავ.

    მიკვირს ამ პოსტზე ერთი კომენტარი რატომ ეწერა აქამდე მხოლოდ?

    გემო ვნებიანო, შესანიშნავი პოსტი გამოგივიდა. ყოჩაღ )))

  3. exa vici zalain bevri kitxulobs da sxvadasxva damokidebuleba aqvs ratqmaunda, bevrs sisxlshic aqvs gamjdari mtavrobis kritika da im yvelafris ar danaxva, rac kargi da rac martla realurad xdena. me piradad srulia getanxmebi, am postic, ase mgonia chemi satqmelic itqva…

    • კარგიც ხდება რასაკვირველია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ მომწონს ის თუ როგორც ხდება ”ადამიანის” გამოთლა, როგორ ითრევს მას სისტემა.

      მე თავისუფლების მაღალი ხარისხი მინდა, შესაბამისი პირობის შექმნა და არა მლიქვნელობა.
      მადლობა კომენტარისთვის

  4. სისტემა ყოველთვის იარსებებს, ადამიანზეც ბევრია დამოკიდებული, მას თუ აქვს უნარი ბრძოლის ვერავინ გამოთლის … : )

    • ანარქიზმის გამართლების არც მე მჯერა.
      მაგრამ სწორედ ადამიანთა უმრავლესობა ”აფუჭებს” გარემოსაც და დამოკიდებულებებსაც რაღაცების მიმართ.

  5. მე კომენტარად რაღა დაგიწერო?! გარდა იმისა რომ გეთანხმები და შემზარავია ასეთი რეალობა, ბევრს კი დანახვაც არ უნდა არათუ გამოსწორება.😦

    • ცოტნე, საქმეც იმაშია, ჩემი აზრით, რომ სწორედ მის ხელთაა ხოლმე ბერკეტები, ვინც მსგავსი გზა გაიარა და ამის შეცვლას არც კი ფიქრობს.
      საერთოდ დამყოლი ადამიანი ხო უფრო ადვილი სამართავია?!
      ხოდა ეგ პონტია ზუსტად

  6. კი ადამიანები ხშირ შემთხვევაში დამყოლ მასას წარმოადგენენ და მარიონეტებად იქცევიან….

  7. იმედია მივალთ… საზოგადოება კი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია..მე რასაც ვუყურებთ ნე-ნელა უკეთესობისკენ იცვლება ყველაფერი, მე დღევანდელი სიტუაცია, ნამდვილად მირჩევნია ჩემი მშობლების დროინდელს.

    • ნუ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მართლა არ შეედრება უწინდელს.
      სწორედ მანდ ვარ მეც რომ საზოგადოებაა მთავარი, ოღონდ თვითონ ამ საზოგადოებამ უნდა გაითავისოს ეს.

    • უკეთესობისკენ ტრასები და ბათუმი კი ბატონო მაგრამ სოციალური მდგომარეობა უარესობისკენაა..

  8. კი სრულიად გეთანხმები….. და ჩვენ ახალგაზრდები ვართ ის იარაღი ვინ ეს ყველაფერი უნდა გაითავისოს და შემდგომ დანერგოს….

  9. ძალიან მომეწონა პოსტი ! ყოჩაღ.
    რამდენი შევიცანი მასე.
    მეტს ვერაფერს შევადარებ გარდა ”ამოგდებული საზოგადეობისა’ გაჯერებული მედროვეებით და ორპირებით ,ვარლამის გზას გადგომიან მართლა.

  10. მადლობა ანასტასიონ.
    ვისთვის რაა პრიორიტეტული ისე, არა?
    რაღაც – რაღაცებს შორის ზღვარი ზოგისთვის საერთოდ არ არსებობს

  11. უფრო მართალი სიტყვები ჯერ არ მსმენია ჩემო მეგობარო. ძალიან საინტერესო წერილია. მართლა სიამოვნებით იკითხება. შენ მართალი ხარ, აბა როგორ უნდა გააკეთოს კარიერა ნიჭიერმა ადამიანმა? სახელს საბანკო ანგარიში არ სჯობს? თანაც აქაც ხომ გარკვეული აუდიტორია გცემს პატივს. კარგი ადამიანი რამდენიმე ასეულ ადამიანს უყვარს, ხოლო ვინც კარგი პარტიულია და შესაბამისად ზემო თაროზე დევს, მისი რიდი უფრო მეტ ადამიანს აქვს. ჰოდა რა აზრი აქვს ტანჯვა-წამებას? არ სჯობს ის აკეთო რაც უფრო ადვილია და მატერიალურადაც კარგად გექნება საქმე?

    • არადა ყველაზე მეტად რა არ მომწონს კიდე:
      ტრიბუნიდან რო გადმოდგებიან ხოლმე და პათეთიკურ-მორალურ-მლიქვნელური ბაზრები რო მიდის და ხალხიც ბოლდება …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s