მთავარი » რელიგია » იესო ქრისტეს შობის თარიღი

იესო ქრისტეს შობის თარიღი

VI საუკუნეში იტალიელმა სწავლულმა ბერმა დიონისე მცირემ განაცხადა, რომ იესო ქრისტე იშვა 532 წლის წინ და აღნიშნული თარიღიდან უნდა დაეწყოთ წელთაღრიცხვა.

დიონისე მცირემ შემთხვევით არ აიღო რიცხვი 532, რომელიც  რიცხვების – 28-ისა და 19-ის ნამრავლს წარმოადგენს. ყოველ 28 წელიწადში ერთხელ თვეებისა და კვირათა დღეები ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად: 2010 წლის 18 ნოემბერი არის ხუთშაბათი, 29 ნოემბერი – ორშაბათი, 15 დეკემბერი – ოთხშაბათი და ა.შ. ზუსტად 28 წლის შემდეგ ე.ი. 2038 წლის 18 ნოემბერი ისევ ხუთშაბათი იქნება, 29 ნოემბერი – ისევ ორშაბათი, 15 დეკემბერი – ისევ ოთხშაბათი და ა.შ. ამას მზის წრე ეწოდება.

ყოველ 19 წელიწადში მთვარის ფაზები თვეების ერთსა და იმავე რიცხვებზე მოდის. დავუშვათ, 2010 წლის 19 ნოემბერს ცაზე ახალი მთვარე ამოვიდა. 7 დღე-ღამის შემდეგ ანუ 26 ნოემბერს მთვარე სრული წრის ფორმას მიიღებს, რაც იმას ნიშნავს რომ დასრულდა მისი ფაზა. ზუსტად 19 წლის შემდეგ, 2029 წელს მთვარის ერთ-ერთი ფაზა ისევ 19 ნოემბერს დაიწყება და 26 ნოემბერს დასრულდება. ასევე დაემთხვევა ერთმანეთს მთვარის სხვა ფაზებიც.

გაამრავლა რა 28 და 19-ზე, დიონისე მცირემ მიიღო რიცხვი 532. ყოველ 532 წელიწადში ერთხელ თვეებისა და კვირათა დღეები და მთვარის ფაზები ზუსტად ერთსა და იმავე დღეებზე მოდის, ანუ კვირის დღე და თვის რიცხვი ემთხვევა მთვარის ფაზას.

ამგვარი გადაწყვეტილება აადვილებს საეკლესიო დღესასწაულების გამოანგარიშებას, რადგან ზოგი მათგანი მზის წრის მიხედვით განისაზღვრება, მაგალითად: შობა. ზოგი კი – მთვარის წრის მიხედვით, მაგალითად: აღდგომა. ამიტომ შობა მუდმივია, აღდგომა კი – მოძრავი.

ქრისტიანულმა ეკლესიამ დააკანონა დიონისე მცირეს მიერ შემოთავაზებული ქრისტეს შობის თარიღი და 532 წლიანი მოქცევა.

3 thoughts on “იესო ქრისტეს შობის თარიღი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s