მთავარი » ლიტერატურა » მბრძანებელიც და შემსრულებელიც

მბრძანებელიც და შემსრულებელიც

XX საუკუნეში მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, საფრანგეთში გამოიცა ფრანგი მწერლის რობერ მერლის რომანი ”La Mort est mon Métier” – “სიკვდილი ჩემი ხელობაა”. თავის დროზე საბჭოთა კავშირმა აღნიშნული რომანი საავტორო უფლების დაცვით შეიძინა. შემდეგ ის ითარგმნა როგორც რუსულ, ასევე საბჭოთა სხვა რესპუბლიკების ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. 

რობერ მერლი რომანში მოგვითხრობს რუდოლფ ლანგის (სინამდვილეში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის  კომენდანტის რუდოლფ ჰესის) ამბავს. ნაწარმოების კითხვისას ცხადი ხდება, რომ პარიზში რუდოლფის მამა მეძავს გადაეყარა და მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. როდესაც ის გონს წამოეგო, გააცნობიერა, რომ ამ უღირსი აქტით მან დაარღვია ახალი აღთქმის ერთ-ერთი მცნება. სწორედ იმ წყეული დღიდან რუდოლფის ”ღვთისმოსავმა” მამამ გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო ყველა ის ცოდვა, რომელსაც მომავალში მისი ოჯახის წევრები ჩაიდენდნენ. თავისი შვილი, რუდოლფი კი, ყოველგვარ ბუებრივ და ადამიანურ უფლებას მოკლებული, მამის მხრიდან განუწყვეტელ სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენებული და ტრავმირებული ეკლესიისათვის გადაელოცა.

ბავშვობიდანვე რუდოლფს სისასტიკით აღსავსე ცხოვრება ჰქონდა. მამამისი გულქვა არსება იყო და ადამიანური ურთიერთობების არაფერი გაეგებოდა. ტვინიკოსმა მამამ შვილი აქცია რობოტად, რომელიც ნაცისტური პარტიის სამსახურში ჩადგა. ცოლადაც პარტიის წევრი შეირთო.  

რუდოლფ ლანგი და მსგავსი მენტალიტეტის მქონე გარეწრები, როგორც წესი, არიან მშიშარა კომფორმისტები, რომლებსაც პარტიულობა სჭირდებათ ნიღბად საკუთარი ცხოვრების კომფორტულად მოწყობისათვის. ხოლო რაც მათ ინტერესებში არ შედის ასეთ პირმეტყველ ცხოველებს სულ ცალ ფეხსაცმელზე ჰკიდიათ.

რობერ მერლის აზრით, მსგავსი დანაშაულებრივი გარემოსა და იმფანტილური დამოკიდებულების შექმნა შესაძლებელია ისეთ საზოგადოებებში, სადაც ხალხის აზრს ჩალის ფასი აქვს. ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში გადადის და საზოგადოებრივ კონტროლს არ ექვემდებარება. ამგვარ სისტემაში მკვლელობა პრობლემის მოგვარების უსწრაფესი საშუალებაა. ავტორის თქმით, ნაცისტური რეჟიმის სამსახურში ასიათასობით რუდოლფ ლანგები იყვნენ, რომლებიც გამოირჩეოდნენ ზნეობით უზნეობაში და კეთილსინდისიერებით უსინდისობაში. რას გულისხმობს აღნიშნული სიტყვათშეთანხმება?

ნაცისტური რეჟიმის მმართველობის დროს, წვრილფეხა კადრები უფროსის ბრძანებას კეთილსინდისიერად, ყოველგვარი დაფიქრება-განსჯის გარეშე ასრულებდნენ. ვინაიდან ეს ბრძანება თავისი არსით არა მხოლოდ ზნეობას იყო მოკლებული, არამედ დანაშაულებრივიც გახლდათ, ამიტომ ბრძანებელიც და შემსრულებელიც – ორივე თანაბრად არის პოლიტიკური და სამხედრო დამნაშავე.

რომანის მთავარი პერსონაჟის ქმედება არ იყო მისთვის ნიშანდობლივი ბოროტებით განპირობებული, არამედ – უფროსისადმი ერთგულებით, ბრძანებლისადმი ბრმა მორჩილებით. მას აზრადაც არ მოსვლია გაერკვია სახელმწიფო პოლიტიკის მიღმა რა იყო დაფარული და იქცეოდა ისე, როგორც მოვალეობის კეთილსინდისიერი შემსრულებელი: იღებდა დავალებას ადამიანთა მასიურ გაჟლეტაზე და უნაკლოდ ასრლებდა მას. სწორედ ამასი მდგომარეობს ბრძანების გაუანალიზებლად შესრულების შემზარაობა.

პოსტს კი დავასრულებ ალბერტ აინშტაინის სიტყვებით:  ”სიტყვა პროგრესს არ ექნება არავითარი აზრი, სანამ ბავშვები იქნებიან უბედურები”.

48 thoughts on “მბრძანებელიც და შემსრულებელიც

  1. საინტერესო იყო. მარა პოსტებში შენს აზრებს აფრქვევდი როგორც მახსოვს და სად წაიღე? 🙂
    მე ესეც კი მომეწონა, მარა ახალია ანუ, ამის თქმა მინდოდა. სხვა რაღაცეებსაც თუ გააკეთებ ასე, წავიკითხავ მე 😉
    ხო, რაც შეეხება პოსტს ახლა. ყველაზე მეტად ის ადგილი მომეწონა, ზნეობით უზნეობაში და კეთილსინდისიერებით უსინდისობაში რომ გამოირჩეოდნენ. კაი ნათქვამია აშკარად. იცი, სადღაც წავიკითხე, ფაშიზმი იმიტომ “განვითარდა” ასე კარგად, რომ გერმანელები კანონმორჩილი ხალხიაო. ნუ, ახლა ფაშიზმი კანონი არ იქნებოდა სავარაუდოდ, მარა თუნდაც უფროსისადმი ერთგულება, შენ რომ გიწერია, ესაა რა. სხვა ქვეყნებში ამხელა წარმატებას ვერ მიაღწევდა მგონი.
    აქედან გამომდინარე, მაინტერესებს შენი პასუხი – ფაშიზმი ჩვენთან რომ აღმოცენებულიყო, მოიკიდებდა ფეხს შენი აზრით? და კითხვა მეორე – ეს კანონმორჩილება შენთვის უფრო პოზიტიურია თუ ნეგატიური? ანუ, გინდა საქართველოში გერმანელებივით კანონმორჩილი ხალხი ცხოვრობდეს? და რატომ?

    • პირველ რიგში მადლობა გვირილა :*
      რაც შეეხება გერმანიაში განვითარებულ ფაშიზმს:
      პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპამ შეცდომა დაუშვა რომ გერმანიას დაუწესა საკმაოდ დიდი შეზღუდვები იგივე ჯართან და შეიარაღებასთან დაკავშირებით. იყო მძიმე სოციალურ ეკონომიკური პირობები, იმფლაციის კატასტროფულად მაღალი დონე, დღეში რამდენჯერმე იღებდნენ ხელფასებს მაგრამ ძალიან დაბალი მსყიდველობითუნარიანი იყო მაშინ ის თანხები. ასეთ მძიმე ფონზე გამოჩნდა ჰიტლერი თავისი ქარიზმით. ისარებლა არსებული მდგომარეობით და ხალხიც აიყოლია. სადამდე მიიყვანა კარგად ვიცით.
      რაც შეეხება ფაშიზმს ჩვენთან: თუ კი ეს იქნებოდა წმინდად ქართული მოვლენა, არანაირი გასაქანი არ ექნებოდა საბჭოთა კავშირის გამო, ის მოაშთობდა ამგვარ გამოვლინებას. ანუ ვერ იქნებოდა ისეთი ხმაურიანი.
      კანონმორჩილებაზე კი გეტყვი, რომ ადამიანს არ უნდა ზღუდავდეს კანონი. არსებობს ასეთი გამოთქმა: კანონი მცდარია მაგრამ კანონია (მგონი სწორად მახსოვს). სისულელე იყო ჩემი აზრით კანონის შემოღება ღვედებთან დაკავშირებით. და რატომ? ამ კანონმა რეალურად იმუშავა ამოქმედებიდან 2-3 კვირის მანძილზე, დაიწერა ჯარიები და გარკვეული თანხა შევიდა ბიუჯეტში. სანამ საყოველთაოდ იქნებოდა გააზრებული მისი არსებობა. შეიძლება იფიქრო კარგი კანონია უსაფრთხოებას ემსახურებაო, მაგრამ, მე კანონის გარეშეც გავიკეთებ იმ ღვედს თუ კი ვზრუნავ ჩემ უსაფრთხოებაზე. კანონმორჩილი ხალხი მინდა როგორ დონეზე იცი? ყველა საკუთარ თავში რომ დაიცავს კანონს, ანუ ყველა მაქსიმალურად ეცდება არ დაარღვიონ კანონი, მით უმეტეს მაშინ თუ კი სხვას სერიოზული ზარალი ან ზიანი ადგება. და არა ისე, რომ შენ დარღვეულს მე ვინიშნავდე და მერე გავრბოდე ამის საჩვენებლად შესაბამის ადგილებში.

      ეს შენ:

      • ჯერ ერთი მადლობა :-* მასპინზლობაც ასეთი უნდა რა 🙂
        ახლა მეორე – ანუ შენი კომენტარის ძირითადი ნაწილი. სრულიად გეთანხმები იმაში, რომ ყველა საკუთარ თავში თუ დაიცავს კანონს და ეცდება არ დაარღვიოს, იდეალური ვარიანტია. მეც მაგის მომხრე ვარ და ვცდილობ მე თვითონ არ დავარღვიო, თუნდაც გაჭედოს იმ შუქნიშანმა 😀 მაგრამ რაშია ახლა საქმე, მე რომ შუქნიშანს ველოდები, ჩემს მეგობარს ეცინება, გადარბის გზაზე და მერე იქით მელოდება. ხომ მაინც უნდა დამელოდოს არა? არ დაარღვიოს და ნორმალურად გადავიდეს. მარა არა, ეს ზის ჩვენში ყველაში. სწორედ ესაა პრობლემა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენ საწყის ეტაპზე ვერ ჩევძლებთ კონკრეტული რეგულირების გარეშე კანონმორჩილებას, ჩვენთან თუ არ ეშინიათ, ფეხებზე კიდიათ. ამიტომაც, იგივე ღვედებზე მე ვეთანხმები. ისე ვერ შეიგნებს ეს ხალხი, უნდა დააძალო. აი, ხომაა თავისუფლების ორი ტიპი, პოზიტივ და ნეგატივ ლიბერთი, ჩვენთან ნეგატივ, ანუ სრული თავისუფლება საშიშია. ჩვენ გვინდა ჯერ კონტროლი, ცუდი ნათქვამია, მარა – გზაზე დაყენება. თავისუფლება ყველაფრის უფლება გვგონია და ამითვის რაღაცეების დათმობა რომაა საჭირო ვერ ვაცნობიერებთ. ხოდა, ვიღაცამ უნდა გვასწავლოს და მერე ნელ-ნელა მივეჩვევით, მე ამის იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში.
        მთავარია ის ვიღაცა ჰიტლერად არ ვაქციოთ ჩვენი დამოკიდებულელბებით და უაზრო მორჩილებით. კანონი რომ არ ვიცით და ჩვენი უფლებები, იმიტომაა არც მთლად სახარბიელო დღეში რომ ვართ. მივიდეს აბა ყველა არჩევნებზე და ვნახოთ როგორ გააყალბებენ.

  2. ეს მინდოდა კიდევ? ჯერ თამარამ დაწერა მაგარ წიგნზე. ეხლა ეს წიგნი სად ვეძებო? 😦
    ისე ნიკოსლოგი ყოჩაღ შენ, კარგი ლიტერატურული გემოვნება გქონია(ჟანრების მიხედვით ვასკვნი)! თუ ვიპოვე, წავიკითხავ და ჩემს აზრსაც მოგახსენებ! 🙂

  3. 9 მაისის თემას ეხმიანება და აქტუალურია ძალიან. ისე სხვა ჭრილში რომ განვიხილოთ უფროსის დანაშაულებრივი ბრძანების პატიოსნად შესრულება შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს შემსრულებლებიც თავისებური მხვერპლია იმ დროისა რომელშიც უწევთ ცხოვრება. ნუ იქნებით რადიკალურნი მათი განსჯის დროს! 🙂

    • ანუ ამბობ რომ ურჩევნიათ სხვები დახოცონ, ვიდრე ბრძანების შეუსრულებლობის გამო თვითონ იქცნენ მსხვერპლნი?
      სიმართლე გითხრა მე მაინც და მაინც ლმობიერად ვერ ვუყურებ ამას და ვერ ვამართლებ, თუმცაღა მთელი სისრულით მესმის იმდროინდელობის.
      THE READER-ში (ნანახი თუ გაქვს აქსიომ) სასამართლოზე ამბობს ჰანა შმიდტი: როგორ, თქვენ რას იზამდით ჩემ ადგილას? განა ბრძანებას არ შეასრულებდითო? შმიდტიც ფაშისტური მანქანის მუშაობაში იყო ჩაბმული

      • კი, და ვგიჟდები მაგ ფილმზე. ქეით უინსლეტზე უკეთ ვერავინ ითამაშებდა, ჰო და დაახლოებით მაგ სიტუაციას ვგულისხმობ. სხვათაშორის ბევრი ებრაელიც მონაწილეობდა სიკვდილის შიშით თანამოძმეების განადგურებაში. ვთვლი, რომ ეს შიშს აყოლილი თუ დამორჩილებული ადამიანები კიდევ უფრო ცოდონი არიან და რატომღაც მგონია, რომ მათი მსხვერპლიც კი მიუტევებდა მათ ნამოქმედარს. ეს არ ეხება იმ ნაწილს ვინც გაცნობიერებულად ოღონდ ხალისით და სისასტიკით ჩადიოდა ყოველივეს. მოკლედ ვთვლი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჰუმანურობიდან უნდა გამოვმდინარეობდეთ ასეთ ტრაგიკულ ამბებზე მსჯელობისას. როგორც ნიცშე იტყოდა : მთავარია ურჩხულთან ბრძოლის დროს – თვითონ არ გადაიქცე ურჩხულად–ო. 🙂

  4. აქსიომ, როგორ მიმაჩნია იცი? მსჯელობისას ვერასოდეს ბოლომდე ვერ მივალთ ლოგიკურ, ბოლომდე საღ, ობიექტურ ან ე.წ. ჭეშმარიტ აზრამდე. გამომდინარე იქიდან რომ მომხდარზე საუბარი სულ სხვა საქმეა. იმ დროს, იმ მომენტში იქ ყოფნისას ვინ რას გააკეთებდა ეგეც საკითხავია. თუმცა ყველანი ვთანხმდებით იმ პერიოდის შემზარაობასა და დამნაშავეობაზე.

      • შენ ჰუმანურობას მებაასები, არადა იგივეს არ გააკეთებდი ესესის ოფიცერი რომ ყოფილიყავი იმ დროს? ოჯახი გყავს, რომელთაც ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება, რას იზამდი?

  5. პრინციპში, აქსიომას ვეთანხმები მე და მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ ვამართლებ ამ ხალხს, მთლად ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება გავანადგუროთ. ისინი უბრალოდ იცავდნენ წესებს. ჯერ ერთი ან იცოდნენ რეალურად რა ხდებოდა და ან არა, და მეორეც, წესებს არ არღვევდა ხალხი, ასე იცოდნენ და არ არღვევდნენ. ანუ კი არ ვამართლებ, მაგრამ ორი მხარე ამ მედალსაც აქვს რა 🙂

  6. გვირილა 🙂 🙂 🙂 <— ეს ტკბილეულთან დაკავშირებით.

    რაც შეეხება იმ ხალხის წესიერებას: რომელ წესიერებაზე შეიძლება იყოს საუბარი როდესაც ადამიანების მასობრივ გაჟლეტაზეა საქმე. გამორიცხულია მათ მდგომარეობაში შესვლა. თანაგრძნობის ღირსები რომ ყოფილიყვნენ მათ საქმეებს სასამართლოებზეც გაითვალისწინებდნენ და დამნაშავეებად მხოლოდ ბრძანებლებს ჩათვლიდნენ.

    • მასე ის მსაჯულები გამოვიდნენ მხეცები. ზოგიერთ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა კიდევ მოქმედებს – მსოფლიოს ჰუმანური ნაწილი კი სასტიკად ვერ იზიარებს მაგ აზრს. კიდე მოსაძებნია ჭეშმარიტება აქ სადმე? 🙂

      • მანდ როგორი ვარიანტია იცი? ასეთი შემზარავი დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ სამაგალითოდ უნდა დასჯილიყვნენ (ამას ჩემ აზრს არ ვამბობ).
        წარმოიდგინე 5-6 მილიონი ებრაელი დახოცეს…

      • ჰო მაგრამ, ის ვინც სიკვდილით დასჯას ახორციელებს ანუ ჯალათი– დამნაშავეა? თუ მოსამართლე რომელმაც გამოიტანა ვერდიქტი?

      • როცა ადამიანი (თუნდაც ბევრი ერთად) წყვეტს, ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ-არა, ის თავისთავად ხდება მკვლელი… ჰოდა, რა ჰქვია იმ ხალხს/საზოგადოებას, ვინც ცივილიზებულად მოილაპარაკა და გადაწყვიტა რომ ეს მკვლელები სიკვდილის ღირსები იყვნენ?!

  7. აქ როგორ ხდება გეტყვი:
    ამ შემთხვევაში მე მიწევს კანონის გამართლება რაც მაინც და მაინც ხშირად არ მიწევს: ისინი მოკლულნი იქნენ კანონის სახელით, კანონის ზემოქმედებით, კანონის ძალით. მე არ ვამბობ რომ კანონი ყოველთვის სიმართლეს და სამართლიანობას უდრის.
    თუ არ ვცდები აშშ-ს ერთ-ერთი შტატის კანონმდებლობით თვითმკვლელობის მცდელობა ისჯება სიკვდილით, რაც ცემი აზრით სისულელეა

  8. მოკლედ, წავიკითხე პოსტი, მივაყოლე კომენტარები და… არ დავიწყებ აქ ბევრ ლაპარაკს, ნიკას ვეთანხმები მე 🙂 😀 ვოტ! “მთლად ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება გავანადგუროთ”-ო გვირილა რომ ამბობს, თვითონ მშვენივრად გაანადგურეს ხელის მოსმით ამდენი ადამიანი და დაატრიალეს ამოდენა საშინელება..ეგ არ ითვლება?

    • აუf, რას ამბობ თეა 😀
      გასაგებია რომ გაანადგურეს და ერთი წამითაც არ ვამართლებ. მაგრამ ჩვენც ჯალათები გავხდეთ მაგათ გამო? თან ისედაც არ ექნებათ დალხენილი ცხოვრება მაგ ყველაფრის მერე.

      და ბატონო ნიკოლოზ, ბოლო კომენტარებს რომ აჩვენებს ის ვიჯეტი დაამატე ბლოგზე თორემ დავიტაჯე 😀

  9. რობერ მერლის აზრით, მსგავსი დანაშაულებრივი გარემოსა და იმფანტილური დამოკიდებულების შექმნა შესაძლებელია ისეთ საზოგადოებებში, სადაც ხალხის აზრს ჩალის ფასი აქვს. ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში გადადის და საზოგადოებრივ კონტროლს არ ექვემდებარება.ამგვარ სისტემაში მკვლელობა პრობლემის მოგვარების უსწრაფესი საშუალებაა.
    ხალხი ჭკვიანი გგონიათ? :დ
    ეგ ერთი და მეორე,

    მაინცდამაინც ნაცისტები იყვნენ დაცემული ანგელოზები?
    მასეთი დახასიათების ადამიანს ნებისმიერ დიქტატორულ სახელმწიფოში იპოვით, რა საჭიროა ასე დაარქვა “ნაცისტური რეჟიმი”, დაარქვით “კომუნისტები”, “სულას რეჟიმი” და ა.შ. : )
    ჰა, ჰიუგოს “საბრალონი” ავიღოთ, ჟავერი აბა ვინ იყო? კანონმორჩილი გარეწარი : )
    ეს ნაცისტები რა სალანძღავ სიტყვად იქცა, არადა არც სულა იყო ჰიტლერი და არც ჟავერი – ნაცისტი :ჩამოხრჩობასმაილი:
    იმედია ხვდებით მე რაზე შევწუხდი :დ თუ არადა არაუშავს, ჩათვალეთ რომ აზრი დავაფიქსირე და მორჩება ამით 🙂

      • kevana, პირველ რიგში: ცოტა ისტერიული ტონით დაწერილი ჩანს და მე რატო მესარჩლები? რამე დაგიშავე?
        თუ მომეჩვენა მე მაპატიე …

        1.”ხალხი ჭკვიანი გგონიათ? :დ”
        -არა.
        2.”მაინცდამაინც ნაცისტები იყვნენ დაცემული ანგელოზები?”
        -მე ვამბობ რომ მაინც და მაინც ნაცისტები იყვნენ მეთქი დაცემული ანგელოზები? სად მაქვს ამის აღმნიშვნელი სიტყვები დაწერილი მიმითითე თუ შეიძლება.
        3.-მერე კიდე: მოიცა და ნაცისტობა რა, საქებარი სიტყვაა? განმარტე თუ შეიძლება, მოგისმენ გულის ყურით…

    • სამოქალაქო საზოგადოების არსებობის შემთხვევაში მსგავსი სიმახინჯეები გამორიცხულია…
      ვგულისხმობ ტოტალურ მმართველობას თავისი დამნაშავეობით.
      მე ასე მიმაჩნია

      • ისტერიული ტონი… ჰმ, მოზარდი რომ ვიყო, კიდე ჰო, ვიფიქრებდი რომ მართლაც ისტერია მჭირს. ახლა სრულიად მშვიდად, “ევროპულად” ვშფოთავ ხოლმე. გავიარე ეგ პერიოდი.
        არც გესარჩლები 0_o არც გემართლები..
        ერთადერთი აი… ვთანხდებით ალბათ, რომ ნაციზმი არ არის ზოგადი სახელი და არ შეიძლება ბოროტებას პარალელური სიტყვა მოუძებნო “ნაციზმის” სახით.
        თორემ, მე განა ჰიტლერს ვიცავ, უბრალოდ მიკვირს, რადგან ზოგიერთი ისე წერს (მარტო შენ არა), მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჰიტლერისა და მისი დამქაშების გარდა დედამიწაზე სხვა ბოროტება არ არსებობს და არც უარსებია არასდროს 🙂
        ეს ნორმალურია? უბრალოდ კითხვას ვსვავ 🙂

    • მე მივხვდი, მგონი, და თან გეთანხმები… ყოველთვის, როცა ამ თემაზე იწყება საუბარი, ნაცისტები ახსენდებათ… და გერმანელები იჩაგრაბიან, ჩემი აზრით… არადა, როგორვ შენ თქვი, ჰიტლერზე უარესებიც ყოფილან და რავიცი, ზოგგან არიან კიდევ… უბრალოდ, ეს ყველაზე გახმაურებული და თვალსაჩინო მაგალითია, ალბათ… გერმანელები არ ყოფილან ერთადერთი, ვინც ებრაელებს დევნიდა და თანაც, ამ ხალხმა უკვე გადაიხადა საზღაური (მეტი თუ ნაკლები, კაცმა არ იცის)… ახლა ხომ შეიძლება, რომ ფაშიზმი და გერმანელობა დაშორდეს ერთმანეთს?

      • და სად წერია რომ ახლანდელი გერმანელები ფაშისტები არიან? ან ვინმემ ერთ კონტექსტში ირიბად მაინც მოიხსენია?

  10. ”მიკვირს, რადგან ზოგიერთი ისე წერს (მარტო შენ არა), მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჰიტლერისა და მისი დამქაშების გარდა დედამიწაზე სხვა ბოროტება არ არსებობს და არც უარსებია არასდროს
    ეს ნორმალურია? უბრალოდ კითხვას ვსვავ”
    – მოდი ასე გეტყვი ქევან, ეს პოსტი სავსებით არ გამორიცხავს სხვა ბოროტების არსებობას დედამიწაზე. უბრალოდ ამ შემთხვევაში პოსტში საუბარია ჰიტლერის დროინდელ გერმანიაზე და ისიც ერთი კონკრეტული წიგნიდან გამომდინარე. უალტერნატივო დამნაშავეობაზე ერთი სიტყვაც კი არაა ნათქვამი, დამეთანხმები ასეა.
    ასე რომ შენი შტაბეჭდილება ცოტა გაზვიადებული მეჩვენება 😉

  11. ”როცა ადამიანი (თუნდაც ბევრი ერთად) წყვეტს, ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ-არა, ის თავისთავად ხდება მკვლელი… ჰოდა, რა ჰქვია იმ ხალხს/საზოგადოებას, ვინც ცივილიზებულად მოილაპარაკა და გადაწყვიტა რომ ეს მკვლელები სიკვდილის ღირსები იყვნენ?!”
    – ისე გამოგდის თითქოს ადამიანის მკვლელობის ან სიკვდილით დასჯის მომხრე ვიყო! ეს რეალობაა მარიამ, მკაცრი რეალობა და სამყაროს ვერ შეცვლი. ჯობია მალევე დაიჯერო ეგ 🙂

  12. მიხარია, თუ არასწორად გამომივიდა…
    რეალობას კი ჩვენ ვქმნით და აუცილებელი არაა, ყველას ისე გვჯეროდეს, როგორც უმრავლესობას…

    • 1.”მიხარია, თუ არასწორად გამომივიდა…”
      – ვაფასებ ამას…
      2.”რეალობას კი ჩვენ ვქმნით”
      -ჩვენ, ანუ ვინ ჩვენ მარიამ?
      3.”აუცილებელი არაა, ყველას ისე გვჯეროდეს, როგორც უმრავლესობას”
      -რასაკვირველია ასეა ეგ

      • ცვენ ანუ თითოეული ადმიანი ცალკე მიღებული გადწყვეტილებით ქმნის საზოგადოების აზრს, თუნდაც სიკვდილით დასჯის მიმართ…
        თუ ერთხელაც უმრავლესობა მიხვდება, რომ სიკვდილით დასჯაც მკვლელობაა და უარს იტყვის ამაზე, ასეთი რეალობა (ანუ “თუ მოკლა, მაშინ უნდა მოკვდეს” პრინციპი) აღარ იარსებებს… რავიცი, ეს, უბრალოდ, ჩემი აზრია…

  13. გასაგებია მარიამ.
    და მე მგონი ეგრეც იქნება და საბოლოოდ მაინც, ალბათ, გაუქმდება სიკვდილით დასჯა. ალტერნატიული სასჯელით შეიცვლება, ვნახოთ.

  14. წინასწარ არავინ იცის, როგორ მოიქცევა რეჟიმის წნეხის ქვეშ… თუმცა გამონაკლისები ახერხებენ პრინციპების დაცვას და ხშირად კიდეც ეწირებიან ამას. და კიდევ, ეს ჩვენც ხომ გავიარეთ? მერე რა, რომ ფაშიზმი არ ყოფილა აქ, ბოლშევიკების რეჟიმი და პროლეტარიატის დიქტატურა იგივე არ იყო? და ბოლოს, ვგიჟდები აინშტაინზე :). ვისიამოვნე პოსტით.

  15. ძალიან მომეწონა სიმართლე გითხრათ და აი ჩემი აზრი) ჩემთვის შემსრულებელიც და ბრძანებელიც ერთნაირად დამნაშავეა. შემსრულებელი ორმაგად რადგან მისი ხელით ხდება დასჯა. ალბათ უმრავლესობა არასწორად ჩათვლის, მაგრამ მიმაჩნია რომ თუ ბრძანების შესრულება შეძელი, ესეიგი შენში არის ის ბოროტება და შანსი გეძლევა გამოაშკარავო.მილიონობით ადამიანის დახოცვა და რა სისასტიკით წარმოიდგინეთ . საშინელი წარმოსადგენია. როგორ შეიძლება გაამართლო ან ერთი ან მეორე.

  16. ლიზიკუნა, აქ რას უნდა დაუკვირდე იცი?
    ბრძანების შესრულება კი არ ხარისხდებოდა, ვთქვათ ადვილად და ძნელად შესასრულებელ ბრძანებებად, ან აუცილებელ და არასავალდებულო ბრძანებებად. არამედ შემსრულებლისთვის მთავარი იყო ბრძანების მიღება და საქმის გაკეთება.
    ზომბები იყვნენ ისინი და მორჩილებდნენ ამაზრზენ ბრძანებებს.

    სასამართლოზე რო ეკითხებოდნენ ბრალდებულებს: რატომ ჩაიდინეთ ასეთი სისასტიკე, ადამიანებს როგორ ხოცავდითო?!
    ესენი პასუხობდნენ: – როგორ? ბრძანებებს განა თქვენ არ შეასრულებდითო?

    გამართლებაზე ხო საერთოდ ზედმეტია საუბარი.
    მადლობა ლიზიკუნა

  17. სწორედ მაგაზე მაქვს საუბარი. შეიძელება ზუსტად ისე ვერ გადმოვეცი აზრი. რადგან ბრძანება არის ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა შესრულდეს. რაც არ უნდა შემზარავი იყოს. ძალიან ცოტა შეიძლება, მაგრამ ისტორიაში ფაქტებიც არის მოყვანილი, სადაც მასეთ ბრძანება უარს იძახდნენ და შეიძლება ამით სიცპოცხლესაც წირავდნენ, მაგრამ ალბათ იმდენად ცოტა არის რომ მთლიან ფონზე არ ჩანს. მაგრამ არის. უბრალოდ უარს იძახდნენ ამგვარ სისასტიკეზე. თუ ადამიანში არ ზის “მკლვლელი” იმას არ შეუძლია აწამოს და აღარ ჩამოვთვლი რას არ უკეთებდნენ ადამიანებს და მართლდება მერე რომ ეს იყო ბრძანება და ომი. კი ყველაფერი ხდება ომში, მაგრამ ჩემთვის ერთი და იგივეა მაინც შეიძლება ორმაგადაც დამნაშავე ვინც ამგვარ ბრძანებას ასრულებს და ხელს ისვრის სისხლში.

    • ომსაც აქვს თითქოს თავისი წესები, მაგრამ ფაშიზმის შემთხვევაში არანაირი გამართლება არ არსებობს. ეს არ იყო ომის ნაწილი, ეს იყო ებრაელთა გენოციდი

  18. 7 ნოემბრიდან პირველ საზოგადოების არხზე ყოველ საღამოსეთერში გავა გადაცემა. სწორედ ამ თემას ეხება. გუშინ ვუყურე და მთელი საღამო ცუდათ ვიყავი. გამახსენდა ეს პოსტი მაშინვე. უყურეთ აუცილებლად ძალიან საინტერესო გადაცემაა . გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ რაც ნაცისტებმა გააკეთეს ებრაელების წინააღმდეგ ეს არის ენითაუწერელი სისასტიკე და არანაირი გამართლება არ აქვს არც ბრძანებელს და არც შემსრულებელს. ილაპარა ერთ ერთმა შემსრულებელმაც გადაცემაში და აღწერა ყველაფერი. მოკლედ ბევრს აღარ დავწერ ამ ტემაზე.უყურეთ

Leave a reply to აქსიომა კომენტარის გაუქმება