Home » საზოგადოება » მორალი

მორალი

ადამიანები ერთმანეთთან ურთერთობენ გარკვეული დაუწერელი წესებისა და ნორმების დაცვის თანახმად. სხვადასხვა კულტურას, კულტურაში სახელმწიფოს, სახელმწიფოში მხარეს, მხარეში სოფელს, ქალაქსა თუ ტომს გააჩნია თავისი ნორმატიული მახასიათებლები, ქცევის ნორმები. მოკლედ: მორალი. რას წარმოადგენს მორალი? რა შინაარსობრივი აზრის მატარებელია ის და  რა ფუნქცია-დანიშნულება გააჩნია მას?

მორალი ისტორიული წარმონაქმნია. იგი წარმოიშვა საზოგადოების ფორმირების ადრეულ ეტაპზე, ვითარდება იდეოლოგიური, ეკონომიკური და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვა ცვლილების შედეგად; გარდა ზოგადი, უნივერსალური ელემენტებისა, მორალს ისტორიულად წარმავალი ნორმები, პრინციპები, იდეალები აქვს. ზოგადი შეხედულებით, ბევრ ასპექტებში ყველა მორალური სისტემა მსგავსია, მაგრამ ცალკეულ სისტემაში ყოველი ნორმისა თუ შეფასების გამოვლინება ივსება კონკრეტული შინაარსით, რომელიც გამოხატავს მის ორიენტაციას სწორად მოცემული კონკრეტული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ადამიანთა ერთობები ქმნიან თავიანთ მორალურ სისტემებს, ჩვეულებრივ, ეს პროცესი იწყება ადრინდელი მორალური სისტემების მკვეთრი უარყოფით, მაგრამ ახალი ჩნდება მხოლოდ  წარსულის ბაზაზე, ხდება მისი შინაარსის სახეცვლილება, რომელსაც თან სდევს უკვე არსებული მორალური ფორმების გამოყენება.

მორალი – ეს არის  ნორმების, სანქციების, შეფასებების, დანაწესების, ქცევის ნიმუშთა სისტემა, რომელიც ასრულებს სოციალური კონტროლისა და სოციალური ურთიერთობების რეგულირების ფუნქციებს ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფში, მთლიანად საზოგადოებაში. მორალის ფუნქციაა ადამიანთა ქცევის ნორმალიზება, ქცევის რეგულირება საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველგვარ სფეროში. მასობრივი მოღვაწეობის სხვა ფორმებისგან განსხვავებით: სამართალი, ადმინისტრაციული განაწესი, სახელმწიფო დეკრეტები, ხალხური ტრადიციები, მორალს დასაბუთებისა და თავისი მოთხოვნების განხორციელების სხვაგვარი წესი აქვს. მასში აუცილებლობა, სოციალური ერთობის ინტერესები და მოთხოვნილებები გამოიხატება საყოველთაოდ აღიარებული შეფასებებისა და დანაწესების სახით, რაც განმტკიცებულია ნიმუშის, ჩვევის, ადათის, საზოგადოებრივი აზრის ძალით. ამის გამო მორალურ მოთხოვნებს უპირობო აუცილებლობის ფორმა აქვს და ერთნაირად ეხება ყველას, თუმცა კი ბრძანება მორალურობაზე არავისგან მოდის, ამასთან, ეს მოთხოვნები შედარებით მყარი ხასიათისაა. მორალი იდეურადაა დაფუძნებული წარმოდგენაზე ანუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. მორალი სამართლისგან განსხვავდება იმით, რომ ყოველი ადამიანის მიერ ზნეობრივი მოთხოვნების შესრულება კონტროლდება ყველას მიერ, ამასთან, ამა თუ იმ ადამიანის ავტორიტეტი არ უკავშირდება ოფიციალურ უფლებამოსილებას; მორალის მოთხონათა შესრულება კონტროლდება და მოწმდება მხოლოდ სულიერი ზემოქმედების ფორმებით: საზოგადოებრივი შეფასება, ანუ მოწონება ან გაკიცხვა. ამის გამო, სოციალური კონტროლის სხვა ფორმებთან შედარებით, იგი ცნობიერებისათვის უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მორალს სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს: ნორმა, მოვალეობა, პასუხისმგებლობა, სინდისი. ცნობიერება ამას ასახავს შესაბამისი წარმოდგენებით: პრინციპები, საზოგადოებრივი და მორალური იდეალები, კეთილი-ბოროტი, სამართლიანობა-უსამართლობა…

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მორალის რაობასა და მის მნიშვნელობაზე საუბარი, გთავაზობთ მინი მასტერკლასს მორალზე:

ხეზე იჯდა ჩიტი. გაიყინა და ძირს ჩამოვარდა. მივიდა ძროხა და ზედ დააფუნა. ჩიტი გალღვა, ფუნიდან თავი ამოყო და ჭიკჭიკი დაიწყო. ჩიტის ჭიკჭიკი ახლოს მყოფმა მელამ გაიგონა. მივიდა, ჩიტი ფუნიდან ამოიყვანა და შესანსლა.

აქედან გამომდინარეობს მორალი:

1. ყველა ვინც თავზე დაგაჯვავს შენი მტერი არაა.

2. ყველა ვინც მძღნერიდან ამოგიყვანს შენი მოყვარე არაა.

3. ყელამდე მძღნერში რომ ხარ არ უნდა იჭიკჭიკო.

About these ads

21 thoughts on “მორალი

  1. გენაცვალე )) ძაან კარგად დაიწყე, გააგრძელე, მარა მიხვედი ისევ გაბაზრებულ რაღაცამდე, უფრო სწორედ, იგავამდე, რომელიც ყველამ იცის ))

    მე უფრო შენეული კანცოვკა დამაინტერესებდა )) რა ვი.

    თუმცა შერჩევით მაინც შენი შერჩეულია ეს კანცოვკა და დასაფასებელია ))

  2. ნიკუშ შე დაბრედილო :))
    მე ვებრძვი ყველანაირ მორალსა და მორალიზმს :))

  3. ცოტა მხატვრულობა მგონი არ აწყენდა თემას,ძალინ წესების კრებულივითაა დაწერილი …ჩემი აზრია შეიძლება ვცდები…ასეთი შეგრძნება დამეუფლა წაკითხვის შემდეგ

  4. საინტერესო იგავია მორალზე, ალბათ სადავო კიდევაც, ზოგიერთს ალბათ მელასგან შეჭმული ურჩევნია იყოს, ვიდრე ძროხასგან მომიტევეთ ფრაზიოლოგიისთვის დაჯმული, აქ კვლავ მორალურ დილემასთან გვაქვს საქმე, ანუ რომელიმე კონკრეტული კოდექსის მატარებელი შეიძლება სხვადასხვა არჩევანს აკეთებდეს. ისე კი მადლობა პოსტისთვის და შეხსენებისთვის, ზოგიერთმა უკვე ვიცოდით, ზოგიერთმა ჯერ არა :) მე პირადად ნიცშეს – მორალის გენიოლოგიისკენ წაკითხვას გირჩევდით თუ რა თქმა უნდა უკვე წაკითხული არ გაქვთ, იმ იშვიათ ნაშრომებს განეკუთვნება (ნიცშეც ნაშრომებს ვგულისხმობ), რომლებიც ჩემთვის გასაგები ენითაა დაწერილი.

  5. აბსოლუტურად მართალი ხარ ადამიანის მორალურობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ესეც ინდივიდუალურის ამბავია, როგორც სხვა ყველაფერი.
    მადლობა შენ წაკითხვისა და აზრის გამოთქმისთვის

  6. რთული ენითაა დაწერილი, მაგრამ მარტივადაც არ ხდება არაფერი… ;) კარგი პოსტია… ;)

  7. კარგია მაგრამ ცოტა ვრცლადაც შეიძლებოდა ;) :) :) :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s