მთავარი » საზოგადოება » გოიმები და სნობები

გოიმები და სნობები

ადამიანები ერთმანეთისგან ასე თუ ისე განვსხვავდებით. გვაქვს ერთმანეთისგან განსხვავებული გარეგნობა, ქცევები, შეხედულებები, მსოფლმხედველობა, გემოვნება, საუბრის მანერა და მშობლიურ ენაზე სიტყვებსაც კი სხვადასხვაგვარად გამოვთქვამთ ხოლმე.
ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ნორმალური და გასაგებია. უჩვეულოც თითქოსდა არაფერია, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა როგორც ეს ჩვეულებრივ ჩანს.
ხშირად, როდესაც ადამიანები ცდილობენ წარმოაჩინონ თუ როგორი გემოვნებიანები, მოდურები, თანამედროვეები, ჯანმრთელად მოაზროვნეები, განათლებულები და უბრალოდ ბევრზე უკეთესები არიან, მიუთითებენ სხვების ცუდზე, უნიჭობაზე, უგემოვნობაზე და ასე შემდეგ.საუბრობენ, რომ მათ მეტი ესმით კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მეტად გემოვნებით იმოსებიან, ვინაიდან ცნობილი ბრენდების სამოსს ატარებენ, უფრო გამართულად საუბრობენ, სწორად მეტყველებენ და ‘ლ’-საც არ ურტყამენ.
არადა ვის რატომ უნდა გაუჩნდეს პრეტენზია ვინმე კონკრეტული ადამიანის “ლ”-ზე თუ ამ ადამიანს არ აქვს პრეტენზია საჯაროდ საუბარზე.
როგორც ეხერხება ადამიანს ისე მეტყველებს, არავის გასაკიცხი არ უნდა იყოს ვინმე რბილ “ლ”-ს ამბობს თუ მოჭარბებული “შ” აქვს ან “ს”?
რბილი “ლ”-თი მეტყველება გოიმობად ითვლება. ვინ დაადგინა რო ეს გოიმობაა ეს კიდევ სხვა საკითხია. ალბათ, სნობებმა.

“ლ”-სთან მიმართებით არსებობს ცოტათი განსხვავებული დამოკიდებულებაც. თუ ზემოხსენებულ თანხმოვანს საუბრისას დარბილებულად იყენებ ძერსკი ხარ (გოგო), საყვარლად ბაასობ. ოღონდ ეს ყველას კი არ გამოსდის (!). მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ ლანდშაფტში, უბანში უნდა იყო გაზრდილი. იქაურები გასცემენ მაგაზე აკრედიტაციას.
იმდენად გამაღიზიანებელია უკვე ამ “ლ”-ზე აქცენტის გაკეთება და მისი გამომყენებლის გოიმად შერაცხვა რომ თვითონ გამკრიტიკებელიც კი გადადის ამის გამო ე.წ. გოიმობაში
თავისი თავგამოდებული სწორად მეტყველების დაცვით.
არ მოგწონს? ნუ იმეტყველებ ეგრე. სხვას რაც უნდა ის უქნია. მარტივად მოგვარებადი ამბავია.

კიდევ ერთი “აღტაცების მომგვრელი” მოვლენა ქართულ რეალობაში: რიცხვების რუსულად გამოთქმა.
საოცარი რამეა ხოლმე ამის მოსმენა რა!
-რომელი სკოლაში სწავლობდი?
-შესტოი დავამთავრე.
ან
-ალო.
-ხო გოგო, სად ხარ?
-პიძისიატ ტრეწისთან გელოდები, მოდი.
საუბრის ასეთი მანერა ძერსკობის დამადასტურებელია, ტი შტო?🙂
ტელეფონის ნომრების რუსულად კარნახზე არაფერს ვამბობ. ამ მოვლენას ჩვენში ჯერ კიდევ
ღრმად აქვს ფესვები გადგმული.

რაც შეეხებათ სნობებს: ესენიც მაგარი ანტიკვარები გახლავან.
რას ქვია?! მათთვის მეტროთი მგზავრობა პაზორია. ლევისის ჯინსი არ გაცვია? წასულია შენი საქმე. გოიმებში ეწერები “სხოდუ”.
მოდის ბოლო კივილის შესაბამისად უნდა გქონდეს “ზმანი” გარდერობში დალაგებული.
არა მარტო ეს! უნდა ერკვეოდე კიდეც რამე-რუმეებში. Fashion-ობაზე სხვაგვარად ვერ გექნება პრეტენზია.
აუცილებლად უნდა შეიძინო რაღაც რაღაც მახინჯობები, რომლებიც შეიძლება საერთოდაც არ გიხდებოდეს მაგრამ ბრენდის სახელი მაინც თავისდა უნებურად მუშაობს. რა თქმა უნდა უნდა “გაიჩითო “სასტავში” მაგ “ზმანით”. (დაენახვო რა ბარე ორს)
თუ გაგიმართლა და ბრენდის სახელს გამოსაჩენი ადგილი აქვს მიკუთვნებული სამოსზე მაშინ ამაყი სნობი ხარ. The Dersk!
ისე რა საინტერესოა, თუ მელიის კუდი მხარზე არ გადავიგდე ან ნუტრიის ბეწვით არ შევიმოსე, (არა სიასამურიც “ნავაროჩენი” რამეა), ისე გლამურნი ვერ ვიქნები? :))
გადაირევი კაცი!
ერთი რამ ცხადია: ბრენდებისადმი გადაჭარბებული დამოკიდებულება პროვინციალიზმის ნიშნის მატარებელია!

საერთოდაც ცოტა გაუგებარია რატომ უნდა იყოს გემოვნების მომწოდებელი და მკარნახებელი ვინმე?
რა განსაზღვრავს საერთოდ გემოვნებიანობას?
რა იგულისხმება გემოვნებაში?
ის რომ კარგი ავტომობილი უნდა გყავდეს და მოდური სამოსი გეცვას?
მგონი შხვართი გოგო რო დადის შენთან ერთად ეს უფრო ძერსკია, არა?
თუ ის რომ საყვარელი წიგნი ჰარი პოტერია?
არა ტო! დასტოევსკის უნდა კითხულობდე მხოლოდ და მხოლოდ რუსულად, ტი შტო?
(თან ამის აპელირებას უნდა ახდენდე, სხვაგვარად არ აქვს მუღამი)
იქნებ ის რომ საყვარელი კერძი აუცილებლად სუში უნდა იყოს?
ხოდა კიდევ: ვისი გემოვნება უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის რომ ადამიანი გემოვნებიანად ჩაითვალოს?

მოკლედ, ყველამ საკუთარს მივხედოთ და შევეშვათ სხვისკენ თითის კი არა ხელების გაშვერას. არ მოგვწონს კონკრეტული ადამიანის ქმედება? ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და აკეთოს ის რაც სურს, როგორც სურს და ვისთან ერთადაც სურს თუ კი თავისი ქმედებით ჩვენ უსიამოვნოდ არ გვეხება.
მიუღებელია ასევე, რომ ვაფიქსირებდეთ გარკვეულ კონკრეტულ პოზიციას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ იმიტომ რომ ის იმ დროს საღ აზრად ჩაითვლება.
რეალურად უნდა გვქონდეს გააზრებული რას ვამბობთ და სხვის გაკიცხვას რო დავიწყებთ,
იმაზეც ვიფიქროთ კონკრეტულ შემთხვევაში თვითონ როგორ მოვიქცევით.

51 thoughts on “გოიმები და სნობები

  1. nik, getanxmebi yvelafershi, magra erti ram ver gavige-rasac ambob, rom sxvas rogorc unda ise iqcxovroso, am blogit xo zustad igives aketeb-sxvas karnaxob ra unda qnas :)) anu, vigacas unda da aris brendebze damokidebuli, mere ra, maniakia, tu konkretuli brendi ar acvia, tavs cudad grdznobs, magram xels aravis ushlis amit, icxovros rogorc unda tavis brendebtan ertad… 😀 :*

    • 1.მანჩო, მე არსად არ ვამბობ, რომ ვინმე “ასე” უნდა მოიქცეს მაინც და მაინც და არა სხვაგვარად. ვის რა ვუკარნახე?
      2.ბრენდზე დამოკიდებული იყოს, სხვას არ უშლის ეს ხელს. უბრალოდ ადამიანის ადამიანობის საზომად რომ აქვს ზოგიერთს ბრენდ-სამოსი გადაქცეული ეს მიმაჩნია არასწორად და არ მომწონს,მანჩო.:)

  2. 😀
    ძალიან ვცდილობ ეგეთი რაღაცეები არ შევამჩნიო ხოლმე მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის და “რაღაც” წამომცდება ხოლმე,,
    :user: :user:

  3. ragaceebshi ki ara bevr rameshi getanxmebi.
    nu ragaceebze chemi shexeduleba maq da facebookze mogasxseneb O TI DO-d nikoloz.

    p.s. kviras samepo ubnis teatris stadionze sheizleba speqtakli daidgas da miigeb xom monawileobas?

    • არა მელსონ, მთლად მასეც არაა თუმცა, შენ ალბათ ერთ-ერთი მათგანი ხარ ვინც ყველაზე უკეთ ხვდება იდეას და ჩანაფიქრს ამ ნაწერისას

  4. rbili l ubralod yurshi cudad mirtyams da magito magizianebs torem sxva araferi.qartvelebs uyvarT axal shemosul ragacashi ro garkveulebi arian da sxvaze uket icnoben torem sushis ar gavartyi mwvadis gverdiT?😀

      • da mag snobebs rom kitxo ver itanen snobebs… :)mokled qartveles es gvaq rom yvelaze magrebi gvgonia Tavi, sxva erebze magla xo vdgavarT, eg axali ambavi araa, magram tvit saqartveloshic ro erTi meoreze magla dgas egaa saqme…😀

  5. NoNaMe:
    მე ვიცნობ რამდენიმეს რომელიც ამბობს რომ სნობია.
    და მე ეს დავაფასე, სიმართლე გითხრა. ჯიგრულად თქვა.
    არაფერი საგანგაშო არაა. მე ეს არ მომწონს უბრალოდ.
    რაც შეეხება ქართველებს:
    “რაც კარგები ვართ ხო ქართველები ვართ”.
    სხვის შეფასებას უნდა შევეშვათ. სხვისკენ თითის გაშვერებს და სხვის სულში ხელის ფათურებს.

  6. სიტყვა, ცნება, ტერმინი ,,პროვინციალიზმი” საბჭოთა წიაღშია აღმოცენებული. მსგავსიც არაფერი არსებობს სხვაგან, ამიტომაც ჩემი აზრით, დროა ეს სიტყვა ხმარენიდან ამოვიღოთ.

    რაც შეეხება ამ ფრაზას:
    ,,ერთი რამ ცხადია: ბრენდებისადმი გადაჭარბებული დამოკიდებულება პროვინციალიზმის ნიშნის მატარებელია!”

    მე მგონია, რომ ზოგადად, სიტყვებით ,,გოიმი”, ,,სვეცკი”, ,,პროვინციალიზმი” ოპერირება უნდა შევწყვიტოთ. რა მნიშვნელობა აქვს, ვის გამოაცხადებ გოიმად: ვინც რბილ ლ-ს ამბობს, თუ ვინც ბრენდებზე იციკლება. თვითონ მიდგომაა არასწორი: ერთი მხრიდან დანარჩენების გოიმად გამოცხადება : ))
    ასე რომ, იმ შეცდომებს ნუ დავუშვებთ, რომელთაც ვაკრიტიკებთ : )

    • 1.ანინა, წყარო დამიზუსტე თუ შეიძლება საიდან გამომდინარეც ამბობ რომ ტერმინი “პროვინციალიზმი” საბჭოთა წიაღშია აღმოცენებული.

      2.”მე მგონია, რომ ზოგადად, სიტყვებით ,,გოიმი”, ,,სვეცკი”, ,,პროვინციალიზმი” ოპერირება უნდა შევწყვიტოთ რა მნიშვნელობა აქვს, ვის გამოაცხადებ გოიმად: ვინც რბილ ლ-ს ამბობს, თუ ვინც ბრენდებზე იციკლება. თვითონ მიდგომაა არასწორი: ერთი მხრიდან დანარჩენების გოიმად გამოცხადება : ))
      ასე რომ, იმ შეცდომებს ნუ დავუშვებთ, რომელთაც ვაკრიტიკებთ : )”.

      -ჯერ ერთი:
      “გოიმი”, “სვეცკი”, “პროვინციალიზმი” არ უნდა ვახსენოთ და სიტყვა “სირი” რატომაც არა? უკეთესია? მე ასე არ ვფიქრობ.

      -მერე მეორე: სად ნახე მიდგომა ერთი მხრიდან დანარჩენების გოიმებად გამოცხადების?
      აბა ცოტა უფრო ყურადღებით გადაიკითხე. განსაკუთრებით ბოლო ნაწილი😉

      • ინგლისურ ლექსიკონში მაგ სიტყვის სინონიმს ვერ იპოვნი : ) ანუ სიტყვას, რომელიც პროვინცია_ ძირიდან მოდის.

        სად ნახე მიდგომა ერთი მხრიდან დანარჩენების გოიმებად გამოცხადების?
        აქ:,,ერთი რამ ცხადია: ბრენდებისადმი გადაჭარბებული დამოკიდებულება პროვინციალიზმის ნიშნის მატარებელია!”

    • “სიტყვა, ცნება, ტერმინი ,,პროვინციალიზმი” საბჭოთა წიაღშია აღმოცენებული. მსგავსიც არაფერი არსებობს სხვაგან, ამიტომაც ჩემი აზრით, დროა ეს სიტყვა ხმარენიდან ამოვიღოთ.”

      წმინდა სახის დემაგოგია🙂
      თან ისე დამაჯერებლად :_

      http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=32918

  7. anina:
    ის რაც ინგლისური ენის ლექსიკონში არაა ყველაფერი საბჭოთა კავშირის სისტემის ნაყოფია?

    თავს რატო იბრმავებ ვერ ვხვდები. ეს არ წერია აქ:

    “მოკლედ, ყველამ საკუთარს მივხედოთ და შევეშვათ სხვისკენ თითის კი არა ხელების გაშვერას. არ მოგვწონს კონკრეტული ადამიანის ქმედება? ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და აკეთოს ის რაც სურს, როგორც სურს და ვისთან ერთადაც სურს თუ კი თავისი ქმედებით ჩვენ უსიამოვნოდ არ გვეხება.”

  8. სიტყვა პროვინციალიზმი პროვიცნიულისგან მოდის, მაგრამ სხვა ენებში მას არ აქვს დამცინავი მნიშვნელობა. უბრალოდ იმას აღნიშნავს, რაც პროვინციას უკავშირდება. ჩვენთან კი გოიმობის სინონიმია.
    ამ მნიშვნელობით მაგ სიტყვას მხოლოდ რუსულ ენაში ნახავ+ პოსტსაბჭოთა სივრცეში.
    შენ ამბობ ამას: შევეშვათ სხვისკენ თითის კი არა ხელების გაშვერას.
    მაგრამ ამავე დროს ამბობ, ბრენდებით გატაცება პროვინციალიზმიაო. ესეც ხელის გაშვერაა. სულ ერთი არაა, გოიმისკენ გაიშვერ ხელს თუ სნობისაკენ?

    • ANINA:
      უკვე სასაცილოა🙂
      კრივი ხო არაა ნოკდაუნში ჩაგაგდო🙂
      არ ხარ ობიექტური თანამოსაუბრე თორე გავაგრძელებდი დისკუსიას…

    • მადლობა კომპლიმენტისთვის.
      შენ გაიხარე😉
      ძალიან კარგად მესმის შენი…

  9. ”რეალურად უნდა გვქონდეს გააზრებული რას ვამბობთ და სხვის გაკიცხვას რო დავიწყებთ,
    იმაზეც ვიფიქროთ კონკრეტულ შემთხვევაში თვითონ როგორ მოვიქცევით.”

    შენ როგორ მოიქცევი?
    ცოტა არ იყოს და აგრესიული პოსტია,და მთავარ იდეას ნეგატიურ ფონში აჩენს, თორეძირეულ საკითხებში მართალი ხარ.

    • წინასწარ მე არასოდეს არ ვამტკიცებ ამა თუ იმ დროს, ამა თუ იმ ვითარებაშე როგორ მოვიქცევი.
      სხვისი გაკიცხვა ყოველთვის ადვილია. მაგრამ ვაი რომ მსგავს სიტუაციაში განმკიცხველი ისევე მოქმედებს როგორც მის მიერ აწ უკვე გაკიცხული…
      აი ეს არ მომწონს, მიუღებელია ჩემთვის.

      • “სხვისი გაკიცხვა ყოველთვის ადვილია. მაგრამ ვაი რომ მსგავს სიტუაციაში განმკიცხველი ისევე მოქმედებს როგორც მის მიერ აწ უკვე გაკიცხული”

        —მეც მაგას ვამბობ🙂

  10. ძალიან მომეწონა წერის მანერა- უხდება ცოტა ცინიზმი და ირონია… მომწონს ასე რომ ხედავ, ასე რომ აღიქვამ და არ ემონები ზოგ-ზოგიერთების ნაკარნახევ მოდას:) თუმცა გოგოებს ეს უფრო რთულად გამოგვდის:( ,,ცოდვა გამხელილი ჯობსო” და ვაღიარებ, რომ ბრენდებს ყურადღებას ვაქცევ:( არა იმიტომ რომ ვინმემ მოდურად ჩამთვალოს…არა! უბრალოდ, თავად ვხედავ განსხვავებას ხარისხში და ვცდილობ, ყოველთვის კარგი ვიყიდო:) ასე რომ ვინმეს თუ ბოლო მოდაზე აცვია, ეს სულაც არ არის დასაძრახი, უბრალოდ, როგორც შენ ამბობ , ნიკუშ, ადამიანები არ უნდა შევაფასოთ მხოლოდ ,,ნაჭრის ნაგლეჯებით” და არასდროს უნდა ვიყიდოთ ისეთი რაღაც, რაც ,,მოდაშია” მაგრამ არ გვიხდება:) წარმატებებიიიიიიიიიი

  11. მგონი , ეს პოსტი ცოტა ადრე გაქვთ დაწერილი (მგონი კიარა კი ) რადგან , ახლა რუსული ძალიან “გოიმობაა” ახლა ფეისბუქი ინგლისურად უნდა გქონდეს და “ნახატებით” მსჯელობდე რა რას ნიშნავს . ახლა , ფილმების მხოლოდ ინგლისურად ყურების მანიიით უნდა იყო შეპყრობილი : )))) მთავარი , ახლა “ოდნოკლასსნიკები” გოიმებს აქვთ (მათ , შორის მეც ) რომელ , ჩაცმა დახურვაზეა საუბარი : ) აზროვნების არ ქონაა და მეტი არაფერი .. სადღაა, ინდივიდუალიზმი .. საბედნიეროდ , ასეთი წრისგან ძალიან შორს ვარ და ღმერთმა ნუ მათქმევინოს “დავალაიქე” როცა შემიძლია ვთქვა “მომწონს” .. მეტროთიც , მშვენიალურად დავდივარ და არც ლევისის ჯინსები მაცვია მაინცდამაინც : ) მაგრამ , მე ვარ მე და ეს ცხოვრებისთვის და თავისუფლების სეგრძნებისათვის ძალიან , მყოფნის : ) კარგი , ბიჭი ხარ შენ! :დ

    • 1. აზროვნების არ ქონა;
      2. ინდივიდუალიზმის არ ქონა;
      3. ”ღმერთმა ნუ მათქმევინოს “დავალაიქე” როცა შემიძლია ვთქვა “მომწონს””

      სწორედ რომ ასე გახლავთ😦

      მადლობა კომპლიმენტისა და წაკითხვისთვის

  12. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ნიქსოლოგის ბლოგზე (მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი )))). კარგი საინტერესო პოსტია, თუმცა ბევრი რუსული სნობური სიტყვა თავადაც გაქვს ნახსენები. მომწონს… მე არ ვიცვამ ცნობილ ბრენდებს – მე ვიცვამ იმას რაც მე მიხდება, მე არ მიყვარს სუში – მიყვარს ინდონეზიური “ნაში” და ქართული მწვადი, (ვისაც სუში ურჩევნია ამ ორ კერძს თავადაა გოიმი😀 ) მე არ მაქვს ჰარი პოტერი წაკითხული (არც არასოდეს წავიკითხავ), თუ ზრაპრებზე მიდგა საქმე “კომბლე” ყველას მირჩევნია😀 და საერთოდ გოიმობა სწორედ რაღაცეების განდიდებაა. Fეისბუქიც ქართულად მაქვს და ინგლისური “ლაიქები” არ შეგხვდებათ ჩემ კომპიუტერში, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ენის თარჯიმანი ვარ. ცოტა დასახვეწია და ამ პოსტზე დიდი ფორუმის გამართვაც კი შეიძლება. რუსულ ენის ხმარებას რაც შეეხება: კონსტანტინე გამსახურდია თავის ძაღლს რუსულად ელაპარაკებოდა და ამბობდა “ძაღლს ძაღლურ ენაზე უნდა ესაუბრო-“ვო. და ისაუბრონ “ძერსკ”- “ძაღლურად”. შოვინისტურია მაგრამ ასეა…

    • კეთილი იყოს შენი შემოწკაპუნება ჩემ ბლოგზე😉
      გაიხარე ვრცელი კომენტარისთვის. აი რაც შეეხება ფორუმს და პოლიმიკა – დისკუსიებს: მე ყოველთვის მზად ვარ ამისთვის😉

  13. ვახ, კაია… გეთანხმები. თუმცა არის მეორე მხარე, საუბრისას მეც ხშიარდ ვიყენებ რუსულ ენას და არა იმიტომ, რომ მოდაშია ან რამე, ზოგჯერ ასე უკეთესად გამოვთქვამ სათქმელს. ვაღიარებ, ეს ჩემი მინუსია, არა იმიტომ, რომ რუსულად ვლაპარაკობ, არამედ იმიტომ, რომ ქართულ ენას ვანაცვლებ და შესაბამისი სიტყვები ჩვენს ენაში არ შემიძლია ვიპოვო. არა, ისეც კი არაა საქმე, რომ ქართული არ ვიცი და რამე, სხვათაშორის, მშვენივრად ვიცი, თუმცა ზოგჯერ ისეთი სიტყვების გამოყენებას, რომლებსაც უმრავლესობა ვერ მიხვდება, ჯობია ისევ რუსულად ვთქვა ფრაზა… ასე მეც კომფორტულად ვგრძობ თავს. facebook-ს რაც შეეხება, რუსულ ენაზე მაქვს ისიც. მხოლოდ იმიტომ, რომ მე რომ გავაკეთე გვერდი, მაშინ ქართულ ენაზე ინგლისურიდან პირდაპირი თარგმანი იყო, თითქმის იგივე ტერმინოლოგია და ვერაფერი გავუგე, რუსული კი კარგად მესმის და მირჩევნია ყველაფერი ვიცოდე, რა როგორ კეთდება, ვიდრე გავწამდე, ამიტომ, რუსული🙂
    კითხვას რაც შეეხება, აქ ზედმეტად კონსერვატორი ვარ ზოგჯერ და “ჰარი პოტერს” ჯეკ ლონდონის ერთი პატარა მოთხრობა მირჩევნია, აკა მოჩილადძეს კიდე ნოდარ დუმბაძე, ილია ჭავჭავაძე, აკაკი და სხვები. არ ვკითხულობ მოდურ ლიტერატურას, ღირებული მირჩევნია მოდურს. თუმცა, დოსტოევსკი მომწონს, ვთვლი, რომ ძალიან კაია და რატომ გახდა მოდური ვერ გავიგე🙂 (იმის გათვალისწინებით, რომ მოდური რაცაა, დიდი ვერაფერი ძირითადად). სიამოვნებით ჩავიკითხე, ოღონდ ქართულ ენაზე, რუსული კი ვიცი მშვენივრად, მაგრამ აქაც იგივე პრინციპი – მირჩევნია ყველაფერი გავიგო, ვიდრე ძველი რუსულიდან რაღაც გაურკვევლად დარჩეს.
    ხო, რამდენიმე უცხოური წიგნი რუსულად კი წამიკითხია, იმიტომ რომ ქართულზე უკეთესი თარგმანია ხშირად.
    სამოსის ამბავშიც სრულიად გეთანხმები, სულ არ მადარდებს ბრენდი, მთავარია მიხდებოდეს. მშვენიერ რაღაცეებს ვაწყდები ზოგჯერ მეორადებში და მაშინვე ვყიდულობ. ამასწინათ მშვენიერი “კურტკა” ვიყიდე, სულ ახალი იყო, მაგის პატენტები 200 ლარზე ქვემოთ არ იშოვება. ხოდა, ძალიანაც კაი.
    სუში კიდე სულ არ მიყვარს, უმ თევზს რა მაჭმევს, შემწვარს ძლივს ვჭამ. მეგრულ სამზარეულოზე ვგიჟდები სამაგიეროდ.
    “ლ”-სთან ცოტა პრობლემები კი მაქვს, მაგრამ არა სხვის “ლ”-სთან, არამედ ჩემს. ჟურნალისტი ვარ და ვფრთხილობ არ გამეპაროს უბრალოდ, ესაა და ეს…

    P.S. ვაი, რამდენი ვიბოდიალე, მარა შენი ბრალია, საინტერესო პოსტი იყო და მოკლე კომენტარით ვერ შემოვიფარგლე🙂

    • გვირილა, გვირილა🙂
      პირველ რიგში მადლობა ყურადღებით წაკითხვისთვის და ვრცელი კომენტარისთვის…
      ამ ბოდიალ-ბოდიალში გარკვეულწილად კი წარმოადგინე საკუთარი თავი🙂
      გაიხარე და გასაგებია შენი ნააზრევი

    • მე ენძელა ვარ და თითქმის გვირილასნაირი მოსაზრება მაქვს შენშესანიშნავ პოსტზე😉

  14. პირველ რიგში დიდი არაფრის თავმდაბლობისთვის😀 კაია თუ გასაგებია, იმდენი ვიბოდიალე, ეჭვიც კი შემეპარა გასაგებად დავწერე თუ არა😀😀

      • კაია… დღეს სადაც დავტოვე კომენტარი, არასწორად იქნა აღქმული და მეთქი ვერ ვარ კარგად🙂 მთლად ჩემი ბრალიც არ ყოფილა ე.ი.😀

  15. გვირილა, თუ ახსნის შემდეგაც ვერ გებულობენ შენ ნათქვამს მანდ ორი ვარიანტია: ან არ უნდათ შენი გაგება, ან მთლად რიგზე ვერ უნდა იყოს საქმე რომელიმეს მხრიდან🙂

    • ახსნის შემდეგ კი გებულობენ, მარა მერე მე აღარ მაქვს აღარაფრის ხალისი, მივდივარ და ვიძინებ🙂
      პრინციპში, ერთ-ორჯერ მოხდა, ამიტომ ზოგადად ვერ ვიმსჯელებ 😀 (რა სერიოზულად მივუდექი პატარა სისულელეს :-D)

  16. ჰმმნდა… ზუსტად ასე ვფიქრობ მეც . სამწუხაროდ უმეტესობა სნობია : ) დიახ მე გოიმი ვარ რადგან არ მიყვარს კაჩაობა ბლაბლაბლა… ასე შემდეგ : )) მა-რა-ზმი-ა !!ჩტც :~~||

  17. ეჰ, მე აქაც შუაში ვარ… არც ერთს ვეკუთვნი და არც მეორეს, მაგრამ რბილი “ლ” მაინც ნერვებს მიშლის, ასევე ნერვებს მიტოკებს გოიმობა და სნობობა და ვეღარაფრით ვეღარ ვეგუები სიკრეტინის სულ მცირეოდენ დოზასაც კი🙂

    • ყველაზე მთავარი მე მგონი მაინც ისაა, რომ სხვების დასანახად და გასაგონად არ გამომდინარეობდეს ადამიანის ქმედება, საუბარი და ა.შ.

  18. “რადა ვის რატომ უნდა გაუჩნდეს პრეტენზია ვინმე კონკრეტული ადამიანის “ლ”-ზე თუ ამ ადამიანს არ აქვს პრეტენზია საჯაროდ საუბარზე.” – ძაააააან ცუდად მხვდება ხოლმე ყურში, აი ძალიან :დდდდ

  19. ნიკუშ როგორ ეტყობა რომ ძველი პოსტიაა :დ დღეს უკვე ძერსკი ბევრად მეტ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს ^_^ განვვითარდით რა კაია : )))

  20. მაპატიეთ მაგრამ რბილი “ლ” მართლა გამაღიზიანებელია და ვერ ვიტან როცა ვიღაცა “ლ” -ს ურტყავს მითუმეტეს ცნობადი სახე ეგეთი მართლა გოიმია.
    არ ვარ სნობი მაგრამ ზემოთხსენებულზე ნამდვილად წყობიდან გამოვდივარ. არ ვარ სნობი და ბევრ რამეშიც გეთანხმები და ხშიარად მსგავსი შინაარსის მესიჯებს მეც ვაგზვანი)))) მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი.

  21. ადამიანები ძალიან განსხვავებულები არიან, ჩვენ რაც არ უნდა ვამტკიცოთ რომ სხვის ნაკლს ყურადღება არ მივაქციოთ და მივიღოთ ისინი ისეთები როგორებიც არიან, მაინც არაფერი გამოგვივა, რადგან საზოგადოებაში ყოველთვის იქნება სოციალური უთანასწორობა, ყოველთვის იქნება ეგრეთწოდებული ელიტა და მდაბიო ხალხი, ადამიანის დონეს კი მისი განათლება ქმნის, თუ გინდა საზოგადოება გაფასებდეს და ელიტის ნაწილი გახდე უნდა ბევრი ისწავლო, უნდა აირჩიო საუკეთესო უნივერსიტეტი რათა ხარისხიანი განათლება მიიღო, მნიშვნელობა არ აქვს რა ოჯახიდან ხარ, მთავარია შენი თავის განვითარებაზე იზრუნო. ინტელექტუალურად განვითარდე, განათლებაზე ძვირფასი არაფერი არ აქვს ადამიანს. ცხოვრებაში მთავარი არის სწავლა და ხალხთან ურთიერთობა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s