მთავარი » საზოგადოება » დიალოგი საკუთარ თავთან

დიალოგი საკუთარ თავთან

თავისი ღმერთი ყავს ყველას…

ეხლა ვკითხულობდი Jean-Marie Gustave Le Clézio-ს Désert-ს (უდაბნო). 1802 წელს კაცი ლოცულობს უდაბნოში და მასზე მართალი არც ერთი სხვა სარწმუნოების მრევლი არაა… მთავარია შეცნობა, ანუ რწმენა. იგივეა შენ ირწმუნო, რომ შეგიძლია ესაუბრო ჩიტებს. შენ შესაძლოა მართლა ესაუბრო ჩიტებს… არ აქვს მნიშვნელობა რისი გწამს, თუ საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებ მაშინ გააკეთებ… პირველ რიგში უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის არსებობის  და მერე სხვა დანარჩენი…

მე მაინც მგონია რომ რელიგია არაა გამოგონებული სპეციალურად. ის არის იმ ადამიანთა რწმენა, რომლებსაც სჭირდებათ რაღაცის იმედი.როცა აღარაფრის იმედი არ გაქვს ბოლოს ხავსია საჭირო, რომ მოეჭიდო… დღეს საქართველოში ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია. რაც შემდეგ იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას ეკლესიაზე,  მთავრობაზე. პრეზიდენტი, რომელიც ხდება ბელადი. ხალხი გადააქცევს მას ბელადად, იმიტომ რომ მათ არ აქვთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. უფრო ადვილი არაა პასუხისმგებლობა ვინმე სხვას დააკისრო?!  “ის გვიშველის, ის გადაგვარჩენს” – აი ესაა პრობლემა. ქართველ ხალხს დავით აღმაშენებელი წინ ჰგონიათ და ესწრაფვიან ისეთ მმართველს, რომელიც XII საუკუნეში იყო. ესაა რეალური უბედურება. ყველა პოლიტიკური პარტია აპელირებს რელიგიით იმიტომ რომ მომგებიანია…

ხომ გახსოვს რა ამბავი ატყდა ლომაიას (მაშინდელი განათლების მინისტრი) სიტყვებზე, როდესაც მან თქვა, რომ ის არ დაასახელებდა საჯაროდ თავის რელიგიას…

არადა რა შუაშია პოლიტიკა და რელიგია? პროფესიონალურად კი ბატონო გააკრიტიკე, მაგრამ ნუ გადაცემ ანათემას თუ ის მართლმადიდებელი აღმსარებლობის არაა. (არ ვამბობ რომ ლომაია მართლმადიდებელი არაა). ასევე,   ნუ მიაწერ ყველაფერს – სუბიექტური შეხედულებით უარყოფითს (საკუთარი გადმოსახედიდან შეფასებულს) – მაინც და მაინც  სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს. მაგალითად:  “კარგი ბიჭია, მართლმადიდებელია  და ამას არ იზამდა”. ან ასეთი: “უჯიშო მუსულმანები, ურწმუნო იაღოვლები […] მაგათი ბრალია ქართველ ერის გადაგვარება”. რბილად რომ ვთქვა მსგავსი პოზიცია ეთნოცენტრისტული, ნაციონალისტური და შოვინისტური შეხედულეებითაა ნაკვები და ძალიან შორს დგას საღი აზრისგან.

ის ხო გახსოვს: ერთ-ერთ ტელეარხზე, ერთ-ერთ გადაცემაში თქვეს მარხვის დროს როგორ შეიძლება პრეზიდენტმა თევზი შეჭამოსო! წარმოგიდგენია? აი ასეთ დონეზე ვართ. რა შუაშია მარხვა პრეზიდენტთან?

მე ვნახე 1990-იანი წლების პატრიარქის გამოსვლა, სადაც ის ამბობს: “ქრისტე აღსდგა, საქართველო აღსდგა”. ამ სიტყვებით საქართველო და ქრისტე გაიგივებულია. ხალხს სწამს რომ ქრისტე და საქართველო განუყრელი ცნებებია… ზოგს დღესაც სჯერა იმის, რომ განკითხვის დღე ქართულად მოხდება და ა.შ. არადა რელიგია ინტერნაციონალურია…

საქართველოს ჭირდება კულტურული რევოლუცია, რომელიც დასავლეთში დიდი ხნის წინ მოხდა. ეს ვერ მოხდება მემარცხენედ განწყობილი კულტურის მოღვაწეების გარეშე. ჩვენ კი ასეთები არ გვყავს. არ გვაქვს საკუთარი ძალების რწმენა და შინაგანად გვეშინია უცხოელების, გლობალიზაციის…  გვყავს მართლა ფსევდო ინტელიგენცია, რომელიც ნებისმიერ მმართველს უკანალს ულოკავს. როდესაც ხელისუფალი ამთავრებს მმართველობას მხოლოდ მაშინღა ხდება ინტელიგენცია კრიტიკული. არადა თუ ხელოვანი ხარ ან რამე ამდაგვარი ყოველ წუთს განავლით სავსე უნიტაზი უნდა ესროლო შენს ხელისუფალს შენი საქმიანობით…

ხალხში გარდატეხა უნდა მოხდეს. უნდა დაიწყოს ღირებულებების შეცვლა. მთავარი ღირებულება უნდა გახდეს ადამიანი და არა რამე საერთო ცნება, მაგალითად ნაციონალიზმი (სიტყვაზე).

რას ვამბობ კიდევ იცი?  ეკლესია საერო პირების წმინდანად შერაცხვით ხალხს “ართმევს” ამ ადამიანების კრიტიკულად განსჯის შესაძლებლობას. რჩება ერთად ერთი ვარიანტი: შენ ვერ ისაუბრებ აღმაშენებლის ნეგატიურ მხარეებზე. ამის უფლებას ეკლესია გართმევს. შენ შეგიძლია მხოლოდ ილოცო მის ხატზე. იგივე შეიძლება ითქვას ილია ჭავჭავაძის შემთხვევაშიც. ილია ჭავჭავაძე, რომელიც იყო საერო პიროვნება და უდავოდ დღემდე ყველაზე დადებითი მოვლენა ქართული კაცობრიობის ისტორიაში, გადაიქცა ილია მართლად. არადა, რატომღაც მგონია, რომ თვითონ საერთოდ სხვა აზრის იქნებოდა.

რამდენს ვლაპარაკობ. ნეტავ, შენ ინტერნეტი მოგცა და მე ნორმალური ყავა.

23 thoughts on “დიალოგი საკუთარ თავთან

  1. კარგია ნიკ . . გეთანხმები აქ დასმულ ყველა საკითში . . რელიგია და უფრო მეტა შენი რწმენა ძალიან პირადულია და არა სახალხოდ განხილვის საკითხი, რელიგიის თავისუფლება და ამ თემისადმი ტოლერანტობა ჩვენს საზოგადოებაში ვერადავერ დამკვიდრდა, ისევ იმ კულტურული რევოლუციის არ არსებობის გამო, რაზეც შენც წერ.

    . . . მეც დავწერე რაღაცა მსგავსი ამასწინათ, რომ ვეღარ დავიოკე დაგროვილი რაც მქონდა შიგნით “ქართულ რელიგიასთან” დაკავშირებით :ვიტომსმართგერლ:

  2. პირადად ჩემთვის,ძალიან საინტერესო თემაა.
    შეიძლება ითქვას ყველაზე საინტერესოც კი,ლიტერატურის და ხელოვნების შემდეგ.
    ალბათ უფრო იმიტომ,რომ ეს თემა ნაკლებადაა განხილვის საგანი დღევანდელობაში და ამაზე ლაპარაკი ასე ვთქვათ,ცუდ ტონად ითვლება.
    არადა ვფიქრობ,რომ ეს ყველაფერი რაზეც შენ გაქვს ნამსჯელი,ყველაზე მთავარია დღეს ჩვენთან და ამაზე უნდა მუშაობდნენ.
    ხო ნუ ბევრს ვლაპარაკობ უკვე,უბრალოდ მინდოდა მეთქვა,რომ თუ უფრო მეტად განავრცობ და კიდევ დაწერ,გამიხარდება. : )

    • Elle მადლობა მხარდაჭერისთვის.
      სიამოვნებით ვისაუბრებდი შენთანაც ასეთ თემებზე თუ სურვილი გექნებოდა…
      მსგავსებზე წერასაც გავაგრძელებ სავარაუდოდ

  3. სიმართლის გზა რა იქნება იცი?
    არავინ არც ერთ დონეზე (ვგულისხმობ სოციალურ საფეხურებს, სტატუსს) არ უნდა იფიქროს დევიაციურ ქმედებაზე, რაც გულისხმობს მიზნების მიღწევას სოციალურად დაუშვებელი (არანორმალური, არაინსტიტუციური), თუმცა შესაძლოა ტექნიკურად ეფექტური საშუალებების გამოყენებით.
    მაგალითად: ქრთამის მიცემით (ჩვენ რო პატივისცემას ვუწოდებთ).

    ასევე არ უნდა დავუშვათ ნეპოტიზმი, იგივე ნათესავებისა და მეგობრებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება, მაშინ როდესაც ეს მათ არ დაუმსახურებიათ.

    ნაღდები თუ ვიქნებით მერე უფრო მეტი გატრაკების უფლება გვექნება სიმართლე მოვითხოვოთ!

    • ხელის ჩაქნევა არ გამოვა და ყველგან სადაც კი მსგავსს ნახავ უნდა თქვა რომ ”ეს არ შეიძლება”, რომ ეგ ”დანაშაულია”. ასე რაც შეიძლება ბევრმა უნდა გააკეთოს …

  4. მემარცხენედ განწყობილი ხალხის რაოდენობა სწრაფი ტემპებით იზრდება, უბრალოდ ეს არ არის ისეთივე როგორც დასავლეთ ევროპაში იყო, უბრალოდ ახლა სხვა დროა და ტირილი იმიტომ რომ ისეთივე ხალხი ჩვენ არ გვყავს მინიმუმ არასწორია, ჩვენც გვეყოლება მემარცხენეები ოღონდ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე…

    • მე არსად მიწერია ისეთივე ხალხი გვჭირდება ჩვენც როგორიც ევროპაში იყვნენ თქო.
      ჩვენთან მემარცხენედ განწყობილი კულტურის მოღვაწეების ნაკლებობაა თქო ეს მიწერია.

  5. შენთან ღირს კამათი :* როგორც იქნა დავინახე ადამიანი რომელიც არ ილანძღება და ჯანსარად აკრიტიკებს ეკლესიას :*****

  6. გაიხარე, გეთანხმები აბსოლიტურად. მარტო არ ვარ ესეიგი – ზოგი რელიგიაზე დებს თავს და მანიპულირებს, ზოგი საერთოდ ათეიზმობას იჩემებს, მოდაში ყოფილა 😀 ხოდა, ნომალურად მოაზროვნე ადამიანს რომ ვხვდები, ფრიად გახარებული ვარ 🙂

  7. რა არის იცი? ეკლესია არაფერ შუაშია, ხალხი ქმნის თვითონ რაღაც ბარიერებს. ეკლესიას არ უთქვამს ყველაფერს მხოლოდ ერთი მხრიდან შეხედეთო და იგივე აღმაშენებლის და ჭავჭავაძის ცუდი საქმეები არ დაინახოთო, ან რა პონტში უნდა ტქვას ეგ როცა აღმაშენებელმა გალობანი სინანულისანი დაწერა.

    ხალხი აფეტიშებს, ხალხი იქმნის კერპებს.

    რაც შეეხება იამს რომ რელიგია და პოლიტიკა განსხვავებული მცნებებია და ერთმანეთის “შაქმეებში” არ უნდა ერეოდნენ +1 და გეთანხმები 🙂

Leave a reply to niksologi კომენტარის გაუქმება