მთავარი » შემეცნებით-გასართობი » საინტერესო ფაქტები სამყაროდან

საინტერესო ფაქტები სამყაროდან

არ იქნება სიახლე თუ ვიტყვი, რომ საკმაოდ მრავალფეროვან  გარემოში ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო უამრავი საინტერესო ფაქტი თუ მოვლენა მომხდარა, არსებობს და მომავაშიც საკმაოდ ბევრ სიახლეს შევიტყობთ. გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს.

1. არაბეთის ნახევარკუნძულზე ხარობს მცენარე, რომელსაც ”სიცოცხლის ყვავილს” ეძახიან. მის თესლს შეუძლია ადამიანს უმიზეზოდ სიცილი დააწყებინოს. შეტევა 30-35 წუთი გრძელდება, შემდეგ კი ადამიანს ეძინება. აღნიშნულ თესლს ადგილობრივი მოსახლეობა კბილის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებს.

2. ახალდაბადებული ჟირაფის სიმაღლე 183 სმ-ია. ზრდასრული მამრი ჟირაფი კი – 5 მეტრი და 80 სმ-ია, მდედრი – ოდნავ დაბალი – 5 მეტრი და 19 სანტიმეტრი. ჟირაფის კისერი 7 მალისაგან შედგება. ამდენივე კისრის მალა აქვს ადამიანს და ყველა ძუძუმწოვარს.

3. რომში არის ტიტუსის ტრიუმფალური თაღი, რომელიც დაიდგა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 81 წელს. მის სანახავად უამრავი ტურისტი იყრის თავს. მაგრამ ზოგი მათგანი ახლოსაც არ ეკარება და არც მის ქვეშ გაივლის. ეს სტუმრები არიან ებრაელები. ტრიუფალური თაღი ააგეს რომაელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევისა და იუდეველთა აჯანყების ჩახშობის აღსანიშნავად. 4. ყველაზე სასარგებლო ანდერძი ცხოველებისათვის. კინოპროდუსერმა, მილიონერმა როჯერ დორკასმა თავისი 65 მილიონიანი ქონება საყვარელ ძაღლს – მაქსიმილიანს – დაუტოვა. სასამართლომ ძაღლი იურიდიულ პირად ცნო და ქონებაც გადაულოცა. დორკასმა ცოლს მხოლოდ 1 ცენტი დაუტოვა. ქალმა ეშმაკობა იხმარა და ცოლად გაჰყვა მდიდარ ძაღლს, რომლის სიკვდილის შემდეგ მილიონერი გახდა. (ნეტა პირველი ღამე როგორი ქონდათ?)

5. XIX საუკუნეშიშოტლანდიის ქ. კილმარნოკში მცხოვრებმა მაღაზიის მფლობელმა ჯონი უოლკერმა 4 სხვადასხვა სახის ვისკი და ჩაის ნაყენი ერთმანეთში გადაურია და თავისი საფირმო ვისკი გამოუშვა. ეს ვისკი დღესაც პოპულარულია მსოფლიოში.

6. ფუტკარი წითელ ფერს ვერ არჩევს. ის მას მუქ ნაცრისფრად ან შავად აღიქვამს. ქათმები ცისარტყელას ყველა ფერს არჩევენ. კატა ფერებს ვერ არჩევს, ყველა ფერს ნაცრისფრად ხედავს. მაიმუნი კი არაჩვეულებრივად აღიქვამს ფერებს.

7. ბიბლიური გადმოცემის თანახმად, როდესაც ერთმა ბიბლიურმა პერსონაჟმა ვაზი დარგო, სატანამ მის ფესვებში ცხვრის, ლომის, მაიმუნის და ღორის სისხლი დაუსხა.

8. ნილოსის სანაპიროები მდიდარი იყო ხუთმეტრიანი სიმაღლის პაპირუსის ტყეებით. ეგვიპტელები პაპირუსის წებოვან გულს გრძელ ზოლებად ჭრიდნენ და ერთმანეთთან მჭიდროდ აწყობდნენ. ზევიდან ასეთივე ზოლებს გარდიგარდმო დაადებდნენ და სიმძიმით დაწნეხდნენ. წნეხისა და წებოვანი სითხის მოქმედების შედეგად პაპირუსი თხელ, ერთიან და თანასწორზედაპირიან ”ფურცლად” გადაიქცეოდა. წნეხის სისტემის გამოყენებით ამ ”ფურცლებს” ერთმანეთზე გადააბამდნენ და გრაგნილად აქცევდნენ. დაწერილი ტექსტების შესატყვისად, პაპირუსის გრაგნილები სხვადასხვა სიგრძის იყო. ჩვენამდე მოღწეულ გრაგნილებს შორის ყველაზე გრძელი 45 მეტრისაა. ეგვიპტელთა იეროგლიფური დამწერლობა 750 ნიშანს ითვლიდა. 9. 1952 წლის 14 ოქტომბერს უკანასკნელად გამოვიდა სიტყვით იოსებ სტალინი.

10. ანტარქტიდაში აღმოაჩინეს ტბა, რომელშიც წყალი 11-ჯერ მლაშეა, ვიდრე ზღვაში, ამიტომ იგი მხოლოდ მინუს 50 გრადუსსზე იყინება.

10 thoughts on “საინტერესო ფაქტები სამყაროდან

  1. ძაღლის და ადამიანის ქორწინება როგორ დაუშვეს ეგ არ მესმის… ქონების დატოვებაც პრინციპში მაგრამ ქორწინება?

  2. ძალიან საინტერესო პოსტი იყო,ყოჩაღ
    michael –ისა არ იყოს მეც მიკვირს რა კანონის თანახმად გახდა ასეთი ქორწინება შესაძლებელი?
    ისე და რა მარაზმია ძაღლისთვის ამდხელა ქონების დატოვება, ესეიგი ცხოვრებაში რა ადამიანის მოძულე იყო ის საცოდავი,თორე თუ პირდაპირი მემკვიდრე არ გყავს ქველმოქმედებაში მაინც დაეხარჯა და თავის ძაღლისთვის მეურვე დაენიშნა,
    პირდაპირ ძაღლად ყოფნას ანატრებს ზოგ-ზოგიერთებს რაააააა
    უჟას

    • “პირდაპირ ძაღლად ყოფნას ანატრებს ზოგ-ზოგიერთებს რაააააა”
      ketusi, ასეთებიც ხდება. ძნელია მის პიროვნებაზე იმსჯელო მხოლოდ ამ ფაქტით, მაგრამ ეტყობა სიკვდილის წინ ცოლმა ძალიან გააბრაზა და სანაძლევო დაუდო ჩემს ერე ძაღლი გეყოლება ქმრადო🙂

      ”ძალიან საინტერესო პოსტი იყო,ყოჩაღ”
      მადლობა ქეთი

  3. კარგი პოსტია🙂 მეორე , ბლოგერი ხართ ვისმა წერის მანერამაც დამაინტერესა :))) იტალია , ჩემი სამშობლოა :)) უზომოდ , მიყვარს ეს ქვეყანა ,არადა , რა სილამაზეა რომში , ყველაფერმა გამაოცა როცა პირველად დავდგი ფეხი , მიწაზე :)) როგორ მ შეიძლება რამე არ ნახო🙂 რაც , შეეხება ძაღლს და ქალს ალბათ , იცხოვრეს ტკბილად და ბედნიერად ..:)

  4. მადლობა me-ს. ნამეტანი აბსტრაქტული მკითხველი ხარ me.
    ძაღლს, ალბათ, არ მოაკლდებოდა მისთვის სასურველი და სასარგებლო🙂

  5. ძაღლის იურიდიულ პირად ცნობა რანაირადღა მოხდა?😦 რას არ გაიგებ…

    • საქართველოში, მე მგონი, ეგ ვერ მოხდებოდა😉
      აშშ-ში სხვადასხვა შტატში მეტად ორიგინალური და ჩვენთვის უცნაური კანონები აქვთ მიღებული და არც ესაა გამონაკლისი😉

  6. Pingback: საინტერესო ფაქტები | friends blogg

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s