მთავარი » საზოგადოება » სიყვარული, ფული და ბედნიერება

სიყვარული, ფული და ბედნიერება

ცხოვრება რომ მარტივი არაა ეს მეტ-ნაკლებად ყველას მოეხსენება. არ ვაპირებ სოციალურ სირთულეებსა და ეკონომიკურ სიდუხჭირეზე დავწერო. პირიქით, ამ პოსტის თემა ზემოხსენებულისგან განსხვავდება და ის ადამიანური ურთიერთობების სირთულეს უკავშირდება. საუბარი მაქვს ისეთ შემთხვევაზე, როდესაც დილემის წინაშე აღმოჩნდები და გადაწყვეტილების მიღება კი არც ისე ადვილია.

მოკლედ რა ხდება: საქმე ეხება ჩემ ნაცნობ გოგონას და მის ცხოვრებაში არსებულ ორ მამაკაცს. ერთი მდიდარია, ძვირფასი ავტომობილით მოძრაობს. ანებივრებს გოგონას საჩუქრებით, შურიანი დაქალების თვალწინ ეპატიჟება რესტორანში, კინოში, თეატრში. გოგონა ამაყია იმით რომ მდიდარმა მამრმა სწორედ ის აირჩია, ეამაყება მასთან ერთად ნებისმიერ ადგილას გამოჩენა, მაგრამ…  მენქანაში, ბინაში, რესტორანში, ან თუნდაც საწოლში მასთან ყოფნის დროს ის ყოველთვის სხვაზე ფიქრობს, სხვა ახსენდება…

ის სხვა გოგონას  უყვარს. მისი გულის რჩეულია, თუმცა არაა ისეთი მდიდარი როგორც  პირველი. მაგრამ! ღმერთო როგორი მოსაწყენია ის მდიდარი! უბრალოდ მოსაბეზრებელი! მასთან ყოფნის დროს გოგონა შეყვარებულთან გატარებულ გიჟურ დღეებზე ფიქრობს, მასთან კამათებზე და შერიგების შემდეგ სასიამოვნოდ გატარებულ ღამეებზე.

თავის მხრივ, არც მდიდარია ცუდი პიროვნება. უარყოფითი დამოკიდებულება არც მასთან აქვს. ის პატიოსანი და გულწრფელია. სამაგიეროდ, გოგონა თავს იდანაშაულებს, რომ თვითონ  არაა მასთან გულწრფელი გრძნობებთან დაკავშირებით და მაინც და მაინც არც ემოციურად გრძნობს მასთან ყოფნის მოთხოვნილებას. მდიდრის დახმარებით გოგონა იცვლება, უფრო იხვეწება, მაგრამ არის თუ არა ის ბედნიერი? 

ბედნიერება ყველამ ინდივიდუალურად შეიძლება აღვიქვათ. ვისთვის რაა ბედნიერება – ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ამ შემთხვევაში კონტექსტიდან გამომდინარე თუ ვიტყვი გოგონა არაა ბედნიერი! შეუძლებელია თავს ბედნიერად გრძნობდე მაშინ როდესაც მხოლოდ შენ ხარ ვიღაცისთვის საყვარელი და შენ მასთან ყოფნისას სხვაზე ფიქრობდე. მასთან დაკავშირებით კი მხოლოდ პატივისცემის გრძნობა გაკავშირებდეს. არ გასვენებდეს მუდმივად დანაშაულის შეგრძნება, ვინაიდან ფიქრებში ყოველთვის ღალატობ მას.

როგორ უნდა მოიქცეს გოგო? დაუბრუნდეს ღარიბს, მაგრამ საყვარელ მამაკაცს და მიატოვოს მდიდარი თუ დატოვოს ყველაფერი ისე როგორც არის?

მეგობრების ერთი ნაწილი გოგონას ურჩევს მიატოვოს ის უქონელი და აიწყოს ოჯახი მდიდართან. რომანტიკოსი დაქალები კი ურჩევენ რომ მთავარი სიყვარულია, სიმდიდრე დღეს გაქვს ხვალ-აღარ, ან პირიქით… და მაინც რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გოგონამ?

მე მაინც მიმაჩნია რომ ფიქრი, გაანალიზება და გადაწყვეტილებას მიღება მხოლოდ ამ გოგონაზეა დამოკიდებული. მდიდარ ადამიანთან ცხოვრება და საყოფაცხოვრებო კომფორტი მშვენიერი რამეა ვერაფერს იტყვი, მაგრამ ფიქრობს კი ის მდიდარი ამ გოგონასთან ოჯახის შექმნაზე? თუ მხოლოდ მასთან სექსის სურვილი ამოძრავებს? სხვათაშორის ერთ-ერთი გავრცელებული სირთულე მდიდარი მამაკაცების ცოლებისა გახლავთ ფულის ხელზე უქონლობა. შეიძლება ის უბრალოდ ძუნწი ადამიანი აღმოჩნდეს, ქმნიდეს ყველანაირ კომფორტს, თუმცა თავს ოქროს გალიაში აგრძნობინებდეს ქალს.

რაც შეეხება საყვარელ, მაგრამ ამავე დროს ღარიბ მამაკაცს. მასთან და მის ცხოვრებასთან დაკავშირებითაც ჩნდება კითხვები? რატომ ვერ მიაღწია მან მცირეოდენ წარმატებას ცხოვრებაში? თუ ახალგაზრდაა მაშინ ვითარება ჯერ კიდევ შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ თუ 30 წელიწადს უკვე გადააბიჯა და კვლავ იმ რომანტიკოსად რჩება, რომელიც მიიჩნევს, რომ  ჯიბის ფულის მეგობრისგან გამორთმევა და  ავტობუსით სეირნობა საყვარელ ქალთან ერთად დროსტარების საუკეთესო საშუალებაა, მაშინ სერიოზული დაფიქრებაა საჭირო.

დასასრულს ვიტყვი იმას, რომ მსგავს სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღება არც სპონტანურად  ხდება და არც ისე მარტივი არაა.

81 thoughts on “სიყვარული, ფული და ბედნიერება

  1. უფ ეს ისეთი რთული რამაა ნიკა…თითქოს ბედნიერი იქნება ღარიბთან თავიდან,ხო,ერთად გაუმკლავდებიან პრობლემებს,მთავარია ერთსულოვნებაო,იტყვის მავანი..მაგრამ ამ პრობლემებთან გამკლავებისას თვალსა და ხელს შუა რომ შემოაცვდებათ სიყვარული?:( გაიცნობენ ერთმანეთის სუსტ,მოწუწუნე,დაღვრემილ ეგოებს,სულ უფრო და უფრო იკლებს დრო ერთმანეთისთვის და ასე..

    • ”უფ ეს ისეთი რთული რამაა ნიკა…” გეთანხმები, ნაღდად არაა მარტივი გადასაწყვეტი. ორი ადამიანის ჰარმონიულად ერთად ცხოვრება სიყვარულის გარეშე, პირდაპირ ვიტყვი, წარმოუდგენელია.

  2. მე არ მჯერა ” рай в шалаше”–სი.წინა კომენტარის ავტორს დავეთანხმები,ყოფითი პრობლემებმა სულ მალე სეიძლება გააქროს სიყვარული და ხელში შეგრჩეს უბრალო ’ლუზერი’ რომელსაც არაფრის შეცვლა არ ენდომება.
    არც უსიყვარულოდ ცხოვრებაა სწორი.
    მაგ გოგოს ადგილას ორივე მამაკაცს ამოვიგდებდი თავიდან და იმ იმედით ვიცხოვრებდი,რომ ერთ დღეს შემხვდება ის,ვინც მეყვარება და ვისაც პერსპექტივა მაიც ექნება იმის რომ ოჯახის რჩენა არ გაუჭირდეს.

    • ეს გოგოც, ჩემი აზრით, მიტომ აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში რომ შინაგანად არაა მაინც და მაინც ძლიერი. არ ვამბობ რომ ყველა ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია არასასიამოვნო დილემის წინაშე აღმოჩნდა.

  3. ამიტომ უნდა ქონდეს ქალს იმოდონა ფული, რომ ვისთანაც უნდა იმასთან იყოს, იდგეს, იჯდეს და იწვეს რაღათქმა🙂 :*

  4. da ras niSnavs ojaxis rCena ar gauWirdeba, me mgonia rom rCenis ambavis marTo mamrobiT sqesze gadabareba ar aris sWori, ,,imas gavyvebi visac ojaxis rCena ar gauWirdeba”, -debilobaa Cemi azriT:(
    me vfiqrob rom idilia TanacxovrebaSIa, erTdoulad keTebaSi, erTdroulad SenebaSi, Tanabari energiiT da xarjebiT:)
    nikaa Sen kide meti saweri Tema ar gaqvs?
    ,,ra gadawyvetileba unda miiRos gogom?” ra da erTs fuli unda waglijos da meores siyvaruli:D:D:D ase genacvale Cveni drois mamakacebs es ori raRAc erTdroulad mgoni aRAr gaaCniaT, amitom gamosavali aris: aiRe is rac ar gaqvs an rac gWirdeba, Tuki Sen amas gaZleven:P:P:PD:D:D:D:D

    • გეთანხმები იმაში რომ თანაცხოვრებისას პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს, ალბათ, ასეა.
      საწერ თემას რაც შეეხება: საწერს რა გამოლევს likapika, მაგრამ მათ შორის იყოს ესეც😉

      ქართველებს ეს ორი რაღაც ერთდროულად აღარ გააჩნიათო, როდის ქონდათ, რა იცი ამის შესახებ?🙂

    • და რატოა დებილობა?შენნაირებისთვის უფრო მარტივად დავწერ.სიტყვაზე ,კარგი სამსახურიც რომ ქონდეს ქალს,და ოჯახის ბიუჯეტს კაცთან ერთად თანაბრად ავსებდეს,–შვილის გაჩენა არ უნდა მერე? ორსულობისას თუ ვერ იმუშავა რა ქნას? ქალი ყოველთვის ფიქრობს იმაზე,რომ მამაკაცს ძალა შესწევდეს და შეეძლოს ის და მისი შთამომავლობა მატერიალუროდ უზრუნველყოს! ვოტ!

  5. ეს გოგო მე უკვე მახსენებს ჩემს ერთ ნაცნობს, ვეჭვობ საერთო ადამიანზე წერ და ვსაუბრობ (((

    ხო და სიყვარულთან და ფულთან ერთად გამოგრჩა სექსი…. )))
    სრულყოფილებას მაშინ გრძნობ როცა იცი კარგი სექსის ფასი ))

    • კარგი სექსის ფასის ცოდნა ერთია და რამდენად გაქვს ე.წ. ”კარგი სექსი” მასთან ეგ კიდე მეორე ამბავია.
      მართალი ხარ:
      სიყვარული+ფული+და”კარგი სექსი”=მშვენიერია!

      აი გოგოზე კი რა გითხრა…

  6. კუჭი თუ ცარიელია, აღარც სიყვარული გინდა და აღარც არაფერი =)) ეგრეა და. ასე რომ, გოგონას სასწრაფოდ ვურჩევ დაივიწყოს ღარიბი კაცი და მდიდარი შეიყვაროს🙂

      • აბა მარა :))
        თუ ქალი ყველაფერს მიიღებს რაც სიამოვნებს და უნდა, იასნია შეუყვარდება ამ ყველაფრის მიმცემი :))

  7. აუ, რა მტკივნეული, რთული და ამავე დროს ბანალური საკითხია…
    ზოგიერთ შემთხვევაში ყოფითი პრობლემები კლავს სიყვარულს, ზოგში კი პირიქით, წყვილი ერთმანეთს აძლევს ძალას, ერთად იბრძვიან, ერთად იზრდებიან, ვითარდებიან და აღწევენ რაღაც შედეგს. “რაღაც შედეგს” იმიტომ, რომ მაინცდამაინც კოშკების აშენებას არ ვგულისხმობ.
    გასარკვევი ისაა, თუ რა ადამიანია თითოეული მათგანი. თუ ის ღარიბი ყმაწვილი მოტივირებულია საიმისოდ, რომ წინ წაიწიოს ცხოვრებაში, თავშიც რაღაც უყრია და ღირსეული ადამიანია, არ დაიკარგება… შეიძლება ფულში არ იბანაოს, მაგრამ არც დაიკარგება…
    ამ ახალგაზრდა მანდილოსანმა კი თვითონ უკეთ იცის, გაუძლებს წინა აბზაცში ნახსენებ პერსპექტივას მისი გრძნობა თუ არა…
    ბანალურია–მეთქი… არადა, მეტკინა!

  8. modi, iqidan daviwyeb, rom yvelas uwevs cxovrebashi ragac dilemis winashe dgoma da archevanis gaketeba. shen nacnob gogonas tu ki martla aqvs es problema mashin unda utxra rom es cudiaaa. magram iqneb sxva ufro mnishvnelovani problemeboc arsebobs vidre fulia, mdidari mamakacia???
    modi, iqidan gavagrzeleb, rom mec vicnob iset bichs, romelic sakutar tavs arwmunebs, is gogo ar minda, meore mirchevniao, imitom rom im meorestan ufro warmatebuli viqnebio, arada imaze sulac ar fiqrobs, rom pirveli gogonasavit acmevs, unergavs imas meores, rac pirvelma daunrga tavad mas!!! marto gogonebshi ar aris problema.
    modi, imit davasruleb, rogorc tavshi daiwye shen, cxovreba martivi araa. vigaca ragac gadawyvetilebas miiigebs, da mere chven vakritikebt, ise rom aravin icis simartle da verc veravin gavibt

    • მე არსად ვამბობ რომ მხოლოდ გოგონებს აქვთ ისეთი პრობლემები რომლებიც რთული დილემის წინაშე აყენებს მათ.
      და თუ კი ვსაუბრობ გოგონაზე ეს არ ნიშნავს რომ ვაჟებს გამორიცხავს. ნუ მოკლედ ეს საკამათო და მნიშვნელოვანი საკითხი არაა ჩემი აზრით.
      ”vigaca ragac gadawyvetilebas miiigebs, da mere chven vakritikebt, ise rom aravin icis simartle da verc veravin gavibt” – აი ეს უკვე სულ სხვა ამბავია. მართალი ხარ Jana.

      ისე სხვისი კრიტიკა მხოლოდ სასარგებლო დასკვნების გამოტანისთვის თუ ივარგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭორაობას ემსგავსება.

      სიმართლე – ნამეტანი პრობლემური შინაარსის მატარებელი სიტყვაა🙂

  9. ვერ ყოფილა ის ”ღარიბი” მთლად დაწყობილი, თუ თვლის, რომ მეგობრისგან ნასესხები ფულით გოგონას ავტობუსით გასეირნება საკმარისია ბედნიერებისთვის….
    ორ ბრიყვს შორის ჯობია ფულიანი ბრიყვი აირჩიო🙂

    • ისე, თეორიულად ხო ადვილია მსჯელობა, მაგრამ პრაქტიკულად მაინც მეტად რთულადაა ხოლმე საქმე.
      ბრიყვი თუა ორივე მაშინ ერთი ორივესიც ტო, ასე არაა ”სოციალურო მხეცუნა”?

  10. :)))))))))) getanmxebi, sulac ar vicit chven rom is simartlea, rac chven simartle gvgonia…

    “და თუ კი ვსაუბრობ გოგონაზე ეს არ ნიშნავს რომ ვაჟებს გამორიცხავს” mesmis es ra tqma unda, magram me chemis mxriv vtqvi, faqti, romelic realurad XXI saukunis dasawyisshi xdeba.. aq gamoricxe, gamomricxe ra shuashia.

  11. modi,
    getyvi, ar megona avtori am erti” gasagebia” -ti tu shemoifargleboda.
    imitom rom chven aratu vinmeze choraoba gvinda, aramed piriqit, mxolod imistvis, rom ” sasargeblo, sachiro da “simartlestan miaxloebuli daskvnebi gavaketot, yvelam chventvis cal-calke

    • კარგი…
      მოდი აქედან დავიწყოთ J A N A:
      “me chemis mxriv vtqvi, faqti, romelic realurad XXI saukunis dasawyisshi xdeba..”
      ფაქტი კი ეხებოდა ბიჭის საქციელს, მგონი არ ვცდები.
      ამიხსენი 21-ე საუკუნესთან რა შეუსაბამობაში მოდის ეგ ბიჭი…
      XXI საუკუნეში როგორ იქცევიან ან როგორ უნდა მოიქცნენ მამრები?

  12. modi,- davazusto.
    XXI saukuneshi, ise unda moiqcnen mamrebi, rogorc iqceodnen XX saukuneshi.
    ushualod am postshi tu ar gaqvs naxsenebi saukune asaki an tseli arafers ar nishnavs.
    adre, da arctu dzalian adre, adamianebs archevanis gaketebis sashualeba ar qondat, dges gvaqs, an unda gvqondes, yovelshemtxvevashi metwilad adamianebzea damokidebuli. sheizleba konkretulad is bichi arafer shesabamisobashi ar modiodes, iseve rogorc is gogo, romelic sheni nacnobia da titqmis fulze damonebuli taxvia(chemi subiqtruri azria), magram faqtia, rom arc bichi chamouvardeba arafrit mas, bichi, romelzec me vsaubrob, ogond is gansxvavebaa, rom is bichi as sulac ar fiqrobs da pragmatulad uyurebs qveyanas.
    realurad ki XXI sauuneshi sadac gvaqvs archevanis sashualeba, sadac ar rom monoba tavisuflebaa da omi mshvidobaa, igive shecdomebs ushveben adamianebi, gogonebi da bichebi, romlebsac ar undat pasuxismgebloba daikisron da bolomde sheasrulon, arada ver xvdebian rom pasuxismgeblbas versad gaeqcevian. tumca amas, roca mixvdebian, sxva sityvebit gaimartleben tavs da dagarwmuneben rom pasuxismgebloba arafer shuashia

    • ”XXI saukuneshi, ise unda moiqcnen mamrebi, rogorc iqceodnen XX saukuneshi.”
      – კიდევ უფრო დამიზუსტე, როგორ იქცეოდნენ მეოცე საუკუნეში?😉

      ”ushualod am postshi tu ar gaqvs naxsenebi saukune asaki an tseli arafers ar nishnavs.”
      21-ე საუკუნეში ხდება ამ პოსტში მოთხრობილი ამბავი – ”საქმე ეხება ჩემ ნაცნობ გოგონას” – ჩვენ ხო 21-ე საუკუნეში ვართ, შესაბამისად ჩემი ნაცნობიც, ასეა ხო იქნება?

      ”adre, da arctu dzalian adre, adamianebs archevanis gaketebis sashualeba ar qondat, dges gvaqs”
      – ადრე ადამიანებს შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ქონდათ თორე, მამაჩემისთვის არავის დაუძალებია დედაჩემის ცოლათ შერთვა, უყვარდათ ერთმანეთი.

      ” gogonebi da bichebi, romlebsac ar undat pasuxismgebloba daikisron da bolomde sheasrulon, arada ver xvdebian rom pasuxismgeblbas versad gaeqcevian.” – ეს უკვე მომწონს იმიტომ რომ ცოტა სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამახასიათებელ საკითხს შეეხე, რაც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა😉

      რაც შეეხება იმ გოგოს: იქნებ თახვი სულაც არაა და გამოუცდელობის გამო გაება ამ ”შარში?”
      როგორ გგონია ”ფეხებზე მკიდია” დამოკიდებულება აქვს? სულაც არა, ნამეტანი განიცდის და გადაწყვეტილების მიღება ცოტა არ იყოს და უჭირს…

  13. lol sakutar tavs pirvel xazshi shecdoma vupove ise rogorc iqceodnen XX shi ar unda iqceodnen XXIshi.
    mainc ramxela mnishvneloba aqvs ert uaryofit nawilak-
    aras !😉

    • კარგია, ეგ. მე დამიფასდა თავის დროზე მსგავსი შეცდომის გამოსწორება.

  14. shecdomebis gamosworeba gviani arasodes ar aris, ar aqvs imas mnishvneloba, maincdamainc shens sasiketod damtavrdeba tu ara, es gamosworebuli shecdoma, mtavria, is rom shecdoma gamosworda!
    axla rac sheexeba tsinamdebare komentars: sheizleba shens mshoblbs uyvardat ertmaneti, magram agiare, rom uamravi adamianis bedi, siyvarulit ar wydeboda.
    dges ici rogoraa? arc dges ar wydeba mati bedi mati nebit, mdgomareoba da sakutar tavze amao mushaobas miyavt im shedegamde, gadagan nabiji, romlsac yvlaze gvian cxovrebis dasasruls aucileblad inaneben, tu im wamsve ara, ra wamsac am nabijs gadadgamen.
    rac sheexeba im gogonas, tu sheni nacnobia, ratom arasdros ar kitxe, iqneb da chuchyiani da binzuri fuli sul fexebze kidia? iqneb da im daqalebis azric ar ainteresebs? iqneb probelma sxva rameshia da shen kidev fulis monur siyvaruls abraleb, iqneb da gachenia survili, megobris shtagonebit, rom sajarod daewva fuli, rata xalxs daenaxa rom fuli araa mtavri am cxovrebashi.
    iqneb da bichebshia problema, romlebic fiqroben, rom ase fiqroben gogoebi? realurad, xom qartveli gogoebis azrovnebas da stereotipebs tqveni, bichebis azrovneba da daungreveli stereotipebi ganapirobebs.
    shen ar kitxe, da svxa gogchoebis problema, romeltac martla ver gaurcheviat fuli uyvart tu kaci, ai amnairebs sheadare is sheni nacnobi, mas shetene yvela am adamianis danashauli.

  15. ”magram agiare, rom uamravi adamianis bedi, siyvarulit ar wydeboda.” – ჩემი აზრით, ეს ასე იყო, არის და იქნება ყოველთვის. ”უტოპია” და თომას მორი, აბსოლუტურად ყველა ადამიანების ერთმანეთისადმი აბსოლუტურად უანგარო სიყვარული და საყოველთაო ალტრუიზმი გამორიცხული რამეა პრაქტიკულად.

    ”dges ici rogoraa? arc dges ar wydeba mati bedi mati nebit,” – მე მაინც მიმაჩნია, რომ მაღალ ხარისხში ახდენ ვითარების განზოგადებას. როგორ არ ხება მათი ნებით, პანტა-პუნტით ქორწინდებიან და შორდებიან და მათი ნებით ხდება ეს აბა ვისი ნებით?

    ”mdgomareoba da sakutar tavze amao mushaobas miyavt im shedegamde, gadagan nabiji, romlsac yvlaze gvian cxovrebis dasasruls aucileblad inaneben, tu im wamsve ara, ra wamsac am nabijs gadadgamen.” – აქაც იგივეს გეტყოდი. ადამიანს თუ არ აქვს გაცნობიერებული რომ ის მზადაა დასაქორწინებლად მაშინ არც უნდა დაქორწინდეს. ქორწილის დღეს რომ მას ეჭვი ეპარება რაღაცებში ეს უკვე მისი ბრალია და არა ვიღაცის, ვინც ვითომ და გადაუწყვიტა ბედი. არ უნდა ნუ გაყვება. რა, ისე ხომ არ დარჩება გაუთხოვარი? გადაწყვეტილების სისწორეს ყველას ყოველთვის და მით უმეტეს გამოუცდელობისას ვერ მოთხოვ მაგრამ ხომ უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი იმაზე, რომ მის გადადგმულ ნაბიჯს რა შეიძლება მოყვეს?

    ”ac sheexeba im gogonas, tu sheni nacnobia, ratom arasdros ar kitxe, iqneb da chuchyiani da binzuri fuli sul fexebze kidia?” – იმ ჩემ ნაცნობ გოგოს ის ფული ფეხებზე არ კიდია და ეს პოსტიდანაც ჩანს, ფულიან ტიპთან თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ემოციურად მასზე არაა მომართული. სხვა უყვარს. მას სიამოვნებს ის რომ საჩუქარს უკეთებენ (მდიდარი) და კინოსა და თეატრში დადის. ფული ფეხებზე რომ ეკიდოს მაშინ სულაც რატომ იქნება მდიდართან?

    ”iqneb da im daqalebis azric ar ainteresebs?” აზრი აინტერესებს თავისი დაქალებისთქო, ითვალისწინებს და იმიტომაა მდიდართან მეთქი არსად მიწერია. და არც ის მიწერია, რომ არ აინტერესებს.

    ”iqneb probelma sxva rameshia da shen kidev fulis monur siyvaruls abraleb,” – საიდან გამოიტანე ეგ დასკვნა რომ მე მას ფულისადმი მონურ მორჩილებას და სიყვარულს ვაბრალებ? ეგ არსად მიწერია.

    ”iqneb da gachenia survili, megobris shtagonebit, rom sajarod daewva fuli, rata xalxs daenaxa rom fuli araa mtavri am cxovrebashi.” – სიტყვა ”იქნებ” ბევრი დაშვების საშუალებას იძლევა, მსგავსი სურვილი რომც გასჩენოდა გააკეთებდა კიდეც. მაგრამ ახლა ჩვენ სხვა თემაზე გადავდივართ.
    ფულს თუ დაწვავდა და მდიდართან იქნებოდა ეს იმას ნიშნავდა რომ ის ტიპი მხოლოდ ფულის გამო არ აინტერესებს, ან მეორე ვარიანტი – მისი მხრიდან მდიდრის ფულის დაწვა იქნებოდა იმ ბიჭისთვის სახეში სილის გალაწუნება და მასთან ურთიერთობის დასასრული.

    ”realurad, xom qartveli gogoebis azrovnebas da stereotipebs tqveni, bichebis azrovneba da daungreveli stereotipebi ganapirobebs.” – აი ამასთან დაკავშირებით შეგიძლია წაიკითხო ამავე ბლოგზე ამავე ავტორის პოსტი: ”არეულობა ქალიშვილობის ინსტიტუტში”.

    ”shen ar kitxe, da svxa gogchoebis problema, romeltac martla ver gaurcheviat fuli uyvart tu kaci, ai amnairebs sheadare is sheni nacnobi,” – ნამდვილად არასწორი დასკვა გააკეთე. ეს ასე არ გამოდის. გოგოს ფეხებზე არ კიდია რა იქნება და როგორ… ის წუხს იმ სიტუაციაზე რომელშიც აღმოჩნდა. აი შენ ვიზეც ამბობ მათ კი ნაკლებად აღელვებთ რა მოხდება ხვალ.

    ”mas shetene yvela am adamianis danashauli.” – აშკარად რაღაც გაწყენინე😉 არავისთვის არაფერი არ შემიტენია. მცდარი დასკვნაა.

  16. shen rogor mawyenineb rames, arc ki gicnob, linkebit agmovchndi shentan!
    რაც შეეხება იმ გოგოს: იქნებ თახვი სულაც არაა და გამოუცდელობის გამო გაება ამ ”შარში?”
    როგორ გგონია ”ფეხებზე მკიდია” დამოკიდებულება აქვს? სულაც არა, ნამეტანი განიცდის და გადაწყვეტილების მიღება ცოტა არ იყოს და უჭირს…

    shen anmetani bevri rame gcodnia im gogoze, agar gamovekidebi shens “iqnebs”, rogorc shn gaakete, imitom rom sxvagan wavalt.me vambob, rom tu is gogo svastanaa fuis gamo, magram kidev sxva uyvars taxvia, tu ar aris aravistan es kidev sxvaa, da tu martla fulis gamoa sxvastan, ragato ambob, rom iqneb gadawyvetilebis migeba uchirs??????????
    man ukve miigo gadawyvetileba!!!!!!!!!!! da es misi archevania. magram tu ki shen ici rom nanobs, ratom ar kitxe ras nanobs? man gitxra, rom rom sxvastan aris da sxva uyvars? tu mxolod shen tvalebs, da fqrebs unda vendot im gogos dakvirvebisas???? iqneb da shen roca gamoqqona es daskvnebi, mashin s gogo cxovrebaze fiqrobda da shen ki gegona ariqa ert yavs da meore undao?????? davushvat isic, rom verasodes veravin ver chawvdeba veravis fiqrebs, azrebs, grznobebs da gancdebs, sityvebsac ki…

    kidev erti ragac mainteresebs im garibma bichma tu icis, rom shen nacnob uyvars? an mas tu yvarebia?

    • მსჯელობისას და საუბრისას თითოეულ სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს წინამძღვრად იმისა რასაც ეხლა დავწერ.

      ”tu martla fulis gamoa sxvastan, ragato ambob, rom iqneb gadawyvetilebis migeba uchirs??????????” – ასე მარტივად ნამდვილად არაა საქმე, რომ აუ იმას ფული აქვს და ვიგულავებ მასთან ერთად. საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა აქვთ, ცივილური და არა ქაჯური. გაცნობიდან მოყოლებული და შემდეგ. უბრალოდ არ უყვარს, ეს გრძნობა არ აქვს, ამას ხვდება. იმიტომ რომ მეორეს მიმართ აბსოლუტურად სხვა ემოციას გრძნობს, დანახვისთანავე სახე ებადრება.

      ”man ukve miigo gadawyvetileba!!!!!!!!!!!” – აბა გადაწყვეტილება?

      ”magram tu ki shen ici rom nanobs,” – სად დავწერე რომ ნანობს? მე ვთქვი რომ განიცდის იმ სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდა. სინანული უკვე ჩადენილისადმი ჩნდება ხოლმე, როგორც წესი😉

      ”man gitxra, rom rom sxvastan aris da sxva uyvars? tu mxolod shen tvalebs, da fqrebs unda vendot im gogos dakvirvebisas???? iqneb da shen roca gamoqqona es daskvnebi, mashin s gogo cxovrebaze fiqrobda da shen ki gegona ariqa ert yavs da meore undao?????? davushvat isic, rom verasodes veravin ver chawvdeba veravis fiqrebs, azrebs, grznobebs da gancdebs, sityvebsac ki…” – არა, მე არაფერ შუაში არ ვარ, მან მითხრა ეგ, მან მითხრა, რომ ნამეტანი ცუდ დღეშია…

      ”im garibma bichma tu icis, rom shen nacnob uyvars?” – როგორ არ იცის, იცის.

  17. “dzirfaso sityvas aqvs tavis fasi, zoma da wona” da agra gavagrzeleb………..
    aba gadawyvetileba? -gadawyvetilebaa is ukve rom sxvastanaa da ara garibtan? an shen ra ici, is vinc uyvars”sinamdvileshi” danaxvistanave saxe ebadreba?????
    ras nishnavs gancda, i situaciisa roelshic agmochnda? da saertod ras miekutvneba sityva sinanuli- gancdas tu grznobas? tu arsebobs kidev sxva????? da sheni sityvebidan rom gamovidet,სინანული უკვე ჩადენილისადმი ჩნდება ხოლმე, როგორც წესი

    zustadac rom nanbs is gogo,iimitom rom man “chaidina” gaaketa archevani ar yofiliyo garibtan.
    roca man gitxra, rom nametani cud dgeshia, tu saidumlo araa iqnb sajard esec tqva shen ra utxari, marto im gogo, rom gaxade gansjis sagani sajarod.

    da tu ki icis im garibma bichma rom gogos uyvars, ras aketebs???? gulshi icinis, rom gogo cud dgeshi chavarda???? iqneb da piriqit is bichi ar agmochnda sakmarisad dzlieri, iqneb da imashi ufro meti problemaa da chven ase artivad daciwyet im gogos gansja???
    ar mioasuxe mtavarze:kidev erti ragac mainteresebs im garibma bichma tu icis, rom shen nacnob uyvars? an mas tu yvarebia?

    kitxvis meore nawili daagnore, ratom, arada swored magedan unda dagvewyo yvelaferi!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    • ნამეტანი ბევრი კითხვაა, რომელთაგან ზოგი საერთოდ არ უკავშირდება თემას🙂
      ნამეტანი ბევრი პასუხია გასაცემი.
      შენ აშკარად რამე მატონიზირებელს სვამ პარალელურად. მეც მინდა და გავაგრძელოთ🙂

  18. მოსაწყენი სერიალია😦

    ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის უნარი, რომ განსაზღვროს რა უნდა მას ამ ცხოვრებაში.
    იმ გოგოს თუ ფული უნდა, მაშინ ფულიანი აირჩიოს. თუ მარტო ის გიჟური და “საინტერესო” დღეები უნდა, მაშინ ე.წ. “ღარიბი”😀
    და საერთოდ, ამგვარ სიტუაციებში სიტყვა “სიყვარული” ერთობ დაკნინებულ სახეს ღებულობს, რადგან ეს ის სიყვარული არაა, წიგნებში რომ სწერია და ზოგჯერ რეალობაშიც რომ ვაწყდებით😀 ამიტომ ამ შემთხვევაზე წერისას მე მაგალითად სიყვარულს არ ვახსენებდი🙂

  19. როგორ უნდა მოიქცეს და პირველ რიგში ტყუილებს მოეშვას. ყველაზე ამორალური მაინც ის არის, რომ ორივეს ღალატობს. დამიჯერე მასეთ ადამიანს არ გაუჭირდება “სწორი” არცევანის გაკეთება🙂

  20. chemi zaxilis nishnebis zgvars gadasvla araferi, ufro kargic aris!!!!!!
    shen kitxvaze pasuxi mainc ar gameci.
    me kidev sheni pasuxebidan gamomidnare davaskveni, rom im garibi bichis bralic aris bevri rame, da marto gogos txovs dzlieri iyos da yvela problema im gogom gadachras.
    da me ase vfiqrob bichi ki araa mogalate, piriqit is garibi bichi

    • მე არ მითქვამს რომ შენი ძახილის ნიშნის ზღვარს გადასვლა ცუდია? რატომ მიმტკიცებ რომ კარგია? რატომაა კარგი მაშინ ეგეც მითხარი🙂

      უამრავი კითხვაა შენ ბოლოს წინა კომენტარში, კონკრეტულად მკითხე და გავაგრძელოთ.

      ”me kidev sheni pasuxebidan gamomidnare davaskveni, rom im garibi bichis bralic aris bevri rame, da marto gogos txovs dzlieri iyos da yvela problema im gogom gadachras.” – ჩემი პასუხები რად უნდა მაგას ეგ ისედაც ნათელია. გადაწყვეტილებას ვერ ღებულოს რომ ცოლად მოიყვანოს (ვთქვათ). მარტო გოგოს კი არ ვთხოვ JANA, მე ვიცი გოგოს მდგომარეობა და მინდა რო გამოვიდეს სიტუაციიდან. დამნაშავის და მსხვერპლის სტატუსებს არავის არ ვაწეპებ.

      ”da me ase vfiqrob bichi ki araa mogalate, piriqit is garibi bichi” – აქ რაღაც ვერაა რიგზე, ანუ გოგო არაფერ შუაშია და ღარიბი ბიჭის ბრალია ყველაფერი?

  21. ნიკსოლოგ

    შენ და Jana-ს შორის დიალოგის მერე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ეს Jana ის გოგოა, ან იმ გოგოს ძალიან ახლო მეგობარი…

    ხო და იმ ბიჭძე საშინლად გაღიზიანებული და გაბრაზებული…
    ხო კიდევ, მისი მხრიდან ბევრი კითხვებიცაა და ხშირად ისეთ რაღაცეებს ამბობს, რაზეც ძირითადად პასუხობ რომ ეგეთი არაფერი გიწერია, რომ სად წაიკითხა ესეთი რაღაცეები…ეს კიდევ უფრო ამტკიცებს ჩემს ეჭვებს რომ ეს ან ის გოგოა ან მისი მეგობარი, რომელიც საქმესი კარგად ერკვევა და თვითონვე, გაუცნობიერებლად ამბობს რაღაცეებს :)))))

    და საერთოდ საწერი გამოგელიაა????

    P.S. ხო და კიდევ რა მინდოდა მეთქვა, არავის არ უხსენებია სექსი, არა და არც ფული ვარგა და არც სიყვარული სექსის გარეშე, მეორე ადგილზე კი პერსპექტივა, ანუ იმედი იმისა რომ ერთად ტანაცხოვრებისას შეძლებთ წარმატების მიღწევას….
    ასე რომ ჯობს გიყვარდეს და ფიზიკური ლტოლვა გქონდეს ,ვიდრე ფულის ტომარას გაყვეე… (ან გაგაყოლონ, ასეც ხდება ხოლმე, დღესაც კი, რომ ოჯახი აძალებს “ტვინს უბურღავს”, ამ დროს კი უკვე ის ღარბი ბიჭის გადასაწყვეტია, რამდენად ადვილად დათმობს გოგოს)…..

    • სექსი შენ ერთხელ უკვე ახსენე ცოტა ზემოთ😉 და მე გეთანხმები. ესეც მნიშვნელოვანი ამბავია.

      სექსი უსიყვარულოდ = კარტოფილი კეტჩუპის გარეშე 🙂🙂

      ”კარტოფილი” ისედაც ხომ გემრიელია, მამენტ😉

  22. megobari: cdebi, saertod ar vicnob arc niksols da arc im gogos. ubralod mwyins, is rom yvelaferi gogos braldeba, da saertod ar girs laparaki, imiom rom adamianebi mainc verasodes gaigeben im oris urtiertobas. urtiertobis dangrevisas yoveltvis orive mxarea damnashave, da mere erti “apravebs” da ambobs damtavrdao.
    gaiget rom me ar minda im gogos davabralod fulis “monoba”, roca sheizleba fuli sulac ekidos.
    MODI- ertsac viyvi da davamtavreb martivia ase saubari, roca arcertma chventaganma ar vicit namdvili mizezi!!!!!!!!!!! da kidev erti avtoro: ratom aris kargi zgvargadasuli zaxilis nishnebi??? imitom rom zgvargadasul sigijes gavs da yvela sasven nishnebs shoris yvelaze myari da amayia!!!!!!

    • შენც ცდები როდესაც ამბობ რომ ყველაფერი იმ გოგოს ბრალდება🙂
      რა ბრალდება იმ გოგოს?
      ვინმემ თქვა რომ ეს გოგო დამნაშავეა? ანუ მე სად ვთქვი ეგ?

      იმაში გეთანხმები რომ მსგავსი სიტუაციები მხოლოდ მათი გადასაწყვეტი და მოსაგვარებელია.

      gaiget rom me ar minda im gogos davabralod fulis “monoba”, roca sheizleba fuli sulac ekidos. – არა, მაგ გოგოს ფულის მონობას არავინ აბრალებს. მონაა თუ არაო მასე ხო არაა საკითხი დაყენებული🙂

      ”da kidev erti avtoro: ratom aris kargi zgvargadasuli zaxilis nishnebi??? imitom rom zgvargadasul sigijes gavs da yvela sasven nishnebs shoris yvelaze myari da amayia!!!!!!” – ვიცი!!!!!

  23. ”martivia ase saubari, roca arcertma chventaganma ar vicit namdvili mizezi!!!!!!!!!!!” – ნამდვილი მიზეზი რისი? რა მიზეზი არ ვიცით JANA?

  24. MODI, ra jobia gavchumdet, imitom, rom mxolod simartles gaurbian adamianebi, cheshmarit simartles. ogond ar mitxra avtoro, romeli simartleo

    • ღმერთმანი, როგორ ისვრი მაგ სიტყვებს როგორც ყოველთვის😉

      სიმართლე არ ვიცი, მაგრამ ფაქტებს ვერსად გავექცევით, ხოდა ასეთი ფაქტია ეს love story-ც🙂

    • ნურაფერს ნუ მაბრალებ კაცო…

      რომელ სიტყვებს და: ”simartles gaurbian adamianebi”
      ”cheshmarit simartles”

  25. gasagebia, mivdi, pasuxi ar minda.
    axlaxan davamugame sityvebis srola, rata dameneaxa sityvebis msrolelta sazogadoebis, amao, fuchi, da ummizno natqvamebi, rata mivmxvdariyavi, rom sityvas iseve unda movufrtxilde, rogorc bevri xnis win. avtoro shenc igives girchevdi da yvelas.
    imitom, rom sityva erTaderTi da sakmaod bneli gvirabia, romlis meSveobiTac samyaros vukavSirdebiT, Cveni arsebidan TavdaRweulni, da romlis meSveobiTac isev Cvens arsebaSi vbrundebiT, maarad amoucnobi samyarodan, ogond, ufro ukeTesni, vidre “ gamgzavrebamde” viyavit……….

    • ექშენი აკლია ხო?😉

      ისე, როგორც შენ მიგაჩნია რომ გოგოს ორი ბედნიერება აქვს, ზუსტად ასევე მიიჩნიეს სხვებმა, რომ გოგო სულაც არ უნდა იყოს მაინც და მაინც გადასარევად.

      როგორც ყოველთვის და ყველა საკითხთან დაკავშირებით აქაც იდივიდუალურ მიდგომასთან გვაქვს საქმე. ვინ როგორ ფიქრობს.
      მადლობა აზრის გამოთქმისთვის

  26. You see my problem is this:
    I’m dreaming away;
    Wishing that heroes, they truly exist.
    Can’t you see I’m a fool
    In so many ways?
    But to lose all my senses…
    That is just so typically me
    ..
    I’m not that innocent.

  27. isa da ra shuashi iyo, magram im shen megobar gogos, gancdebshi romaa chavardnili, ayurebine

    iqneb rameshi gamoadges😀😀😀 D:D

  28. მეც იმ კატეგორიის დაქალი ვარ, რომელიც მეგობარს ურჩევს, რომ ფულიანთან გააგრძელოს ურთიერთობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროს არავინ ქორწინებაზე სანამ არ მიხვდება, რომ ეს ის ერთადერთია და არასოდეს არავინ იქნება მასზე უეთესი. ხოლო, თუ ამ ”ფულიანთან” ვერასოდეს ვერ იგრძნო ეს, მაშინ უნდა დაშორდეს და სხვა ’ფულიანი” იშოვოს.

    • გასაგებია შენი აზრი. ისე, ხშირად მსმენია გოგოებისგან: ფულიანები ვერ ვარგიან ბოლომდე ჩამოყალიბების ამბავშიო, ხოლო ჩამოყალიბებულ მამრებს კიდევ ნაკლები ფული აქვთო…

  29. რა სისულელეა, რა თქმა უნდა სიყვარული!.. თუ გრძნობა არის, ყველაფერს შეძლებს ორი ადამიანი, თუნდაც ნაქირავებ ბინაში იცხოვრებენ, მაგრამ იმუშავებს ორივე და ფეხზე დადგებიან. დღეს, საბედნიეროდ, შრომისმოყვარეობა და მონდომება თუ გაქვს, ბევრ რამეს შეძლებ. ხოდა, შეძლებენ ესენიც. და ეს ბიჭი მთლად კაი რომც ვერ აღმოჩნდეს, თუ უყვარს ეს გოგო, შეეცდება და გამოსწორდება, თუ არადა, სხვა გამოჩნდება, მთავარი ისაა, რომ თვალთმაქცობა და ფარსი გაქრება იმ გოგოს ცხოვრებიდან. თუმცა, არის კიდე ერთი მხარე, ეს გოგო ახლა რასაც აკეთებს, ის შეიძლება გახდეს საყვარელი ადამინის დაკარგვის საფუძველი. მერე რა, რომ ღარიბია, თავმოყვარეობა ყველას აქვს და არავის მოსწონს როცა ატყუებენ.

    • მადლობა გვირილა აზრის გამოთქმისთვის :*
      საბოლოოდ რა ხდება ხოლმე იცი? ნებისმიერი მსგავსი ისტორია და არა მარტო მსგავსი, ზოგადად სასიყვარულო ისტორია, ყველა არის ინდივიდუალური და ვინ როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში ძნელი სათქმელია. და განზოგადებასაც არ ექვემდებარება…

  30. გამიგია, როდესაც სიღარიბე კარზე აკაკუნებს სიყვარული ფანჯრიდან ხტებაო…

    მაგრამ, მთავარი ხომ ფული არაა?? დღეს გაქვს და ხვალ ღმერთმა უწყის რა იქნება. ასე რომ ყველაფრის ფულში გაცვლა მარტივად რომ ვთქვათ სისულელეა, მითუმეტეს როცა საქმე სიყვარულს ეხება🙂

  31. დაანებოს ორივეს თავი და ვინმე უკეთესი იპოვოს
    (სხვის მაგივრად იოლად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ვიცი : ))

  32. saitac guli gauwevs iqet unda wavides, tavis tavtan mainc iqneba martali, simdidrec warmavalia, siyvarulic da yvelaferic, mara mis guls vinc unda exla is aarchios, dae shecdes tu shecdomaa, mitumetes mdidari ertoba misit da xval sxvas naxavs masze axalgazrdas da lamazs, fuli xom yvelas ubnelebs gonebas))

    • ”mdidari ertoba misit da xval sxvas naxavs masze axalgazrdas da lamazs”
      -შესაძლოა ასეც იყოს, გამორიცხული ნაღდად არაა. თან მდიდარი არც უყვარს ამას…

  33. ძალიან მარტივია გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში თუ ეს გოგო სოციალურად დაუცველი არაა და ერთ ქართულ საშუალო ფენას მიეკუთვნება. მით უფრო ადვილია გადაწყვეტილების მიღება თუ უყვარს ეს ღარიბი (თუ მართლა უყვარს)

  34. რა ნაცნობი სიტუაციაა.. ასე გაჰყვა ცოლად ჩემი ნათესავი ბიჭს,რომელიც ძალიან უყვარდა,პირდებოდა,რომ ბინას იყიდდა აუცილებლად,ყველაფერი კარგად იქნებოდა და ასე შემდეგ,მაგრამ ახლა კი არის ეს გოგო ოჯახის დანგრევის ზღვარზე,რადგან მუდმივად ბინის ქირა,ოჯახი და რავიცი რამდენი რამეა საჭირო,ამით არ ვამბობ იმას,რომ ვინც გიყვარს არ უნდა გაჰყვე თუ მდიდარი არაა-თქო,უბრალოდ ქეთის ვეთანხმები და მეც ვფიქრობ,რომ ამ შემთხვევაში ამ გოგონამ ორივეზე უარი უნდა თქვას და ზოგადად განსხვავებული ადამიანი ნახოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s