მთავარი » საზოგადოება » პოლიტიკა » გათითოკაცებული ერი

გათითოკაცებული ერი

საქართველოს პოლიტიკოსთა უმრავლესობას თუ სრულ უმრავლესობას არა, რომ ჰკითხო უკლებლივ ყველა – დეპუტატები, მთავრობის წევრები, გუბერნატორები, გამგებლები და ამ ზემოთ ჩამოთლილის მოადგილეები – ქვეყნის პერსპექტივაზე ზრუნავს, ცალსახად ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და სახელმწიფოს ყოველმხრივ განვითარებას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს დემოკრატიული, რომ კანონი უნდა უზენაესობდეს, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს წმინდათა წმინდა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორად უნდა იყოს პასუხისმგებელი მიუხედავად მათი ჩინ-მედლების და სოციალური სტატუსისა, რომ საქართველო უნდა იყოს ლიბერალური ღირებულებების მატარებელი, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების, არჩევანის, რწმენის, შრომის და სხვა უფლებები უნდა იყოს დაცული, რომ სადავო სიტუაციები უნდა გაირჩეს სასამართლოში და რომ სიმართლე ქუჩაში არ უნდა ეძიო და ”ძალა აღმართს ხნავს” პრინციპით არ უნდა იხელმძღვანელო. ეს ყველაფერი ძალიან კარგი. საკმაოდ მსუყედ ისმენ-იკითხება და წუნს ვერ დაუდებ კაცი. მაგრამ! არსებობს საკმაოდ ბევრი მაგრამ.

პირველ რიგში, შემდგარი სახელმწიფოს სტატუსი რომ გააჩნდეს ქვეყანას ამისათვის მხოლოდ შემოსაზღვრული ტერიტორია, ჰიმნი, გერბი, დროშა და მინისტრთა კაბინეტი საკმარისი არაა. დემოკრატიის შუქურა რომ ვიყავით (არ ვიცი ახლაკიდევ გვაქვს თუ არა ეს სტატუსი? ალბათ დემოკრატიის თვალისმომჭრელად მოკაშკაშე ვარსკვლავი ვართ) კარგად მახსოვს. ასეთ ”შუქურა” სახელმწიფოში ხალხი ირჩევს ხელისუფალს საყოველთაო არჩევნების საფუძველზე. შემდეგ,  ჩამოყალიბებული პოლიტიკური ელიტა პასუხისმგებელია სწორედაც რომ ამ ხალხის წინაშე. მათ მიერ მიღებული კანონები, მათი გადაწყვეტილებები და ქმედებები არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში საზოგადოების ინტერესებთან. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ხელისუფალი არ უნდა უგულებელყოფდეს ხალხს და მეტ-ნაკლებად ზრუნავდეს კიდეც უნდა მათზე. მით უმეტეს როდესაც ვალდებულია!

საქართველოს მაგალითზე, სახელმწიფოს ”მზრუნველობა” ადამიანებზე ცოტა არ იყოს და  ცინიკური მნისვნელობის მატარებელია (მზრუნველობაში არ მოვიაზრებ იმას, რომ შრომისუნარიანი ადამიანი სახელმწიფოს პარაზიტად უნდა წამოაჯდეს თავზე, ფეხი-ფეხზე გადაიდოს და ხარჯად დააწვეს მას). ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, დევნილების საკითხს ვგულისხმობ (მერამდენედ არიან უკვე დევნილები!).

2010 წლის სექტემბერშიხელისუფლების გადაწყვეტილებით დევნილები გამოასახლეს დაკავებული ფართებიდან. უსახლკაროდ დარჩენილმა დევნილების ნაწილმა ახლობლების ოჯახებს შეაფარა თავი, ნაწილი ერთ სახლში ცხოვრობს ქირით და გადასახადს ტანაბრად იყოფენ. არიან ისეთებიც, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, იქვე ეზოში კარვებში ცხოვრობენ. ასე გრძელდება უკვე მეხუთე თვეა. მათი იქ ყოფნის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის, თითქმის არავინ. ამის პარალელურად კი ”ჯიგარი” ტელევიზიის მეშვეობით 1 კილოგრამი შაქრის 3 ლარამდე გაძვირებაზე მიდის ღადაობა და დამსწრე ”საზოგადოებაც” ხარხარებს და ამაზე ”მხურვალე ტაშს” შემოჰკრავს. (სადღაც მაქვს მსგავსი ”ტაშები” ნანახი შავ-თეთრად, ბუნდოვნად მახსოვს) ვის აღელვებს ლტოლვილები?! საერთოდაც ვინ იცის რო მათ შესახებ?!

ჩვენთვისაც, ახალგაზრდისთვისაც რამდენიმე თვის შემდეგ გახდა ცნობილი ლტოლვილთა სამინისტროს ეზოში მცხოვრები დევნილების შესახებ. შეიქმნა ჯგუფი ფეიბუქზეც. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეძლებისდაგვარად ვცდილობთ დავეხმაროთ მათ. ყოველდღიურად რამდენიმე იქვე კარავში რჩება და ღამეს იქ ათევს, ზოგს პროდუქტი მიაქვს, ზოგს – მედიკამენტები. განსაკუთრებულს თითქოს არაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მათთვის ჩვენი გვერდში დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს და ამას ჩვენ ყოველ იქ მისვლაზე აღნიშნავენ. უბრალოდ სოლიდარობის ამბავია. ამ ეტაპზე ჩვენ ცოტანი ვართ, საკმაოდ. (თუმცა, ჯერ-ჯერობით)

ერთ-ერთმა დევნილმა ქალბატონმა სამინისტროს წინ თავი დაიწვა. ამ ფაქტმაც ისე ჩაიარა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყოს. საზოგადოებაში ამ ფაქტს არანაირი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. უბრალოდ -1 დევნილი და მორჩა. იმ ქალბატონის ფოტო იქვე სამინისტროს შესასვლელთან ხეზეა მიმაგრებული. სამინისტროს თითოეული მუშაკი დილით და საღამოს, დღეში მინიმუმ ორჯერ, ამ ფოტოს მშვიდად უვლის გვერდს სამსახურში მისვლის და გამოსვლის დროს.

დევნილები არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვენ და მაინც. ყველას მაინც და მაინცდედაქალაქში ცხოვრებაზე არ აქვს პრეტენზია. მათ სურთ ისეთ პირობებში ცხოვრება, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. სამინისტროს მიერ შეთავაზებული პირობები (სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში) ყველასთვის დამაკმაყოფილებელი არაა. იმიტომ, რომ ზოგიერთს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ისეთ ადგილას ჩასახლება როგორიცაა ფოცხო ეწერი (სამეგრელო, წალენჯიხის რაიონი) მათთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასია. ზოგს მხედველობის პრობლემა აქვს, ხერხემლის პრობლემა, გადაადგილების პრობლემა. ერთ-ერთ დევნილს ყრუ-მუნჯი შვილი ყავს. გოგონას თვეში ერთხელ ესაჭიროებაისეთი სამედიცინო მომსახურეობა, რომლის მიღებაც მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის საავადმყოფოებშია შესაძლებელი. წარმოიდგინეთ ფოცხოეწერიდან ან ქუთაისში ან მით უმეტეს თბილისში სიარული თვეში ერთხელ სისტემატიურად, მაშინ როდესაც იქ (ფოცხო ეწერში) უკვე მაცხოვრებლებს რაიონულ ცენტრში წასასვლელი ფული არ აქვთ. სამუშაოს დეფიციტია. საავადმყოფოზე ზედმეტია საუბარი, აფთიაქიც კი არ არსებობს. ექიმი კვირაში ერთხელ მიდის.

დასასრულს მინდა დავუბრუნდე იმ თემას, რითაც პოსტის წერა დავიწყე და დავამატებ ერთს: რომ შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობის გარეშე. სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ქვაკუთხედი კი ადამიანებში სოლიდარობის განცდაა. ხოდა ვიყოთ სოლიდარულები როგორც დევნილების მიმართ, ასევე ზოდადად, ერთმანეთის მიმართ.

ფეისბუქზე შექმნილი ჯგუფის ლინკი: http://www.facebook.com/home.php?sk=group_125390484196064&ref=notif&notif_t=group_activity

8 thoughts on “გათითოკაცებული ერი

  1. LoL შავი დევნილებიც გვყავს?

    სადაა ჩემო ნიკა ის საქართველო,სადაც დემოკრატია და თანასწორობაა?ეგეთში მარტო მიშა ცხოვრობს 🙂

    სოლიდარობა მართლა გვაკლია,მაგრამ ამასაც აქვს ალბათ მიზეზი….

  2. დევნილების რა გითხრა მაგრამ, მე ოროსნად მონათლული მედალოსანიც ერთერთი მსხვერპლათაგანი ვარ, ისე ძალიან მაინტერესებს რატომ არ წერს არავინ დაფინანსების ახალ სიტემაზე? სისტემაზე რომელსაც იქნებ სჯობდეს მიშას ხუშტურები დავარქვათ, დღეს გაზეთი გამოვიდა, თვალის გადავლებისასვე მიხვდები რომ დაფინანსება მხოლდ ოთხ ფაკულტეტს შეუწყვეტეს, დანარჩენები კი სახელს თავსა და ბოლოს რომ ეერ გაუგებ ფინანსდება. მოკლედ ყველაფერი ალოგიკურია, ძალიან მაინტერესებს სად მიყავს ჩვენს პრეზიდენტს გეოლოგები თუ კი გეოგრაფიის ინსტიტუტი უკვე სარფიანად გაყიდა.. და სხვა ასეთი მრავალი, მე ჩემი შემოგჩივლე:) დემოკრატია კი… მეცინება ამ სიტყვას საერთოდ რომ ვისმენ საქართველოში, რაღაცნაირად მომინდა ვაჟა–ფშაველას “ამოდის ნათდება” წავიკითხო, მგონი იქაა ჩვენი დემოკრატიაც და სოლიდარობაც ჯერ კიდევ:)

    • გასაგებია, მესმის შენიც.
      აი სწავლას რაც შეეხება:
      ლონდონში სწავლის საფასურის გაძვირებას რაც მოყვა ორივემ ვიცით.
      საქართველოში რომ სწავლის საფასური გაძვირდა ფიქრი იმაზე დაიწყეს ”როგორ გადავიხადოთ?” და არა იმაზე ”რატომ გაგვიძვირეს?”

  3. სრული განუკითხავობა და ცინიზმია:
    წარმოიდგინე, როცა თვეში უკვე 2–ჯერ გამოდის პრეზიდენტი საჯაროდ და ორივეჯერ ისე საუბრობს, მართლა გეგონება, რომ ჩვენზე ბედნიერი ერი არ არსებობს;
    პარლამენტშიდეპუტატები დებატებს ეძახიან იმას, რომ ერთმანეთს სიტყვებზე მოსდევენ (დაახლოებით ისე, მეცხრე კლასში რომ ვიცოდით ხოლმე, ვიღაცა “ა–ს” იტყოდა და “ხუი ნას” რო მივაძახებდით): მართლა მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხები კიდევ ამ იდიოტობის ფონზე უკან იწევს…

    • თუ შენ ნათქვამს გავაგრძელებ დეპუტატებთან დაკავშირებით მაშინ ვიტყვი, რომ:
      ის რაც გოკა გაბაშვილმა თავისი ჭკუით ეღადავა გიორგი თარგამაძეს ეს იყო მოსახლეობის დაცინვა. პარლამენტში მიდის იმაზე ლაპარაკი ვინ ვისი ჩავარდნილი პროექტია…
      ვაი პოლიტიკა! საქართველოში გვაქვს ვაი პოლიტიკა!

Leave a reply to stary,stary night... კომენტარის გაუქმება