მთავარი » საზოგადოება » პოლიტიკა » ჰანნა არენდტი ინდივიდსა და ტოტალიტარიზმზე

ჰანნა არენდტი ინდივიდსა და ტოტალიტარიზმზე

ჰანნა არენდტი გახლავთ XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.  ის 1906 წლის 14 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ებრაელების ოჯახში დაიბადა.  high school-ის დამთავრების შემდეგ 1924 წელს, მან თეოლოგიის შესწავლა დაიწყო.  მის მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ფილოსოფოსმა – მარტინ ჰაიდეგერმა. 1930-იანი წლებში ნაცისტური გერმანიიდან არენდტი საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად, მაგრამ საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ ის ტოვებს საფრანგეთსაც და ცხოვრების ბოლომდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადის. 

რაც შეეხება ინდივიდზე და ტოტალიტარიზმზე ჰანნა არენდტის ნააზრევს: ის მიიჩნევს, რომ ადამიანისათვის ”თავისუფლება” ღირებულებათა შორის უმთავრესია. გამოყოფს აქტიური ადამიანის სამ ტიპს:
I – ეს გახლავთ მშრომელი ადამიანი, რომელიც შრომობს გამომდინარე იქიდან, რომ ეს მისი სურვილია.  მისი შრომა არაა დაძალებული.
II – მწარმოებელი ადამიანი, რომელიც მოქმედებს წინასწარ განსაზღვრული გარკვეული გეგმის მიხედვით და რომლის მიზანიც გახლავთ მოგების მიღება.
III – მესამე ტიპი, ესაა აქტივა, ანუ თავისუფალი ტიპი.
ამასთან, ჰანნა არენდტი გამოყოფს ადამიანის მოქმედების ორ არეალს – ესენი გახლავთ კერძო და საჯარო სფეროები. ორივე სფერო უნდა იყოს კარგად განვითარებული და უნდა აბალანსებდნენ ერთმანეთს. არ შეიძლება ერთი რომელიმეს მიერ მეორეს გადაფარვა მოხდეს. არენდტი ორივე სფეროს განიხილავს როგორც კეთილშობილთა საქმეს.
მისი აზრით,ადამიანებს გააჩნიათ კერძო სფერო, სადაც ისინი არ მოქმედებენ ეულად.  ადამიანს სხვა ინდივიდებთან უწევს კონტაქტი, ვერ ჩაიკეტება საკუთარ ნაჭუჭში, ვინაიდან მისივე აზრით, სამყარო არ არსებობს ცალკე აღებული იზოლირებული ინდივიდებით. ერთი ადამიანის ქმედება მეორე ადამიანის ქმედებასთან ჯაჭვურადაა დაკავშირებული, მეორისა – მესამესთან და ასე დაუსრულებლად. როგორც არენდტი ამბობს კერძო სფეროში ადამიანთა I და II ტიპი მოქმედებს. ეს ორი ტიპი კი როგორც უკვე აღვნიშნეთ არის ადამიანი – მუშა და ადამიანი – მწარმოებელი.

რაც შეეხება საჯარო სფეროს. საჯარო სფეროს ჰანნა არენდტი განიხილავს თანასწორ ადამიანთა მოქმედების სფეროდ. საჯარო სფეროს  III ტიპის ადამიანები შეადგენენ. აქ ყველა თანასწორი და თავისუფალია. არენდტი ამბობს, რომ არ უნდა მოხდეს საჯარო სფეროს გადაჭარბება კერძო სფეროზე, რადგან ასეთ შემთხვევაში, იკარგება ინდივიდუალიზმი, იქმნება მასა, იკარგება თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება, იქმნება ე.წ. იდიოტიზმი ანუ მარტოსულობა და საფუძველი ეყრება ტოტალიტარიზმს.

არენდტისათვის მეტად ღირებულ ფასეულობას წარმოადგენს თავისუფლება. რატომ? იმიტომ, რომ თავისუფლება თავისი არსით  უკვე გულისხმობს ინდივიდთა თავისუფალ მოქმედებას. სწორედ თავისუფლების არსებობა უშლის ხელს ტოტალიტარიზმის განვითარებას. თავისუფლება სიახლის საწყისია. თავისუფლება არის ფენომენი, რომელიც ადამიანს უბიძგებს ახლის შექმნისკენ. ადამიანმა უნდა იგრძნოს და დაიცვას  თავისუფლება საჯარო სფეროში.
აკრიტიკებს რა ტოტალიტარიზმს, არენდტი გამოთქვამს აზრს, რომ ტოტალიტარული მმართველობისას სახელმწიფოა ყველაფრის განმგებელი და არ არსებობს კერძო სფერო. ანუ საჯარო სფერომ ჩაყლაპა ის.  ასეთ შემთხვევაში კი თავის მხრივ ირღვევა ბალანსი და იკარგება თავისუფლების პრინციპიც.

არენდტის აზრით, ტოტალიტარიზმი არის სოციალურად მკვდარი, არააქტიური ადამიანების მმართველობა, სადაც ადამიანს არ ეძლევა აქტიურების უფლება. ტოტალიტარიზმი იზოლაციონიზმის და განცალკევების საფუძველზე შეიძლება წარმოიშვას. ასეთ შეზღუდული უფლებების  და ჩაკეტილ სახელმწიფოს პირობებში სახელმწიფო აკეთებს იმას, რომ ადამიანს ხდის მარტოსულს, რაც იწვევს ამ ადამიანის როგორც ინდივიდის ფსიქოლოგიურ ნგრევას. ასეთ ადამიანს არ შეუძლია მსჯელობა და ინერციით მიყვება ნაკარნახევ ცხოვრებას.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენთან? არის თუ არა საყოველთაო კონტოლის ნიშნები საქართველოში? ამაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია.

19 thoughts on “ჰანნა არენდტი ინდივიდსა და ტოტალიტარიზმზე

  1. ბოლო კითხვაზე ზუსტი პასუხი ნამდვილად არ მაქვს…

    საყოველთაო კონტროლის ნიშნები ალბათ არის, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი ჩვენზე ,საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

    ალბათ სწორია მოსაზრებაც, რომ საჯარო არ უნდა აჭარბებდეს კერძოს, თუმცა კერძომაც არ უნდა გადააჭარბოს საჯაროს და ყველეფერი კერძო ინტერესის გარშემო არ უნდა ტრიალებდეს.

    მომწონს ეს ქალი, თუმცა აქამდე არაფერი ვიცოდი მასზე. ადამიანების ტიპებს რაც შეეხება, მესამე ტიპი ვერ გავიგე კონკრეტულად რას გულისხმობს, თუმცა, საკუთარი თავი პირველა და მესამეში გავაერთიანე მაინც🙂

    საინტერესო პოსტი იყო😉

    • მესამე ტიპი საჯარო სივრცეში მოღვაწე ადამიანები არიან, ვინც პოლიტიკას აკეთებს, ქვეყნის მმართველობაშია ჩაბმული პირდაპირ თუ ირიბად…

      კერძო სივრცე ვერასოდეს გადააჭარბებს საჯაროს (დიდი ალბათობით), რადგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მმართვის ყველა ბერკეტი სწორედ საჯარო სივრცეშია გვირილა.

      მადლობა შეფასებისთვის

      • კერძოში არ მიგულისხმია ჩემი და შენი კერძო სივრცე ნიკა🙂
        და ტოტალიტარიზმი სწორედ ვიღაცის კერძო ინტერესების ბატონობაა. მაგას კიდე ნამდვილად საჯარო ჭარბობდეს ჯობია.
        ნუ, მე ასე ვფიქრობ🙂

  2. გვირილა, შენ რაღაცებს ვერ მიხვდი მე მგონი და აგიხსნი:
    ჩემი და შენი სივრცე კი არა, აქ საუბარია პილიტიკასა და ეკონომიკის ურთიერთმიმართებაზე.
    ეკონომიკას ხელი არ უნდა ეშლებოდეს პოლიტიკის მხრიდან და პირიქით.
    საჯაროს მოჭარდება სწორედ თავისუფლების შეზღუდვას იწვევს .
    არც ერთი არ უნდა ჭარბობდესო მეორეს. დაბალანსებულად უნდა თანაარსებობდნენ გვირილა.

    • კაცო, მერე მე არ მითქვამ კაია თუ ჭარბობს მეთქი, უბრალოდ კერძოს საჯარო ვამჯობინე თუ აუცილებლად უნდა ჭარბობდეს რომელიმე. ბალანსი თავისთავად ყველაზე კაია.

      • “საჯარო ჭარბობდეს ჯობია.” – შენი კომენტარია გვირილა

  3. ვაიმე!.. გეუბნები თუ მაინცდამაინც რომელიმე უნდა ჭარბობდეს მაშინ კი, თორემ ბალანსის მომხრე ვარ-თქო.

  4. უი, რა საინტერესო პოსტია, ძალიან საინტერესო ადამიანით.ტოტალიტარიზმი კარგად არის განსაზღვრული
    და ჩემის აზრით საქართველოშ ტოტალიტარიზმის შესანიშნავი ნიმუშია(სამწუხაროდ რა თქმა უნდა)

    • მადლობა ქეთი.
      ბრმად თუ არ მიიღებ მოწოდებულს და ცოტას მაინც დაფიქრდები, მგონი რაღაცები ენიშნება ადამიანს…

  5. მე არ ვიცი ეკონომიკის ამბავში როგორაა, ერთი ვიცი, რომ ტოტალიტარიზმი ნამდვილად მაქვს ჩემს ქვეყანაში და ისიც ვიცი, რომ სიტყვა თავისუფლების არსი ძალიან ბევრს არასწორად ესმის , რომ ეს ძალიან შორსაა თავაშვებულობისგან და გავმეორდები- ეს მხოლოდ აზროვნებაშია

    • ”სიტყვა თავისუფლების არსი ძალიან ბევრს არასწორად ესმის , რომ ეს ძალიან შორსაა თავაშვებულობისგან და გავმეორდები- ეს მხოლოდ აზროვნებაშია”
      – … (შენც რო იცი ის სიტყვა წერია აქ katerina ) : )

      • შენც იმასვე ფიქრობ, რასაც მე?- ზოლიანი ბანანების ამბავში ვართ🙂

  6. ერთი წიგნი წავიკითხე ამას წინათ– “ცხოველთა ფერმა”.საქართველოც იმ ცხოველთა ფერმას გავს,სადაც ფსევდოდემოკრატიაა და როცა პროტესტს გამოთქვამენ,უწინდელ შევარდნაძის დროს ახსენებენ,რომ არ იყო წყალი,შუქი,გაზი და ა.შ.
    საქართველოში ახლა იცი რა ხდება?მოსახლეობის ნახევარს ვარდისფერი სათვალეები აქვს გაკეთებული,მთავრობის მიერ ნაჩუქარი და ასე უყურებენ დღევანდელ მდგომარეობას ნათელ ფერებში.
    “ასეთ ადამიანს არ შეუძლია მსჯელობა და ინერციით მიყვება ნაკარნახევ ცხოვრებას”– აი პრობლემა.

    • საქართველოს მდგომარეობა ძალიან ცუდადაა. მედია ხელისუფლებას ულოკავს.

      nancy, ”ცხოველების ფერმა” და ჯორჯ ორუელი…
      ეს თუ გაქვს შენ ნანახი და წაკითხული?

      https://niksologi.wordpress.com/2011/01/05/2-2-5/

      • ახლა წავიკითხე.უი ამ კლიპისთვის არ მიმიქცევია ყურადღება არასდროს.
        “მედია ხელისუფლებას ულოკავს”–აჰამ.მწარედ თან.
        სწორედ მაგიტომ გადავიფიქრე ჟურნალისტიკის განხრით წასვლა.მე რომ ჩემი აზრი ვთქვა,მეორე დღეს რუსეთის აგენტად გამომაცხადებენ.
        ჰაჰ…როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი ნეტავ.ზოგჯერ ჰომო ერექტუსების ხანაში ცხოვრებაზეც კი თანახმა ვარ ამ ყველაფრის შემყურე.
        God bless Georgia :დ ეჰჰ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s