მთავარი » ხელოვნება » შენ არასოდეს მოკვდები!

შენ არასოდეს მოკვდები!

შენ ხარ ის, ვინც მე მიყვარს და ვისთანაც მე მინდა…

მე შენ მიყვარხარ; ყოველთვის ვამბობდი, ვამბობ და ვიტყვი: ჩვენ ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ვერასოდეს ვერაფერი დაგვიდგება წინ! სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა და ვერ შეედრება ჩვენ თანაარსებობას…

ჩვენ ჩვენი საუბრებით და უმეტესწილად ჩვენივე ერთმანეთისადმი სათუთი დამოკიდებულებით საფუძველს ვუყრით დიდ სიყვარულს ჩემო…

ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ…

ჩვენ ერთად უნდა გვყავდეს შვილები და ერთად უნდა ვზრუნავდეთ ჩვენი ოჯახის  ბედნიერებაზე…

ეს ოჯახობანას თამაში არაა ჩემო. ჩვენ ერთმანეთს ცოლ-ქმრად მოვიხსენიებთ. ჩვენ შვილებზე ვლაპარაკობთ. ერთმანეთის შესაძლო მომავალ წარმატებებზე ვფიქრობთ. ერთად დასვენებაზე ვლაპარაკობთ, ერთად კაფეში ყავის დალევაზე და ფილმების შერჩევაზე…

მეტ-ნაკლებად წარმოგვიდგენია ჩვენი ცხოვრება და გამორიცხულია ვინმეც და რამეც, რაც ოდნავ საფრთხეს მაინც შეუქმნიდა ჩვენ სიყვარულს. ოდნავ ბიძგსაც  კი ვერაფერი მისცემს და ვერ შეარყევს ამ გრძნობას…

– შენ რომ დაგკარგო მე მოვკვდები…

– შენ არასოდეს მოკვდები!

კიდევ უნდა გავაგრძელო… ჩვენზე… ხო ჩვენზე!

ჩვენ იმის მეასედსაც კი ვერ წარმოვიდგენთ, რაც ერთმანეთთან თანაცხოვრების მანძილზე წინ გველოდება… ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კადრის “დანახვა” თუ შეგვიძლია მომავლიდან: როგორ ვსეირნობთ ფართო და ვიწრო ქუჩებში, ერთად დავდივართ მაღაზიებში, ერთად ვუყურებთ ფილმებს, ერთად გვძინავს, დილით ვსვამთ ყავას.

უჩვეულოდ გამობერილი მუცელი, რამდენჯერმე…

ვხედავთ როგორ ვთამაშობთ შვილებთან ერთად მინდორში ბურთს, როგორ ვსხედვართ კინოში და როგორ ვიცინით, როგორ ვსრიალებთ ზამთარში ლიჟებით, როგორ ვსეირნობთ ზაფხულში აყვავებულ ბაღებში და როგორ ვისვენებთ ხასხასა მწვანე ბალახზე. როგორ ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში და როგორ გადავცემთ მზერით სითბოს, ემოციას, ცეცხლს, რომ ჩვენ ერთმანეთი ერთხელ ვიპოვნეთ და ერთად აღმოვაჩინეთ დანარჩენი სამყაროც ჩვენ გარშემო; რომ ჩვენ ბედნიერნი ვართ და ერთმანეთის მთლიანად გვესმის; რომ მხოლოდ ჩვენი ერთად ყოფნისა და თანაცხოვრებისთვის ღირდა ყველაფერი რაც კი ოდესმე აქამდე მომხდარა…

ჩვენ ერთმანეთის ჭაღარას ვხედავთ და მაშინაც კი ხელჩაკიდებული ერთად ვსეირნობთ…

ჩვენ ბედნიერებას ვასხივებთ და ბედნიერ მომავალს ვუყრით საფუძველს…

ჩვენ შვილები გვყავს და მათთვის ღირს ჩვენი ცხოვრება…

ჩვენ…  ჩვენ…  ჩვენ…

ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, სიყვარულით სავსე მხიარული ოჯახი გვყავს და ბედნიერები ვართ!

36 thoughts on “შენ არასოდეს მოკვდები!

  1. მართლა გაკვირვებული ვარ🙂
    სასიამოვნოდ გაკვირვებული. და მომწონს ეს ყველაფერი🙂

    • “There’s nothing you can do that can’t be done.
      Nothing you can sing that can’t be sung.
      Nothing you can say but you can learn how to play the game
      It’s easy.
      There’s nothing you can make that can’t be made.
      No one you can save that can’t be saved.
      Nothing you can do but you can learn how to be you
      in time – It’s easy.

      All you need is love, all you need is love,
      All you need is love, love, love is all you need.”

  2. ძალიან მაგარი იყო. ერთმანეთის სიყვარული სამარის კარამდე გეტარებინოთ, ბედნიერებას გისურვებთ!

  3. ასეთი პოსტები ჩემთვის არმოჩენა ხდება ხოლმე – მამაკაცებიც გრძნობენ რაღაცას!..🙂 ძალიან ლამაზად გიწერია და მიხარია. წარმატებები შენ😉

  4. მინდა რაღაცის დაწრა, მაგრამ არ ვიცი…
    ძალიან მეემოციურა, საოცრად

  5. ჩემო❤ როგორ მომწონს ეს სიტყვა..
    პ.ს. არამარტო სიტყვა,მთლიანად პოსტი მომწონს.. თბილია

  6. სულ რომ არ გიცნობდე, არაფერი რომ ვიცოდე შენზე, სულ არაფერი… და შემთხვევით ეს ჩანაწერი წამეკითხა, იცი რას ვიტყოდი? რომ ეს არ არის უბრალო ვნება, ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარულია, რომ იმდენად სუფთაა თითოეული სიტყვა, იმდენად თბილი და გულწრფელი… ამას მხოლოდ ამ ფრაზებივით ნამდვილი ადამიანი თუ დაწერდა: )

  7. “Секс… С сексом все было просто — секс был везде. Ему не очень-то
    придавали значение. Любовь… Любовь всегда было трудно найти. Даже если
    ты и искал ее, что делали немногие, и даже если ты находил ее, что
    удавалось немногим, и даже если она была у тебя под носом — как ее
    можно было заметить среди всего этого секса?”-რა კარგია, რომ ამ ქაოსში გიპოვია… გული გამითბო შენმა პოსტმა და მგონი ისევ დავიჯერე, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. კარგი იყო, მომეწონა.ცრემლიც კი მომადგა, მართლა… :*

    • მადლობა კატერინა.
      კარგია როცა გრძნობ და შენ გრძნობას სხვა შესაბამისად გებულობს🙂

  8. უცებ შემხვდა ეს პოსტი🙂 რაღათქმაუნდა ავღფრთოვანდი და თეთრ შურს რომ ეძახიან იმ შურით შემშურდა .. სულ ერთიბეწოთი🙂 გრძნობით სავსეი სიტყვები , თითეეული სიტყვა იმდენად მძიმეა სიყვარულით , ალბათ ვერ ავღწერ და ვერც ავწონი. კითხვის პროცესში მხოლოდ იმას ვფიქრობდი არ იყოს , სახუმარო პოსტი , ან საპირველაპრილო , ან რამე მაგდაგვარი. კარგი ბიჭი ხარ და იმსახურებ ასეთი გრძნობების განცდას .. არ გეგონოს გიცნობ ან მიცნობ . უბრალოდ ვარ დარწმუნებული რომ ეს ასეა. გისურვებ რას ? არვიცი რა შეიძლება რომ გისურვო? შენს გრძნობებს ვუსურვებ იმ დიდ სიკეთეს რასაც საკუთარ თავს ვუსურვებდი. ))

  9. უი ჰო იმ ადამიანს მივმართავდი , კიდევ ვისაც ეს სიტყვები ეძღვნება . ბედნიერების პიკია ალბათ როცა მამაკაცი საყვარელი ქალისთვის , მარადიულ სიცოცხლეს ისურვებს . არცერთი არ მოკვდებით არასდროს .არა და არა .. არ გაბედოთ “მაიმუნობები” და ამ სიტყვების არ ასრულება : )))

    • ”არცერთი არ მოკვდებით არასდროს .არა და არა .. არ გაბედოთ “მაიმუნობები” და ამ სიტყვების არ ასრულება : )))”

      ”არ გეგონოს გიცნობ ან მიცნობ . ”

      იხ. წინა კომენტარი : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s